"ჩიკაგო" და "ოტავა" გავიდნენ
ერთი ნაბიჯი აკლია პლეი ოფის მეორე რაუნდამდე აღმოსავლეთი კონფერენციის ჩემპიონს "პიტსბურგ პინგვინზს".

მეხუთე მატჩის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს "პინგვინების" მწვრთნელებმა, როცა კარის დაცვა არა მარკ-ანდრე ფლერის, არამედ ტომაშ ვოკოუნს ანდეს. ფლერიმ წინა მატჩებში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, ვოკოუნმა კი მარტო პირველ პერიოდში 14 დარტყმა მოიგერია და რამდენიმე ბრწყინვალე სეივიც განახორციელა. მისმა პარტნიორებმა კი მეორე პერიოდიდან სერიოზულად მიხედეს საქმე და სწორედ ამ 20-წუთეულში გადაწყვიტეს მატჩის ბედი.

წუთნახევრის ინტერვალით ორი გოლი გაიტანეს კენედიმ და მარეიმ, რის შემდეგაც გოლი-შედევრი შემოგვთავაზა სიდნი კროსბიმ, რომელიც ორ მცველს შორის გაძვრა და ერთ-ერთზე შანსი არ დაუტოვა ნაბოკოვს.

თუმცა მატჩის პირველი ვარსკვლავი ვოკოუნი გახდა, რომელსაც 31 სეივი დაუგროვდა და "შათაუტი" შეასრულა. ახლა, სერია ნიუ იორკში დაბრუნდება, სადაც მეექვსე მატჩი უნდა გაიმართოს.

პიტსბურგი-აილენდერსი 4:0

0:0, 3:0, 1:0

გოლები: 1:0 ტაილერ კენედი-1 (ლეტანგი-3, ბ. სატერი-1), 2:0 მარეი-2 (კუნიტცი-3, მალკინი-7), 3:0 კროსბი-3 (იგინლა-7, დუპუი-2), 4:0 ლეტანგი-2 (კროსბი-5, პ. მარტინი-4).

სერია: 3-2

ვერსად ვერ დაბრუნდება "მონრეალი", რომელიც საკუთარ მოედანზე შერცხვა "ოტავასთან" - 1:6 (ეს ანგარიში ამ სერიაში მეორედ დაფიქსირდა "სენატორების" სასარგებლოდ) და წააგო სერია - 1:4. თუმცა "კანადიენსმა" თავი შეიძლება იმით იმართლოს, რომ ტრავმების გამო ყინულზე გასვლა ვერ შეძლეს პრაისმა, ემელინმა, ჯონტამ, პასიორეტიმ, ელერმა, პრასტმა და უაიტმა, ხოლო სათადარიგო მეკარედ 23 წლის ჩეხი რობერტ მაიერი ჰყავდათ, რომელსაც NHL-ში სათამაშო პრაქტიკა არ გააჩნია. ამიტომაც, ექვსი გაშვებული შაიბის მიუხედავად, "მონრეალის" მწვრთნელმა არ შეცვალა მეკარე ბუდაი.

სასტარტო პერიოდში "კანადიენსი" კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მეკარის ერთმა შეცდომამ და ერთხელ დაცვის ჩავარდნამ "ოტავას" ორი შაიბის გატანის საშუალება მისცა, რასაც მასპინძლებმა მხოლოდ საბენის გოლით უპასუხეს.

გარდამტეხი აღმოჩნდა მომენტი მეორე პერიოდის შუაში, როცა "ოტავამ" რიცხობრივ უმცირესობაში გაიტანა. რაც შეეხება მესამე 20-წუთეულს, მასპინძლებმა უხეშობას უმატეს და "სენატორზმა" ეს კარგად გამოიყენა - ერთბაშად სამი გოლი გაიტანა მაშინ, როცა ერთი კაცით მეტი ჰყავდა მოედანზე.

ასე გამოაგდო პლეი ოფიდან აღმოსავლეთის მეშვიდე გუნდმა მეორე გუნდი და ახლა, "პიტსბურგისა" და "აილენდერსის" სერიაში გამარჯვებულს ელოდება.

მონრეალი-ოტავა 1:6

1:2, 0:1, 0:3

გოლები: 0:1 ზ. სმიტი-1 (კასიანი-1, მეტოტი-4), 0:2 კონაჩერი-2 (კონდრა-2, პაგო-1), 1:2 საბენი-2 (მარკოვი-1, პლეკანეცი-4), 1:3 ტარისი-3 (კონდრა-3), 1:4 ალფრედსონი-2 (გონჩარი-4, ე. კარლსონი-5), 1:5 კონაჩერი-3 (ზიბანეჯადი-3), 1:6 კონდრა-1 (პაგო-2, კასიანი-2).

სერია: 1-4

რეგულარულის საუკეთესო გუნდმა "ჩიკაგომ" მშვიდად გაანადგურა შინ "მინესოტა" და ასევე 4:1 მოიგო თავისი სერია. კარგი მატჩი ჰქონდა მარიან ჰოსას, რომელმაც დუბლს საგოლე პასი დაუმატა. ორ-ორი ქულა დააგროვეს კიტმა, კრუგერმა და ტეივზმა, რითაც ხელი შეუწყვეს "ბლეკჰოქსის" დომინირებას.

რაც შეეხება "მინესოტას", მისი მთავარი პრობლემა მეკარე ნიკლას ბექსტრიომის არყოფნა იყო - მთელი სერია "ველურებმა" მის გარეშე ჩაატარეს, გარდა ამისა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა ჯოშ ჰარდინგს, რის გამოც, ბრძოლაში ჩართვა უწევდა მესამე მეკარე დარსი კემპერს.

ჩიკაგო-მინესოტა 5:1

1:0, 3:1, 1:0

გოლები: 1:0 მარიან ჰოსა-2 (ტეივზი-1), 2:0 კრუგერი-1 (ფროლიკი-1, კიტი-3), 3:0 მარიან ჰოსა-3 (საადი-1, კრუგერი-1), 3:1 ტ. მიტჩელი-1 (ბროძიაკი-2, სკანდელა-1), 4:1 შოუ-1 (ბიკელი-1, კიტი-4), 5:1 შარპი-5 (ტეივზი-2, მარიან ჰოსა-3).

სერია: 4-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი: ოვერტაიმების დღე

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს