ასოციაციის თასის ფინალის წინ
11 მაისს "უემბლიზე" "მანჩესტერ სიტი" ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში მეათედ ითამაშებს.

აქამდე ჩატარებულ 9 შეხვედრაში "ქალაქელებმა" 5-ჯერ (1904, 1934, 1956, 1969, 2011) იმარჯვეს, 4-ჯერ (1926, 1933, 1955, 1981) კი დათმეს გადამწყვეტი შეხვედრა. განსხვავებული სიტუაციაა "უიგანისთვის". სათასო გათამაშებებში "ათლეტებმა" საუკეთესო შედეგი 2006 წელს უჩვენეს, როცა ლიგის თასის ფინალში გააღწიეს, მაგრამ უიმედოდ დამარცხდნენ (0:4) "მანჩესტერ იუნაიტედთან". ასოციაციის თასის ფინალში კი პირველად თამაშობენ.

რობერტო მანჩინისა და რობერტო მარტინესის გუნდები ჩემპიონატში ორჯერ უკვე დაუპირისპირდნენ და ორჯერვე "ქალაქელებმა" იძალეს (2:0, 1:0). აშკარა ფავორიტები ამჯერადაც მანჩესტერელები არიან და ამის მიზეზი მხოლოდ კლუბების სტატუსი არ არის. თუმცა ესეც თავის როლს თამაშობს. 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული "სიტიმ" მეტოქე ზედიზედ 7-ჯერ დაამარცხა. ამას გარდა, "უიგანს" ალბათ ხელს შეუშლის მოარული ჭორები გუნდის მთავარი მწვრთნელის მომავალთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედში" დევიდ მოიესის დანიშვნის ამბავი გახდა ცნობილი, ბრიტანულმა მედიამ ერთხმად აიტაცა, რომ "გუდისონ პარკზე" შოტლანდიელს "ათლეტების" თავკაცი შეცვლიდა. ესპანელი იძულებული გახდა, კომენტარი გაეკეთებინა:

"ამ დროისთვის "უიგანიდან" ჩემს წასვლაზე ლაპარაკი დროის ფუჭად ფლანგვაა. ერთადერთი, რაც მაინტერესებს, გუნდის ფინალისთვის მომზადებაა. არ დაგავიწყდეთ, რომ პრემიერლიგის დარჩენილ ორ ტურში ჩვენ არანაკლებ მნიშვნელოვანი თამაშები გველის. ასე რომ, სხვა თემებზე ფიქრისთვის არ მცალია. ერთი წუთითაც კი არ შეიძლება კონცენტრაციის დაკარგვა".

39 წლის ესპანელ მწვრთნელს უმძიმესი საკადრო პრობლემები აქვს. მას 4 წამყვანი მცველი - ანტოლინ ალკარასი (მუხლქვეშა მყესი), ივან რამისი (მუხლი), რონი სტამი (ფეხი აქვს მოტეხილი) და მეინორ ფიგეროა (საზარდული) აკლია. გუნდში კი მათი ღირსეული ალტერნატივა არ მოიძებნება. განსხვავებული სიტუაციაა ინგლისის ექსჩემპიონთა ბანაკში. "ქალაქელთაგან" ტრავმა მხოლოდ სკოტ სინკლერს აწუხებს. ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ მზად არის იაია ტურე. "სიტიმ" დიდი ხანია პრაქტიკულად გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური და მას მერე ფეხბურთელებს გონებაში მხოლოდ ფინალი უტრიალებთ. მანჩინიმ თავად დაადასტურა, რომ უჭირდა შეგირდების ყურადღების გადატანა ჩემპიონატის ბოლო მატჩებზე. აი, რა თქვა მან:

"რთული იყო "სუონსისთან" და "ვესტ ბრომვიჩთან" ძალების მობილიზება, რადგან ბოლო დღეებია, ბიჭები მხოლოდ თასის ფინალზე ფიქრობენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტურნირში გამარჯვება. უკეთესი იქნებოდა, მოსამზადებლად მთელი კვირა გვქონოდა, მაგრამ არა უშავს, რადგან "უიგანიც" ანალოგიურ მდგომარეობაშია".

"უემბლიმდე" გუნდებმა ერთმანეთისგან განსხვავებული გზა გაიარეს. "სიტიმ" დაამარცხა "უოტფორდი" (3:0), "სტოკ სიტი" (1:0), "ლიდსი" (4:0), "ბარნსლი" (5:0) და "ჩელსი" (2:1). "უიგანისთვის" კი ეს გზა უფრო გრძელი აღმოჩნდა: "ბორნმუთი" (1:1, 1:0), "მაკლსფილდი" (1:0), "ჰადერსფილდი" (4:1), "ევერტონი" (3:0), "მილუოლი" (2:0). "სიტი"-"უიგანის" ფინალურ შეხვედრას 42 წლის ანდრე მარინერი გაუძღვება, ვინც ასოციაციის თასის მიმდინარე გათამაშებაში 4 შეხვედრაში იმსაჯა. აქამდე მას "უემბლიზე" მუშაობის პატივი კარიერის განმავლობაში სულ ორჯერ ჰქონდა.

მანჩესტერ სიტი-უიგანი 19:15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ასოციაციის თასი. 1/2-ფინალის გამოხმაურება: რა ელის სერხიო აგუეროს?

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია