მადრიდში მასტერსზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა
მადრიდში ქალებს შორის უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე და მამაკაცების მასტერსზე მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

ზოგიერი მატჩი გვიან ღამით დასრულდა, ამიტომაც მხოლოდ ორ შეხვედრაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ორივეში მთავარ ფავორიტებად შერაცხულ სერენა უილიამსსა და რაფაელ ნადალს თამაშის გადარჩენაზე ზრუნვა მოუწიათ.

უცნაური ამბავი შეემთხვა ქალების პირველ ნომერს. სერენა ესპანელ ვეტერანს ანაბელ მედინა გარიგესს ხვდებოდა და ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოიგო პირველი სეტი - 6:3. მაგრამ მეორე პარტიაში დაუჯერებელი რამ მოხდა - მედინა გარიგესმა 6:0 (!) მოუგო სეტი უმცროს უილიამსს. ასეთი რამ ბოლო ათი წლის განმავლობაში მხოლოდ მეორედ მოხდა - 2007 წელს, მაიამის ტურნირის ფინალში სერენას "მშრალი" ანგარიშით მოუგო სეტი ბელგიელმა ჟუსტინ ანენმა.

მაგრამ ამით ამერიკელის პრობლემები არ დასრულებულა. მართალია, მან კარგად დაიწყო მესამე სეტი და 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი დაუთმო მეტოქეს. და მხოლოდ ძალების არანორმალური დაძაბვის ხარჯზე მოახერხა სერენამ თამაშის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება და ნახევარფინალის საგზურის მოპოვება - 6:3, 0:6, 7:5.

სერენას შეუძლია თავი იმით იმართლოს, რომ მსოფლიოს 63-ე ნომერს მედინა გარიგესს გრუნტის საფარზე 10 ტიტული აქვს მოგებული - ეს საუკეთესო მაჩვენებელია მოქმედ ჩოგბურთელებს შორის.

1/4 ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:3, 0:6, 7:5; მარია შარაპოვა (რუს)-კაია კანეპი (ესტ) 6:2, 6:4; სარა ერანი (იტა)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:4, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 6:3, 6:1.

1/4 ფინალი

უილიამსი-ერანი; შარაპოვა-ივანოვიჩი.

კინაღამ გამოეთიშა ბრძოლას მადრიდის მასტერსის მთავარი ფავორიტი რაფაელ ნადალი. ის მეოთხედფინალში თავის თანამემამულეს დავიდ ფერერს ხვდებოდა, რომელიც ბოლო პერიოდში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა - მარტში მაიამის მასტერსის ფინალში გასვლის შემდეგ, დავიდი გრუნტის ორ ტურნირზე პირველივე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას.

მაგრამ, როგორც ჩანს, ფერერი იბრუნებს ფორმას და ამის დამადასტურებელი იყო ეს მატჩი. პირველ პარტიაში მან ერთით მეტი ბრეიკი გააკეთა (მთლიანად მატჩში ბრეიკების შეფარდება იყო - 7:5 ნადალის სასარგებლოდ) და 6:4 მოიგო. თანაბარი ბრძოლა იყო მეორე სეტში, სადაც საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. მაგრამ, სანამ მე-13 გეიმის დრო დადგებოდა, მე-12 გეიმში, 6:5-ზე ფერერი 30:15-ს იგებდა და ხელსაყრელ სიტუაციაში ორმაგი მატჩბოლის მიღების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან.

შესაძლოა, სწორედ ეს იყო გარდამტეხი მომენტი, რადგან ნადალმა ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა ტაი-ბრეიკი, ბოლო სეტში კი არც ერთი გეიმი არ გაიმეტა თავისი მეტოქისთვის - 4:6, 7:6(3), 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

როჯერ ფედერერი გავარდა, ვიქტორია აზარენკაც...

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე