ზედა ექვსეულში გასარკვევი მხოლოდ ის არის, რომელ გუნდს შეხვდება ბრინჯაოს მედლები: ქუთაისის "ტორპედოს" თუ საჩხერის "ჩიხურას"
შარშან ამ დროს (ანუ, ბოლოსწინა ტურამდე) ჩვენს ჩემპიონატში მართლაც დამაინტრიგებელი სიტუაცია იყო; ეგ კი არა, საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბოლო ტურმაც ვერ გამოავლინა ჩემპიონი!

აი, ახლა კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა: ჩემპიონიც გარკვეულია, მეორე პრიზიორიც და ის ოთხი გუნდიც, ამ ზაფხულს ევროტურნირებზე რომ გამოვლენ.

მაშ, ასე - თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, გორის "დილა", ქუთაისი "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა" კი - ევროპის ლიგაზე.

გარკვეულია ერთი უიღბლოს ვინაობაც: "იუბილარი" გუნდი, ფოთის "კოლხეთი" მომავალ სეზონს, წესითა და რიგით, პირველ ლიგაში უნდა შეხვდეს. თუმცა, არავის გაუკვირდეს, რომ მომავალი სეზონის დაწყებამდე ბევრი რამ შეიცვალოს - ანუ, "საფეხბურთო ამნისტია" ფოთელთა გუნდსაც შეეხოს და იმ გუნდსაც, ამ ჩემპიონატს XI ადგილზე რომ დაამთავრებს.

თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, მანამდე კი ის ვთქვათ, თუ რაღაა საინტრიგო დარჩენილი ამ ბოლო ორ ტურში: ვინ გახდება მესამე პრიზიორი და ვინ იქნება მეორე უიღბლო გუნდი...

ზემოთ სიმშვიდეა...

ზედა ექვსეულში ერთადერთი გასარკვევი მხოლოდ ის არის, რომელ გუნდს შეხვდება ბრინჯაოს მედლები: ქუთაისის "ტორპედოს" თუ საჩხერის "ჩიხურას".

დღესდღეობით "ტორპედო" ერთი ქულით უსწრებს თავის კონკურენტს და გვეეჭვება, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა ეს მცირე უპირატესობა ხელიდან გაუშვას.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედომ" წინა სეზონშიც მესამე ადგილი დაიკავა და წლევანდელი შედეგიც არავისთვის იყო მოულოდნელი; აი, "ჩიხურამ" კი კლუბის ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა: სოსო ფრუიძის გუნდი პირველად გავიდა თასის ფინალში და ასევე პირველად იასპარეზებს ევროტურნირებზე.

მოკლედ, იმისა თქმა გვსურს, რომ "ჩიხურას" მწვრთნელ-ფეხბურთელთათვის, შესაძლოა, ნაკლებადმნიშვნელოვანიც იყოს ჩემპიონატს რომელ ადგილზე დაამთავრებენ - მესამეზე თუ მეოთხეზე; თანაც, საჩხერეში 12 მაისს ხომ მართლაც ჩინებულ ფორმაში მყოფი "დინამო" ჩადის: დუჰაშ უჰრინის გუნდმა ბოლო ორი პრინციპული მატჩი ("საჩემპიონოც" და თასის საპასუხო ნახევარფინალი) ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ამ ორ შეხვედრაში მეტოქეთა კარში 9 გოლი გაიტანა!

"ჩიხურა" და "დინამო" სულ მალე ერთმანეთს თასის ფინალში დაუპირისპირდებიან, ასე რომ კვირას ფინალის "რეპეტიცია" გველოდება.

ისე კი ვამბობთ, ზედა ექვსეულში ინტრიგა ჩაკვდაო, მაგრამ არც მასეა საქმე: მაგალითად, "ჩიხურას" ჯერ არცერთხელ მოუგია "დინამოსთვის"; ისიც საინტერესოა, ამჯერადაც შეძლებს თუ არა საჩხერელთა გუნდის კარში გოლ(ებ)ის გატანას ჩისკო: "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა "ჩიხურასთან" მეორე წრის შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა, მესამე წრის მატჩში კი - დუბლი!

"ტორპედო" - "დილას" მატჩიც არ უნდა გამოდგეს უინტერესო: მასპინძლები ყველანაირად შეეცდებიან "დინამოსთან" წინა ტურში დიდი ანგარიშით წაგების გამო საკუთარი ქომაგების წინაშე რეაბილიტაციას;

ბოლო დროს ფინანსურ პრობლემებმოძალებული "დილა" კი სეზონის წარმატებით დამთავრებას შეეცდება.

რაც შეეხება ზედა ექვსეულის კიდევ ერთ წყვილს, აქაც არის გარკვეული ინტრიგა: ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ყველაზე წარუმატებელი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს; შეგახსენებთ, რომ მეორე ეტაპზე ჩატარებულ რვა მატჩში "ზესტაფონმა" მხოლოდ და მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა, "ზუგდიდმა" კი - ერთი;

მოკლედ, ორივე გუნდს ხანგრძლივზე-ხანგრძლივი მოუგებელი სერია აქვს და ამ ნავსის გატეხას, "ზესტაფონიც" და "ზუგდიდიც" ალბათ, 31-ე ტურში შეცდებიან.

როცა ორივე გუნდს... ფრე ხელს აძლევს

ქვედა ექვსეულში მართლაც დაძაბულ-ჩახლართული სიტუაციაა და იმის ალბათობაც არსებობს, რომ ინტრიგა ბოლო ტურამდე შემორჩეს. სატურნირო ცხრილს კარგად თუ "შეისწავლით", აღმოაჩენთ, რომ პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე ერთდროულად ოთხ გუნდს ემუქრება: "მერანს", "ვიტ ჯორჯიას", "სიონსა" და ბათუმის "დინამოს".

თუმცა, "მერანი" და "ვიტ ჯორჯია" დანარჩენ ორ კონკურენტთან შედარებით ბევრად კომფორტულ სიტუაციაში იმყოფებიან: საკმარისია ამ გუნდებს შორის მცხეთაში 12 მაისს გასამართი მატჩი ფრედ დამთავრდეს და ორივე გუნდი "სამშვიდობოს" იქნება!

ამ ერთი ქულით "მერანს" უკვე ვეღარაფრით დაეწევა ბათუმის "დინამო"; ხოლო "ვიტ ჯორჯიას" 33 ქულა გაუხდება და ბათუმის "დინამომ" ორივე დარჩენილი მატჩი რომც მოიგოს, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "ვეტერინართა" მხარეს იქნება.

ჰო, ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებას, რომ ზემოთჩამოთვლილი ოთხი გუნდიდან რამდენიმემ ჩემპიონატი ერთნაირი ქულებით დაამთავრონ. ამ შემთხვევაში კი, მოგეხსენებათ, ძირითადი პრიორიტეტი ურთიერთშეხვედრებია და ყველაზე კომფორტულ პოზიციაზე "ვიტ ჯორჯია" იმყოფება: "ვეტერინარებს" უპირატესობა აქვთ ბათუმის "დინამოსთანაც" და "სიონთანაც".

ისე, "ვიტ ჯორჯიამ" და "მერანმა" რატომ უნდა "შეაკლან თავი" ერთმანეთს მომავალ მატჩში - წყნარად, მშვიდად ფრეს "გააგორებენ" და ორივე გუნდისათვის უკვე სულ ერთი იქნება, "სიონს" დაემუქრება დაქვეითება, თუ - ბათუმის "დინამოს"; ან, მსგავსი მაგალითები არ გვახსოვს, თანაც საერთაშორისო ასპარეზზე, სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე?!.

არადა, "ვიტ ჯორჯიას" 12 მაისს გასამართ მატჩში დამატებითი მოტივაციაც უნდა ჰქონდეს: "ვეტერინარებს" დღემდე "მერანთან" არც ერთი მატჩი არ მოუგიათ და უფრო მეტიც - გოლიც კი არა აქვთ გატანილი!

ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ "ვიტ ჯორჯიამ" ნავსი გატეხოს და თავისი მართლაც უხერხული მეტოქე დაამარცხოს, აი, ამის მერე იქნება, რაც იქნება! ვთქვათ და ბათუმის "დინამომ" მოიგო და ბოლო ტურშიც, ამ შემთხვევაში გია გურულის გუნდი ჩემპიონატს 33 ქულით ამთავრებს; "სიონმა" კი ამ დარჩენილ ორ მატჩში 4 ქულა რომ მოაგროვოს, ასევე 33 ქულა დაუგროვდება და მერე დაითვლება ურთიერთშეხვედრები და ყველაზე უარესი მაჩვენებელი... "მერანს" ექნება.

თუმცა, გულახდილად რომ ვთქვათ, მოვლენების მსგავსი განვითარება ნაკლებად გვჯერა: ჯერ ერთი, "მერანი" როგორმე შეძლებს და დარჩენილ ორ შეხვედრაში "გადამრჩენელ ქულას" როგორმე მოიპოვებს; თანაც, მარტვილელები რატომ გაირთულებენ საქმეს - ბოლო ტურში ხომ "სიონთან" უწევთ დაპირისპირება.

ამ ჩახლართული სიტუაციის "მთავარი მოქმედი პირი" კი ყოვლად უმოტივაციო "მეტალურგია" - როგორ გინდა რუსთაველთა გუნდის ფეხბურთელებს დარჩენილ ორ შეხვედრაში მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში მოსთხოვო; თანაც, ეს ორივე მატჩი "მეტალურგის" მეტოქეთათვის გადამწყვეტზე-გადამწყვეტი რომ იქნება?

ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებასაც და იმასაც, ექნება თუ არა ინტრიგა ბოლო ტურს. ეს ინტრიგა კი იმ შემთხვევაში დაიკარგება, XXXI ტურში "ვიტ ჯორჯია" - "მერანი" ფრედ რომ დასრულდეს, ხოლო "სიონმა" ქვემოქართლურ "დერბიში" რუსთავის "მეტალურგს" აჯობოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქეცბაიას პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ფრანგი შემტევი დაიმატა
ბათუმის "დინამომ" ბულგარეთის ნაკრების მცველი დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-6 დინამო (თბ). როგორ გადაიდო კვარაცხელიას სადებიუტო გოლი...
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს