პოლ სქოულზი ფეხბურთიდან წავიდა, ამჯერად სამუდამოდ
კვირას სერ ალექს ფერგიუსონი "ოლდ ტრეფორდს" გამოეთხოვა. გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მან ერთადერთი ფეხბურთელის სახელი და გვარი ახსენა - ეს იყო პოლ სქოულზი.

ბრძენმა შოტლანდიელმა ცხადად შეიგრძნო, რომ მისმა წასვლამ 38 წლის ვეტერანის განცხადება პენსიაზე გასვლის თაობაზე ჩრდილში მოაქცია. სქოულზმა 2011 წლის გაზაფხულზე ერთხელ უკვე განაცხადა, რომ ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ მაშინ მას გულმა არ გაუძლო და ნახევარ წელიწადში მოედანს დაუბრუნდა.

პოლს დებიუტი "ეშმაკების" რიგებში 1994 წელს ჰქონდა და მას მერე 716 თამაში ჩაატარა (497 პრემიერლიგაში) ყველა ტურნირში ერთად. მან 11-ჯერ დაიმსახურა ინგლისის ჩემპიონის ტიტული, 3-ჯერ ასოციაციის თასზე იმარჯვა, 2-ჯერ - ლიგის თასზე, 5-ჯერ - სუპერთასზე და 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 2008 წლიდან ის ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის წევრია. აი, რას ამბობს ის:

"გადაწყვეტილების მიღება იმაზე უფრო მეტად გამიჭირდა, ვიდრე ეს შეიძლება გარედან ჩანდეს, მაგრამ მესმის, რომ დროა, ეს ნაბიჯი მაინც გადავდგა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად ფეხბურთიდან სამუდამოდ მივდივარ.

სიმართლე რომ გითხრათ, პირველ ჯერზეც ამას ვფიქრობდი, მაგრამ მაშინ ნახევარი წლის განმავლობაში უქმეებზე უფეხბურთობამ თავი მომაბეზრა და რეზერვისტებთან ერთად ვარჯიში დავიწყე. შემდეგ ძირითად გუნდთან ერთად გავაგრძელე და მივხვდი, რომ მათ არაფერში ჩამოვრჩებოდი. ახლა სულ სხვა სიტუაციაა. პირადად ჩემთვის ეს სეზონი წარუმატებელი იყო, მაგრამ მას ფინიში ჰქონდა საოცნებო.

"იუნაიტედმა" კიდევ ერთხელ მოიგო ჩემპიონატი. ასე რომ, მშვიდი სინდისით შემიძლია დასვენება. ბოლო ოთხი თვე ჩემთვის ძალიან რთული იყო მუხლის ტრავმის გამო. ყველაფერი გავაკეთე, რომ ფეხზე დავმდგარიყავი. მთელი ცხოვრება, თუ რამე მინდოდა, ეს ფეხბურთის თამაში იყო. ბედნიერი ვარ, რომ მოვახერხე ხანგრძლივი და წარმატებული კარიერის გაკეთება "მანჩესტერ იუნაიტედში".

თანაც - ყველა დროის უდიდესი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. დღეს გუნდი მშვენივრად არის დაბალანსებული და დარწმუნებული ვარ, რომ მას კიდევ ელის დიდი წარმატებები დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პოლ სქოულზი ფეხბურთიდან მიდის

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე