თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ "მაიამი" მეორე შეხვედრაში საკადრის პასუხს გასცემდა "ჩიკაგოს"
სერიის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე წაგების შემდეგ თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ "მაიამი" მეორე შეხვედრაში საკადრის პასუხს გასცემდა "ჩიკაგოს".

მართლაც, მიმდინარე პლეი ოფში პირველი წაგების გამო ჩემპიონებმა სასტიკად იძიეს შური "ხარებზე": ერთ-ერთ მომენტში მასპინძლების უპირატესობა 46 (!) ქულას აღწევდა. და ეს იმ დროს, როცა "ბულზი" გააფთრებით იბრძოდა და ნაადრევად დანებება არც უცდია. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ "ჩიკაგომ" პლეი ოფში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო, "მაიამისთვის" კი ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება.

"ჩიკაგომ" ძალისმიერ ბრძოლაზე გააკეთა აქცენტი, მაგრამ ამ ტაქტიკამ არ გაამართლა. 9 ტექნიკური პერსონალური, ორი გაძევება და უამრავი უხეში ილეთი - ამას სტუმრებისთვის არანაირი სარგებლობა არ მოუტანია. პირიქით, ლიგა აუცილებლად გადახედავს ამ მატჩის რამდენიმე ეპიზოდს და, შესაძლოა, გარკვეული სანქციებიც გამოიტანოს ზოგიერთი ჩიკაგოელის წინააღმდეგ.

დიდი ანგარიშით მოგების მიუხედავად, "ბულზი" შინ სავსებით დამაკმაყოფილებელი ანგარიშით ბრუნდება, "მაიამის" დამრიგებელმა ერიკ სპოელსტრამ კი განაცხადა, რომ ახლა მისი გუნდი ნამდვილად არ მიიჩნევა ფავორიტად. შესაძლოა, ფორმალურად მართლაც ასეა, მაგრამ "ჰიტმა" აშკარა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა და მისი ხელმეორედ ჩიხში მოქცევა რთული იქნება.

მაიამი-ჩიკაგო 115:78

25:20, 30:21, 30:15, 30:22

მ: ალენი (21), ჯეიმსი (19+9 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), კოული (18+6 მოხსნა), უეიდი (15+5 პასი), ბოში (13+5 მოხსნა+3 პასი), ჩელმერსი (11+4 პასი).

ჩ: ბელინელი (13+6 პასი), ნოა (12+6 მოხსნა), რობინსონი (11).

სერია: 1-1

ყველას ახსოვს ამ სერიის პირველი მატჩი, როცა "გოლდენ სტეიტმა" ოთხ წუთში 16-ქულიანი უპირატესობა გაფლანგა და მეორე ოვერტაიმში მანუ ჯინობილის ზუსტი სამქულიანით წააგო. ამ ფსიქოლოგიური დარტყმის შემდეგ "უორიორზს" მეორე მატჩში, შესაძლოა, იგივე დამართნოდა, რაც "ჩიკაგოს" "მაიამისთან" მეორე თამაშში, მაგრამ მარკ ჯექსონის ახალგაზრდა გუნდმა დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის გარდა, ოკლენდელებს საბრძოლო ჟინიც შესაშური ჰქონიათ.

შესაბამისად, სან ანტონიოში გამართული ორი მატჩის შემდეგ ანგარიში 1:1 ამ სერიას სერიოზულ ინტრიგას უნარჩუნებს.

მეორე თამაშზე "გოლდენ სტეიტი" თავის თავში აბსოლუტურად დარწმუნებული გავიდა და გამარჯვებასაც თავისი კალათბურთის თამაშით მიაღწია.

პირველი მატჩის გმირმა სტივენ კარიმ კარგად ითამაშა შეხვედრის დებიუტში და ხანდახან ისეთ ბურთებს უგდებდა მეტოქეს, უფრო ქუჩის კალათბურთს რომ ახასიათებს. ამ გამთამაშებლისთვის მართლაც არ არსებობს ავტორიტეტები და დაუმარცხებელი ოპონენტები.

მაგრამ, როცა "სპურსის" კალათბურთელებმა, ასე თუ ისე, მაინც მოახერხეს კარის მარწუხებში მოქცევა, "გოლდენ სტეიტის" ლიდერობა თავის თავზე აიღო კლეი ტომპსონმა, რომელიც ყველა პოზიციიდან ყველა ბურთს აგდებდა. ამის წყალობით, მან პლეი ოფში ქულებისა და მოხსნების რაოდენობით პირადი რეკორდები დაამყარა.

"სან ანტონიომ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ზედიზედ მეორედ გადაერჩინა წაგებული მატჩი, მაგრამ მაქსიმუმი, რასაც მასპინძლებმა მიაღწიეს, 20-ქულიანი ჩამორჩენის ცხრა ქულამდე შემცირება იყო საფინალო სირენამდე 4 წუთითა და 23 წამით ადრე.

მაგრამ, როგორც გაირკვა, "უორიორზი" კარგად სწავლობს საკუთარ შეცდომებზე, აღარ დაუშვა პირველი მატჩის ფინალის გამეორება და დამაჯერებლად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე.

სან ანტონიო-გ. სტეიტი 91:100

23:28, 20:34, 29:21, 19:17

ს-ა: დანკანი (23+9 მოხსნა), პარკერი (20+6 მოხსნა+3 პასი), ჯინობილი (12+4 პასი), ლეონარდი (11+12 მოხსნა), გრინი (10+6 მოხსნა).

გ-ს: ტომპსონი (34+14 მოხსნა+3 ჩაჭრა), კარი (22+4 პასი), ბარნსი (13+3 პასი), ლენდრი (10+8 მოხსნა), ბოგუტი (6+11 მოხსნა).

სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: ნოკაუტი "ნიქსისგან"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...