ვალერი რეინგოლდმა, რომელიც "სპარტაკის" შემადგენლობაში" საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ვალერი კარპინის მუშაობა გააკრიტიკა და ჯანო ანანიძეზე ისაუბრა
ვალერი რეინგოლდმა, რომელიც "სპარტაკის" შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ვალერი კარპინის მუშაობა გააკრიტიკა და ჯანო ანანიძეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჯანომ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა "სპარტაკის" შემადგენლობაში. "სპარტაკმა" "კრილია სოვეტოვთან" ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა, ანანიძე კი მოედანზე 46-ე წუთიდან ჩაერთო და საკუთარი ეფექტური თამაშით მაყურებელი გულგრილი არ დატოვა.

ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" ეფექტური თამაშით დაუბრუნდა

"ჯანო ანანიძე ძირითადი შემადგენლობისთვის უნდა მოამზადო, მაგრამ კარპინი მას ღუპავს და თამაშის საშუალებას არ აძლევს. არადა, ჯანო კარიოკას მაგივრად უნდა გაიყვანო ხოლმე მოედანზე".

"კრილია სოვეტოვთან" მატჩზე ასევე კომენტარი გააკეთა "სპარტაკის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა სერგეი შავლომ, რომელსაც შემოკლებით შემოგთავაზებთ.

"ასეთი მატჩების შემდეგ, რომელიც "კრილია სოვეტოვთან" ჩავატარეთ, უბრალოდ, არ ვიცი, რა ვთქვა. არ მინდა, ემოციების ფონზე გავაკეთო კომენტარი, მაგრამ ნანახს მხოლოდ კატასტროფას თუ ვუწოდებ.

ყველა ფეხბურთელიდან მხოლოდ ჯანო მომეწონა, რომელიც ცდილობდა, წინ ეთამაშა, სურვილით მოქმედებდა, პასებს აკეთებდა, იხსნებოდა. აი, ასეთ თამაშს ველოდებით "სპარტაკისგან".

მომზადებულია sport.ru-სა და sovsport.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

იგორ ტიტოვი: ჯანოს საქართველოზე უარი რომ ეთქვა, მეტს ითამაშებდა

თემურ ქეცბაია: ნაკრებიდან მაშინვე წავალ, როცა შანსი გაქრება!

ჯანო ანანიძის საყურადღებოდ: როგორ გახდა ლიონელ მესი ტრავმაგამძლე [VIDEO]

ჯანო ანანიძის წაყვანა არნემის "ვიტესსა" და პირადად ჟორდანიას სურს!

Neuer
პატრიოტობა მარტო ქართული პასპორტის აღება არ არის, იმაზე იფიქროს რო სათამაშო პრაქტიკა ქონდეს და ნაკრებს გამოადგეს
patrioti
ჯანო მაგარი ადამიანია და რაც მთავარია პატრიოტი. დიდ პატივს ვცემ პრადად
Gia
ჯანო დაანებე თავი რუსულ რუბლებს, სტერლინგები ჯობიაა
თემო
ჯანო ანანიძე არის იმის შესანიშნავი მაგალითი, რომ ქართველი ფეხბურთელი რუსეთში სათამაშოდ არ უნდა წავიდეს. როგორც კი მან ითამაშა საქართველოს ნაკრებში, მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან უკვე ვერ გამოიყენებდნენ რუსეთის ნაკრებისთვის. ამის შემდეგ დაიწყო მისი მიზანმიმართული ჩაძირვა. გარკვეულწილად, ჯანომაც უკლო, მაგრამ ეს შეიძლება სწორედ ამ დამოკიდებულების შედეგი იყო. როდესაც წასვლა შეეძლო, არ გააკეთა. იმედია, ჩვენ მას არ დავკარგავთ, მაგრამ ამისთვის მისი რუსეთიდან წასვლა არის საჭირო.
akhali
ვინც ჯანო რუსეთში წაიყვანა,იმას არც ესმის ფეხბურთი და არც უყვარს!მხოლოდ ფული!
vaxvax
ამას დიდი ხანია ვიძახი,უშველეთ ანანიძეს.კარგია მოსკოვში ცხოვრება და ფეხბურთის თამაში, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის,ღირსება ყველაფერს აღემატება.უ შ ვ ე ლ ე თ ანანიძეს.
kek
ჯანოს ბოლო თამაში
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა