რიგით მე-16 მატჩს ატარებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ სერენა უილიამსი და მარია შარაპოვა
მადრიდში, ქალთა სუპერტურნირზე, ტრადიციული მეტოქეები გავიდნენ ფინალში - რიგით მე-16 მატჩს ატარებდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ სერენა უილიამსი და მარია შარაპოვა. ამ შეხვედრას დამატებით ინტრიგას მატებდა ის ფაქტი, რომ ეს იყო დუელი რეიტინგში ლიდერობისთვის. მოგების შემთხვევაში, შარაპოვა ჩამოაქვეითებდა სერენას და თავად გახდებოდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

მთელი კვირის განმავლობაში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის მიუხედავად, მარია შარაპოვამ ვერ გადალახა სერენა უილიამსის კომპლექსი და ისევ წააგო ამერიკელთან, რაც ზედიზედ მეცამეტედ (!) მოხდა. ამით შეწყდა მარიას გრუნტზე მოგებათა სერია, რომელიც 21 მატჩს აღწევდა.

მარიამ არადამაჯერებლად დაიწყო მატჩი და პირველივე გეიმი წააგო საკუთარ მოწოდებაზე. ამით მისი წარუმატებლობები არ დასრულებულა. უილიამსის უპირატესობაზე ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ რუსმა თავისი პირველი გეიმბოლი 0:4-ზე მიიღო. თავიდან ეს შანსიც ვერ გამოიყენა, მაგრამ მეხუთე ცდიდან მაინც აიღო პირველი გეიმი მატჩში.

თუმცა მატჩის ბედის შემობრუნებაზე ლაპარაკიც არ ყოფილა - ამერიკელმა იოლად მოიგო თავისი მოწოდება, შემდეგ ორმაგი სეტბოლი მოიპოვა და მეორე ცდიდან აიღო პირველი სეტი.

მეორე პარტიაში შარაპოვამ აშკარად გააუმჯობესა თამაში. მან ნაადრევი ბრეიკი გააკეთა, რის შემდეგაც თავისი გეიმიც აიღო და საბოლოოდ, 3:1 დაწინაურდა. რუსმა საკუთარ თავში დავდაჯერებულობა იგრძნო და უილიამსს გარკვეული დრო დასჭირდა ინიციატივის დასაბრუნებლად. თუმცა ისიც ცხადი იყო, ამერიკელის გეგმებში მესამე სეტი არ შედიოდა.

სერენამ საჭირო მომენტში მოუმატა თამაშს, ანგარიში გაათანაბრა და ამის შემდეგ თამაშზე კონტროლი აღარ დაუკარგავს. უილიამსმა ეფექტურად დაასრულა შეხვედრა - მეათე გეიმი მეტოქის მოწოდებაზე "მშრალი" ანგარიშით მოიგო.

1/2-ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ)-სარა ერანი (იტა) 7:5, 6:2; მარია შარაპოვა (რუს)-ანა ივანოვიჩი (სერ) 6:4, 6:3.

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ)-მარია შარაპოვა (რუს) 6:1, 6:4.

სერენას ტიტულები (48)

2013 - მადრიდი, ჩარლსტონი, მაიამი, ბრისბენი

2012 - შემაჯამებელი, აშშ-ის ღია, ოლიმპიადა, სტენფორდი, უიმბლდონი, მადრიდი, ჩარლსტონი

2011 - ტორონტო, სტენფორდი

2010 - უიმბლდონი, ავსტრალიის ღია

2009 - შემაჯამებელი, უიმბლდონი, ავსტრალიის ღია

2008 - აშშ-ის ღია, ჩარლსტონი, მაიამი, ბანგალორი

2007 - ავსტრალიის ღია, მაიამი

2005 - ავსტრალიის ღია

2004 - მაიამი, პეკინი

2003 - ავსტრალიის ღია, პარიზი, მაიამი, უიმბლდონი

2002 - სკოტსდეილი, მაიამი, რომი, როლან გაროსი, უიმბლდონი, აშშ-ის ღია, ტოკიო, ლაიპციგი

2001 - ინდიან უელსი, ტორონტო, WTA-ს ჩემპიონატი

2000 - ჰანოვერი, ლოს ანჯელესი, ტოკიო

1999 - პარიზი, ინდიან უელსი, ლოს ანჯელესი, აშშ-ის ღია, დიდი სლემის თასი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერენა უილიამსის 0:6 და რაფა ნადალის პრობლემები

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა