დანიელი ნახევარმცველიც თანახმაა
მარიო გიოტცეს დაკარგვის შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიამ" რამდენიმე ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის კანდიდატურა განიხილა. მათ შორის იყო "შალკეს" 19 წლის ტალანტი იულიან დრაქსლერიც, ვინც გერმანიის ექს-ჩემპიონებს მოლაპარაკებებზე უარი უთხრა და "ხუმარებთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ამის შემდეგ BVB უკვე "აიაქსს" დაუკავშირდა და 21 წლის კრისტიან ერიკსენზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. ინფორმაცია ჰოლანდიურ "ფუტბოლ ინტერნეიშენელს" ამსტერდამელთა თავკაცმა ფრანკ დე ბურმა დაუდასტურა:

"კარგად მესმის, რომ "აიაქსს" ლიდერების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. ამ ზაფხულს, ალბათ, წამყვანი ფეხბურთელების მორიგი ჯგუფი დაგვტოვებს. ვგულისხმობ ტობი ალდერვეირელდს, სიმ დე იონგსა და კრისტიან ერიკსენს. უკანასკნელზე იმას გეტყვით, რომ მისი შეძენით იურგენ კლოპი პირადად არის დაინტერესებული. ის დანიელის ნიჭის დიდი ხნის დამფასებელია".

დე ბურის განცხადების შემდეგ დანიელ პლეიმეიკერს გერმანული გაზეთები დაუკავშირდნენ. გთავაზობთ მის განცხადებასაც:

"ყველა შეთავაზებას ყურადღებით გავეცნობი და გადაწყვეტილებას მშვიდ გულზე მივიღებ. ძალიან მინდა, ყველაფერი, რაც შეიძლება, სწრაფად გაირკვეს. დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ასე აჯობებს. ვიცი დორტმუნდელთა ინტერესის შესახებ. "ბორუსია" ის გუნდია, სადაც კარიერას სიამოვნებით გავაგრძელებდი. კლოპი შემტევი ფეხბურთის მოყვარულია და ვფიქრობ, ადაპტაციის პრობლემა არ უნდა შემექმნას. თანაც, ის მუდმივად იბრძვის ტიტულებისთვის. რამდენიმე წლის წინ შეიძლება გერმანიაში წასვლაზე არც დავფიქრებულიყავი, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა".

გეტყვით, რომ სულ მიმდინარე სეზონში ერიკსენმა 53 თამაში ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვინ შეცვლის მარიო გიოტცეს "დორტმუნდში"?

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე