გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა "ოლიმპმა" ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩშიც დაამარცხა "არმია"
სუპერლიგის პირველი ფინალისტი ცნობილია. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა "ოლიმპმა" ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩშიც დაამარცხა "არმია" და წინა სეზონის მსგავსად, საჩემპიონო სერიაში გავიდა.

შეხვედრის დაწყებამდე დარბაზში მყოფებმა პატივი მიაგეს დღეს გარდაცვლილ ვეტერან კალათბურთელს, 80-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ კალათბურთელ გელა დარსაძის ხსოვნას.

წუთიერი დუმილის შემდეგ შეხვედრა დაიწყო. წინა მატჩებისგან ეს მატჩი იმით განსხვავდებოდა, რომ არმიელებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და ცოტაც რომ მოენდომებინათ, გაიმარჯვებდნენ კიდეც.

თამაში თანაბარი იყო : პირველი მეოთხედი "არმიამ" 19:18 მოიგო, მეორეში არმიელებმა 22;19 იმარჯვეს, გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე წინ ოლიმპელები იყვნენ - 57:56.

ცხადი იყო, რომ ყველაფერი ბოლო წუთებში გადაწყდებოდა და ასეც მოხდა. თანაბარ თამაშში კვანძი თითქოს არმიელთა სასარგებლოდ გაიხსნა, რომლებმაც თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე 7 ქულით - 66:59 დაწინაურდნენ. აწორედ აქედან დაიწყო ოლიმპელთა შტურმი, რომლებმაც 4-წუთიანი მონაკვეთი 14:0 მოიგეს და თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 74:68 დაწინაურდნენ.

ხსენებულ მონაკვეთში თავი ლევან ფაცაციამ, აკაკი დვალიშვილმა და მიხეილ ბერიშვილმა გამოიჩინეს. რაც შეეხება ოლიმპელთა ამერიკელ ლეგიონერ დარენ მორს, მან კაზანჯიანის გუნდში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 19 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და არც ერთი დაკარგვა.

ფაცაციამ და დვალიშვილმა შეხვედრა 16-16 ქულით დაასრულეს. რაც შეეხებათ არმიელებს, კოტე ტუღუშის გუნდში 19 ქულით საუკეთესო ბესო ლეჟავა გახლდათ, ხოლო ლაშა ფარღალავამ და გიორგი ჯგერენაიამ შეხვედრა 11-11 ქულით დაასრულეს. ამ უკანასკნელმა 11 მოხსნაც მიითვალა და თავის გუნდში ერთადერთი ორმაგი დუბლი გაიფორმა.

საბოლოოდ არმიელებმა 76:71 მოიგეს და სერიაში მშრალი ანგარიშით - 3:0 იმარჯვეს. დღესვე, ქუთაისში ადგილობრივი გუნდი "შსს-აკადემიამ" 89:73 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ "ოლიმპი"-"არმიას" დღევანდელ დაპირისპირებას დაესწრო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, "ატლანტა ჰოუქსის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ფაჩულია, რომელმაც ფეხის ოპერაციის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გია კაზანჯიანი (ოლიმპი): "პირველ რიგში, მინდა ჩვენი კლუბის სახელით მწუხარება გამოვთქვა გელა დარსაძის გარდაცვალების გამო. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და სამწუხარო ამბავია. რაც შეეხება თამაშს, ბოლო წუთებამდე დაძაბული ბრძოლა იყო, თუმცა ჩვენ გადამწყვეტ მომენტში გამარჯვების მოპოვება ჩვენმა გუნდმა შეძლო".

კოტე ტუღუში (არმია): "ჩვენი კლუბის სახელითაც გამოვთქვამთ მწუხარებას. დღევანდელ მატჩძე კი ვიტყვი, რომ ძალიან საწყენია, რომ გამოვეთიშეთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ყოველთვის რთულია ტიტულის შენარჩუნება და დღეს განსაკუთებით გაგვიჭირდა. მიუხედავად მარცხისა, მე ამაყი ვარ, რომ "არმიის" მწვრთნელი ვარ და ვამაყობ ჩემი თითოეული მოთამაშით. არ დავუკარგავ "ოლიმპს" მაღალი კლასის თამაშს და მივულოცავ ფინალში გასვლას. ჩვენ კი დაველოდებით მეტოქეს მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში".

აკაკი დვალიშვილი (ოლიმპი): "მადლობა მეტოქეს საინტერესო თამაშისთვის. დაძაბული თამაში იყო, თუმცა მოვინდომეთ და ფინალში გავედით. ვულოცავ ჩემს გუნდს წარმატებას".

ანატოლი ბოისა (არმია): "პირველ რიგში, მივულოცავ "ოლიმპს" ფინალში გასვლას. დასანანია, რომ დავმარცხდით. ვფიქობ, ჩვენს გუნდს შესწევდა იმის ძალა, რომ მოგვეგო. მე-3 ადგილის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ".

არმია - ოლიმპი 71:76

superleague.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა