პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა - ლაშა ტალახაძემ მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

+105 კგ წონაში მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ 190 კგ. აკრა და 221 კგ. აიტაცა, ჯამში 411 კგ. მოაგროვა და პირველობა არავის დაანება.

მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი - სომხეთის წარმომადგენელი - გორ მინასიანი გახდა 403 ქულით, ბრინჯაოს მედალი კი 385 კგ-თი რუსმა კარენ მარტიროსიანმა მოიპოვა.

ლაშა ტალახაძისთვის ოქროს მედალი პირველი წარმატებაა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 2011 წელს ძალოსანი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

msy.gov.ge

გიორგი
ლაშა მთელი სპორტული საზოგადოება და განსაკუთრებით ძალოსნობის გულშემატკივრები ძალიან განვიცდით მომხდარის გამო, ცხადია ის რაც მოხდა მავანთა ქიშპობის, უმეცრების, არაპროფესიონალიზმის და დაუდევრობის შედეგია, გული არ გაიტეხო, უფრო მეტი შემართებით, ბრძოლის ჟინით გააგრძელე შენი სპორტული ცხოვრება, შენ დიდი სიმაღლეები უნდა დაიპყრო და ჩათვალე ისიც უფლის მადლია, რადგან შენ უკეთ უნდა შეიცნო შენი თავი, რათა მიღწეულმა წარმატებებმა არ გაგათამამოს, შენელებისა და მოდუნების საშუალება არ მოგეცეს. ბედნიერი და წარმატებული მომავალი გქონოდეს, ღმერთმა დაგლოცოს კარგო ქართველო.
გიორგი
გილოცავ ლაშა და გმადლობთ ამ სიხარულისათვის. შენ 19 წლის ასაკში უკვე ორჯერ ევროპის და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვე. ეს უფლის მადლია. ეს ხომ რჩეულთა ხვედრია. მჯერა, რომ შენ იმ გზით მიდიხარ, რომელიც ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აგიყვანს.
გეგა
გილოცავთ ლაშა, გვჯერა მიღწეულს არ დაჯერდები. შენ ჩვენი საამაყო მეგობარი ხარ.
გეკა
ყოჩაღ ლაშა. შენს წარმატებას ვულოცავ ძალოსნობის ფედერაციას და შენს მწვრთნელებს კობა ტალახაძესა და ავთანდილ გახოკიძეს. გამომდინარე მათი პროფესიონალიზმიდან მჯერა, რომ საქართველოს კიდევ ბევრ საამაყო სპორცმენს აღუზრდიან.
გიორგი
გილოცავ ლაშა, შენ უკვე შენმა სამშობლომ შეგიყვარა.
დავით
გილოცავ ლაშა+++უფალს ებარებოდე.
დავით
გილოცავ ლაშა. მე კარგად ვიცი, რომ ასეთი წარმატების მისაღწევად რა სულიერი და ფიზიკური სიმტკიციეა საჭირო. მჯერა. რომ შენი მუხლჩაუხრელი შრომით უფრო მეტს მიაღწევ. უფალს ებარებოდე.
აკა
მადლობთ ლაშა იმ წუთებისათვის შენი გამარჯვებით ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს, რომ განგვაცდევინე, რამეთუ თითოეული ქართველის გამარჯვება, ჩვენი ბსამშობლოს გამარჯვების ტოლფასია.
რეზი
გილოცავ ლაშა. კიდევ ბევრჯელ გესახელებინოს შენი ერი.
რეზი
გილოცავ ლაშა, კვლავ ბევრჯელ გაგეხარებიოს შენი ერი.
abc
ლაშას წარმატებას ვულოცავ სრულიად საქართველოს. ღმერთმა გვიმრავლოს თქვენგვარი ქართველები.
vaja222
გილოცავთ ლაშა,სულ წარმატებებით გევლოს,თურმე გრიქუროვის გარეშეც შეიძლება წარმატებებს მიაგწიო,ეს ევროპაზეც კარგად გამოHნდა და მსოფლიოზეც,ეტკობა კარგი მწვრთნელები აქაც გვყავს,კიდევ ბევრჯერ გვასახელებენ
glaxuna
ყოჩაღ ლაშა...ოლიმპიური ჩემპიონები გვჭირდება ძალოსნობაში,თანაც მძიმე წონაში...ასახელე ქართველობა,,მიღწეულით არასოდეს დაკმაყოფილდე,უკვე ერი აღტაცებით გიყურებს,ასე გააგრძელე ,ძლიერად!!!
dato
საღოლ ლაშა, გილოცავ და ასე გააგრძელე!!!! მაგარი შედეგია, მაგრამ მიღწეულს არ დასჯერდე.
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"