10 მაისს საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთის "პრეზიდენტის თასზე" მორიგი შეხვედრა ჩაატარა
10 მაისს საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახეთის "პრეზიდენტის თასზე" მორიგი შეხვედრა ჩაატარა.

ამჯერად ჩვენი ნაკრები ირანის 16-წლამდელთა გუნდს შეხვდა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე - 0:0 დასრულდა.

მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ სწრაფ ტემპში წარიმართა. ორივე გუნდს ჰქონდა სახიფათო და ასპროცენტიანი მომენტებიც.

თუმცა მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ, ზოგ შემთხვევაში კი ქართველთა მწვავე შეტევებისას ირანელი მცველები ყოჩაღობდნენ.

ჩვენმა მეტოქეებმაც რამდენჯერმე სახიფათოდ დაარტყეს შორიდან, თუმცა დარტყმები, ძირითადად, არაზუსტი იყო. ტაიმის მიწურულს გოჩა ტყებუჩავას შეგირდებმა მცირე შტურმი მოაწყვეს ირანელთა კართან, თუმცა ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა.

მეორე ტაიმი ირანელთა აქტიურობით დაიწყო, თუმცა შემდეგ ქართველთა მცირე უპირატესობა მაინც გამოიკვეთა.

გააქტიურდა ჩვენი შემტევი ხაზი. რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ვატო არველაძის მომენტი, როცა ეს უკანასკნელი, არაბიძის პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა დარტყმა ვერ შეძლო და ირანელთა კიპერმა მას ბურთი ფეხებში ვარდნით აართვა.

მატჩის მიწურულს ფეხბურთელებს აშკარად დაღლა დაეტყოთ და ჩვენმა შეტევებმაც სიმწვავე დაკარგა. დამატებული წუთების ბოლო წამებზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალზე სახიფათო საჯარიმო ჩააწოდეს, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში ბურთს ვერავინ მიუსწრო.

ამ მატჩის შემდეგ ჩვენი ჯგუფის ლიდერი აზერბაიჯანის ნაკრებია. მეორე ადგილზე ირანელები არიან, ხოლო საქართველოს ნაკრებს ერთი ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება.

11 მაისს ტურნირზე დასვენების დღეა. 12 მაისს კი ჩვენი გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრას "ბოტაფოგოსთან" გამართავს.

იმისათვის, რომ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა შევძლოთ, 15-წლამდელებმა მომდევნო მეტოქეს დიდი ანგარიშით უნდა მოუგონ; ხოლო ირანმა კი აზერბაიჯანთან უნდა წააგოს.

10 მაისი. "ასტანა არენა"

საქართველო U15 - ირანი U16 0:0

გაფრთხილება: კვანტალიანი

საქართველო U15: ჩოჩიშვილი, ბედიევი, კობაური (ბულუხაძე), ლოჩოშვილი, ნინუა, ყურშავიშვილი (ბერძენაძე), არდაზიშვილი (ვარძელაშვილი), კვანტალიანი, არველაძე, არაბიძე, ლეჟავა (კუხიანიძე)

მთ. მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა

gff.ge

ასევე იხილეთ:

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ასტანაში "პრეზიდენტის თასზე" აზერბაიჯანთან წააგო

D&D
და სხვათაშორის ეს ტყებუჩავა გუნდსაც წვრთნის (35 საფეხბურთო სკოლა) და ნაკრებსაც. არც იქ უქნია სამწუხაროდ ღმერთს და არც აქ,ნაკრებში!და არც პატრონია ვინმე,რომ ამაზე ყურადღება გაამახვილოს! ასე კვდება ჩვენთან ქართული ფეხბურთი. სამაგიეროდ ნაცნობობით გუნდის დაკომლექტება ისევ აქტუალურია...
deda
სხვადაშორის ირანის გუნდიც 1998-იანების ნაკრებია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა