ბაჩანა: "ჩვენთვის წაგების დაბრალება სურდათ"
აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ სკანდალი აგორდა: ზაქათალის "სიმურგისა" და ბაქოს "ინტერის" მატჩი კახა ცხადაძის გუნდის გამარჯვებით (1:0) დასრულდა. ზაქათალელთა შორის "ინტერიდან" განათხოვრებულ არცერთ (სულ სამია) ფეხბურთელს არ უთამაშია, მათ შორის, არც ბაქოელთა მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის ვაჟს - ბაჩანა ცხადაძეს. გუნდიდან მათი გაგდების მიზეზი სწორედ ეს გახდა - კლუბის პრეზიდენტმა ზაურ მამედოვმა და მთავარმა მწვრთნელმა ჯოკიჩა ხაჯიევსკიმ სამივე განათხოვრებული გუნდიდან სასწრაფოდ დაითხოვეს. ეს ინფორმაცია "სიმურგის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ზაქათალელებმა მეტოქეთა კარში სულ შვიდი გოლი გაიტანეს, აქედან ხუთჯერ თავი სწორედ ბაჩანა ცხადაძემ გამოიჩინა. ის კლუბის ბომბარდირია და აზერბაიჯანული პრემიერლიგის მეგოლეთა შორის მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. მომხდარზე სასაუბროდ ბაჩანას გუშინ დავუკავშირდით.

- "სიმურგმა" გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, თუ რატომ გამოგიშვეს გუნდიდან. ცხადია, თქვენი პოზიციაც გვაინტერესებს...

- ამ განცხადებაში არ მიუთითეს და ვერც მიუთითებდნენ მომხდარის რეალურ მიზეზს. საქმე ისაა, რომ მატჩამდე ორი დღით ადრე "სიმურგის" მთავარ მწვრთნელ ხაჯიევსკის ვკითხე, რას ფიქრობდა "ინტერთან" ჩემი თამაშის თაობაზე. მითხრა, რომ ეს მე უნდა გადამეწყვიტა და ჩემს ყველანაირ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა. ჩემივე გუნდის წინააღმდეგ თამაში მიუღებლად მიმაჩნდა და მწვრთნელს ეს პირდაპირ ვუთხარი. ასეთი რამ ბუნებრივია და მესიამოვნა, მწვრთნელმაც რომ გამიგო. ამიტომ იყო, მატჩის შემდეგ გავრცელებულმა ინფორმაციამ "ინტერიდან" განათხოვრებული სამივე ფეხბურთელი რომ გაგვაოგნა. აშკარად ვიგრძენი, რომ მწვრთნელმა ხელების შეწმენდა განათხოვრებულ მოთამაშეებზე სცადა.

- ეგ როგორ?

- ხაჯიევსკის სურდა, რომ სამივეს გვეთამაშა და წაგების შემთხვევაში, მატჩის დათმობას დაგვაბრალებდა. ეს წინასწარ შევიტყვეთ და ამიტომაც არ ვითამაშეთ საკუთარი გუნდის წინააღმდეგ. ხაჯიევსკი კი ჩვენზე გამწარდა, რადგან ვერავის ვერაფერს დააბრალებდა... თუმცა შარი მაინც მოგვდო, გუნდი დამისუსტეს და ამიტომ ვერ მოვიგეთო. არადა, "სიმურგს" ახლა ძალიან უჭირს, მეათე ადგილზეა და თითოეული ქულა ძვირად უღირს... რომ გვეთამაშა, მერე იტყოდა, შეგნებულად წაგვაგებინესო. გული როგორ არ დამწყდება, წელს გუნდს სულ 7 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 5 მე შევაგდე და მადლობის მაგივრად რა გამიკეთეს?! კიდევ კარგი, არ ვითამაშე, თორემ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას იტყოდა. მიკვირს, ასე უნამუსოდ რომ იტყუება მწვრთნელი, რომელმაც თამაშამდე მითხრა, ყველანაირად გვერდში დაგიდგებიო. ახლა კი თავს იმართლებს. მინდა ვნახო და თვალებში ჩავხედო - მაინტერესებს, რას მეტყვის.

- ჯერ პირადად არ გისაუბრიათ?

- პირადად როგორ დაველაპარაკებოდი, ეს ამბავი ინტერნეტიდან შევიტყვე. თავს იმართლებს, მაგრამ მე არ გავჩუმდები, აქაურ მედიას დაველაპარაკები, ყველაფერს ავუხსნი და მიხვდებიან, ვინ ვინ არის. სახელი რატომ უნდა გამიფუჭოს? განათხოვრებულები "სიმურგის" წამყვანი ძალა ვიყავით და ასეთ "მადლობას" ვერ წარმოვიდგენდი. ისე, რომელი განათხოვრებული ფეხბურთელი ეთამაშება თავის გუნდს, მით უმეტეს, თუ ორივეს მოგება უნდა? ეს აბსურდია.

- ახლა "ინტერს" დაუბრუნდებით?

- დავუბრუნდები და პირველი წრის ბოლომდე ფორმას ვარჯიშით შევინარჩუნებ. ისე, ზოგი ჭირი მარგებელია - "სიმურგი" საჩემოდ გამოვიყენე და ყველას დავანახვე, რომ გუნდს მე მივათრევდი. მე რომ არაფერს ვაჭარბებ, ამ ფაქტიდანაც ჩანს - მომხდარის შემდეგ აზერბაიჯანის ჩემპიონატის თითქმის ყველა ლიდერი გუნდიდან დამიკავშირდნენ და პირველი წრის დასრულების შემდეგ გადასვლა შემომთავაზეს. მიხარია, თავი ასე რომ წარმოვაჩინე. შეიძლება, თავიდან ფიქრობდნენ, რომ მამაჩემმა "დამატებად" ჩამომიყვანა, მაგრამ ახლა მიხვდნენ, რომ მეც რაღაც შემძლებია.

- სად უნდა წახვიდეთ, როცა "ინტერს" ეკუთვნით?

- ალბათ, არც წავალ. მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა, რომ უგუნდოდ არ დავრჩები. პარადოქსი ისაა, რომ ჩემი დაბრუნება "ინტერის" ხელმძღვანელობას უფრო სურს. კახას ძალიან ეუხერხულება, მაგრამ თავდასხმაში მაგრად უჭირს და სხვა გზა არ აქვს... სხვათა შორის, კლუბმა პირველი წრის შემდეგ ახალი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა, რადგან ახლა ძალიან დაბალი ხელფასი მაქვს. კახაც არ მიშვებს. ხომ გითხარით, თავდამსხმელი ჰაერივით სჭირდება. მოკლედ, 99 პროცენტით შემიძლია ვთქვა, რომ თამაშს "ინტერში" გავაგრძელებ. მაგრამ ჯერ ზუსტი პასუხი მაინც არ მაქვს და ზამთარში მეცოდინება.... სხვათა შორის, კახას ჩემი განათხოვრების გამო ხშირად საყვედურობდნენ, დიდი შეცდომა დაუშვიო და ამაზე მეცინება, ჩემს განათხოვრებასაც მამაჩემის წინააღმდეგ იყენებენ.

- მამათქვენის წინააღმდეგ როგორ იყენებენ?

- დაწერეს, მაღალანაზღაურებადი თავდამსხმელები რომ დატოვა და საკუთარი შვილი გაუშვა, დიდი შეცდომა მოუვიდაო, ბაჩანამ მეტი გოლი გაიტანა და ამ ძვირადღირებულებს კი სჯობნისო. ამას წერს "აზერისპორტი", რომლის ჩვენდამი დამოკიდებულებაც ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ახლა ყველა პროფესორია, მაგრამ სად იყვნენ, სანამ გოლებს შევაგდებდი, მაშინ ხომ ქირქილებდნენ, ცხადაძის ბიჭი რაში გვჭირდებაო... მე კი მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ საჭირო ვიყავი.

P.S.

გუშინ გაზეთმა "აზერიფუტბოლმა" "ინტერის" სამეულის გაშვებას სტატია მიუძღვნა.

..."ზაქათალელთა ამ საქციელის ახსნა შეუძლებელია. მსგავსი შემთხვევა აზერბაიჯანში ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ კლუბებს არენდირებულები არასდროს გაუგდიათ. ბაჩანა ცხადაძე იყო "სიმურგის" შეტევის უდავო ლიდერი, ახლა ვინ გაიტანს, სატრანსფერო სეზონის გახსნამდე ხომ მთელი ცხრა ტურია დარჩენილი...

აღნიშნულ სამეულს ხელფასს "ინტერი" უხდის და მათი უარი ბუნებრივია. როგორ უნდა ეთამაშა ცხადაძეს მამამისის გუნდის წინააღმდეგ? რა მოხდებოდა, რომ ეთამაშა და გოლი არ გაეტანა? უდავოა, 100 პროცენტითაც რომ დახარჯულიყო, "სიმურგში" მას შეგნებულად ცუდ თამაშს დააბრალებდნენ. დანარჩენ ორ ფეხბურთელზეც იგივე ითქმის. ასე რომ, "ინტერის" სამეულის საქციელი სავსებით ლოგიკური და გასაგებია. აუხსნელი პრინციპებით თავად "სიმურგი" დაზარალდა. პაკნისი დაცვას ძალიან წაადგა, მიკაილოვიც ნელ-ნელა იხსნებოდა, ცხადაძის შედეგიანობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.

გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიიღეს და სამეულს დააბრუნებენ. მათი არყოფნით ხომ ისევ ზაქათალელები წააგებენ, რომელთაც პრემიერლიგაში დარჩენისთვის უმძიმესი ბრძოლა მოუწევთ. ინტერელთა გარეშე კი, ამ ბრძოლაში "სიმურგი", მოიკ-თან ერთად (ბოლოადგილოსანია), უდავო "ფავორიტი" ჩანს", - წერს "აზერიფუტბოლი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა