ილია კოკაიას ზოგი გადაწყვეტილება თუ განცხადება კრიტიკას იმსახურებს, ზოგი საკამათოა, ზოგიც გაუგებარი, მაგრამ ის ისევ რესპექტაბელურ კაცად რჩება ქართული ფეხბურთისთვის. მან ამ საქმისთვის ძალიან ბევრი გააკეთა
საკლუბო ფეხბურთი რომ დახმარებას საჭიროებდა, არაერთხელ გვითქვამს, მაგრამ მაშინ ამაზე ყურს არავინ იბერტყავდა. ახლა კი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით - ზოგი კლუბი დაშლის პირასაა, ზოგმაც არ იცის, რა ელის.

პრობლემები აქვთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლუბებს. წლობით იყო ეს პრობლემები, მაგრამ არ იყო მიზანმიმართული მოქმედება; იყო სუბსიდიები, მაგრამ არ იყო კონცეფცია.

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ახლახან პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა - გუნდს ან გავაძლიერებ, ან დავშლი, ჩემი გადაწყვეტილება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას მოიმოქმედებს სახელმწიფოო (იხილეთ სტატია ვრცლად).

ბოლო წლებში კოკაიამ არაერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რასაც ის მანამდე ერიდებოდა ხოლმე, მაგრამ დრო გადიოდა, ქართულ საკლუბო ფეხბურთში კი წინსვლა არ ჩანდა, არ არსებობდა კლუბების განვითარების გეგმაზომიერი პოლიტიკა.

კოკაიას პრესკონფერენცია მართლაც აქტუალური გამოდგა. "ზესტაფონის" პრეზიდენტის პოზიცია კი ყურადსაღები უნდა იყოს მთელი რიგი ფაქტორების გამო.

იყო ზესტაფონის "მეტალურგი" და "მარგვეთი", 2004 წელს კი კოკაიამ უმაღლეს ლიგაში შეიძინა ადგილი წყალტუბოს "სამგურალისგან", რომელიც პირველი ლიგიდან კი აღზევდა, მაგრამ ფინანსური პრობლემები ჰქონდა. კოკაია მანამდეც ფეხბურთში საქმიანობდა და აგენტობით გახლდათ დაკავებული.

საფეხბურთო კლუბში ფულის ხარჯვა მან 2004 წლიდან დაიწყო და ცხრა წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია: მოიგო საქართველოს თასი (2008) და ორჯერ ჩემპიონობა (2010/11 და 2011/12), "ზესტაფონში" გამოჩნდა ბევრი საინტერესო ფეხბურთელი, კლუბმა რამდენიმე მოთამაშე გაყიდა უკრაინაში, ბოლოს ნიკა გელაშვილის "ბოხუმში" ტრანსფერიდანაც მიიღო თანხა.

მოკლედ, "ზესტაფონი" შემდგარი კლუბი გახდა. კოკაიამ კლუბის ინფრასტრუქტურული პროექტებიც განახორციელა.

არ ვიცი, რამდენი მილიონი დაუჯდა ეს ყველაფერი კოკაიას, მაგრამ მისი დანახარჯები პატივისცემას იმსახურებს. კოკაია რესპექტაბელური კაცი გახდა ქართულ ფეხბურთში.

კოკაია იმითაც არის დასაფასებელი, რომ მისთვის არავის დაუძალებია, საფეხბურთო კლუბი დააფინანსეო - ეს მისი არჩევანი იყო. ასეთ დროს კი რისკი კიდევ უფრო დიდია - ხარჯავ ფულს და არანაირად არ ხარ დაცული, არანაირი პრევენცია და მხარდაჭერა არ გაგაჩნია.

კოკაიამ ამ საქმეს რომ მოჰკიდა ხელი, მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. ქვეყანაში ყველაფერზე ტოტალური კონტროლის დამყარების პოლიტიკა ფეხბურთსაც შეეხო. ჟორდანიაც ჩამოაშორეს ფეხბურთს.

კოკაიამ კარგად აუღო ალღო სიტუაციას და უმცროსი ნოდარ ახალკაცის მხარდამჭერი გახდა - ფედერაციის ახალი პრეზიდენტიც "ზესტაფონის" კაშნეთი დადიოდა. თითქმის ყველა საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი "ზესტაფონში" იყრიდა თავს. ეს კლუბი ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების საბაზო წარმონაქმნი გახდა.

პროექტი დიდად წარმატებული ვერ გამოდგა, თუმცა სარგებელი მაინც მოუტანა "ზესტაფონს", ფეხბურთელების სელექციის მხრივ.

კოკაიას "ზესტაფონში" არ ჩანდა ძლიერი ადმინისტრაციული გუნდი, თითქოს ყველაფერს კოკაია უძღვებოდა. მართვის იმპერატორული სტილი - "ზესტაფონი" დაახლოებით ასეთ მოდელს წარმოადგენდა, რაც აქტივში ვერ ჩაეთვლებოდა კლუბის მფლობელს. "ზესტაფონს" ახლა კი ჰყავს აქტიურად მომუშავე სპორტული დირექტორი, ადრე კი ასე არ იყო.

კოკაია არ იყო ერთადერთი, ვისაც მოსწონდა კლუბის მართვის ასეთი სტილი. ქართული კლუბების სხვა პრეზიდენტებიც მინახავს, ფულის დაზოგვას ასეთნაირად რომ ცდილობენ - ფეხბურთელების, მწვრთნელების და ბურთის დამბერავის მეტი არავინ მჭირდება, მე უკვე ყველაფერი ვიცი ფეხბურთშიო.

არ ვიცი, უმცროსი ახალკაცი ახლაც "ზესტაფონის" კაშნეთი დადის თუ არა გერმანიის ქალაქებში, ის კი ნაღდია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ახლოს უნდა იყოს კლუბების პრობლემებთან და სახელმწიფოსთან ერთად რაღაც კალაპოტი უნდა გამოძებნოს კლუბებისთვის.

კოკაიას ზოგი გადაწყვეტილება თუ განცხადება კრიტიკას იმსახურებს, ზოგიც ძალიან საკამათოა, ზოგიც გაუგებარია, მაგრამ კოკაია ისევ რესპექტაბელურ კაცად რჩება ქართული ფეხბურთისთვის. მან ამ საქმისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.

რესპექტაბელობა მხოლოდ ფულის ხარჯვით არ მოდის. კოკაია ისეთი ბიზნესმენი და პრეზიდენტია, ვისაც მართლა უყვარს ფეხბურთი. ასეთები კი ცოტანი არიან, ასეთებს განსაკუთრებით სჭირდებათ დახმარება და ხელშეწყობა სახელმწიფოსგან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

სკანდალი: ქართული ფეხბურთით პროკურატურა "დაინტერესდება"

ილია კოკაია: ახალგაზრდების თამაში კლუბების ინტერესებშია

ილია კოკაია: ზესტაფონში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი უნდა ჟღერდეს!

სკანდალური განცხადება: საქართველოს ჩემპიონატი "ზესტაფონის" გარეშე?!

"ზესტაფონისა" და "კარპატი-დაუშვილის" სკანდალური საქმე - უკრაინული ვერსია

ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!

"ზესტაფონი" ლვოვის "კარპატის" არაფერს შეარჩენს - დავაში ფიფა ჩაერევა!

ილია კოკაია: ლვოვის "კარპატიმ" ამ თაღლითურ სქემაზე პასუხი უნდა აგოს!

vaxvax
"დილა" საფრთხეშია,"ზესტაფონი"იშლება,დაგვრჩა მხოლოდ "დინამო",იქნებ ჩემპიონატიც გავაუქმოთ და ვათამაშოთ მხოლოდ ნაკრები. თავსატეხიც იქნება ნაკლები,მაგრამ ტოტალიზატორი?...........
club X
ბატონო დავით, ვინ არის ახლა "ზესტაფონის" სპორტული დირექტორი და რა სპორტული განათლება აქვს მას? ყველა კლუბი პანტა-პუნტით ნიშნავს ამ სპორტულ დირექტორებს (ასე გვესმის მედიიდან) და ჩვენც გვინდა დავნიშნოთ და იქნებ მივბაძოთ.
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს