გაუგებრობა მაშინ მოხდა, როცა მარათონის ლიდერი ჯეიკ ჰარისონი ძირითად ჯგუფს დაშორდა

უპრეცედენტო შემთხვევას ჰქონდა ადგილი ამერიკის ქალაქ სანდერლენდში გამართულ მარათონზე - ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ იმ 5 ათასი სპორტსმენისთვის, რომლებიც დისტანციაზე არასწორი მარშრუტით გაუშვეს.

გაუგებრობა მაშინ მოხდა, როცა მარათონის ლიდერი ჯეიკ ჰარისონი ძირითად ჯგუფს დაშორდა და კონკურენტთა თვალთახედვის არედან გაქრა. ჰარისონს თან მიჰყვნენ მარათონზე მომუშავე პერსონალის მანქანები, რის შედეგადაც, ლიდერის გარდა, გარბენის ყველა მონაწილეს აერია მარშრუტი და საბოლოოდ, დისტანციის 264 მეტრი მოიჭრა.

ასე რომ, ორგანიზატორთა შეცდომის შედეგად, 5 ათასზე მეტმა სპორტსმენმა ვერ გაიარა სრული მარათონული დისტანცია.

ორგანიზატორებმა გარბენის მონაწილეებს შესთავაზეს კომპენსაცია - შემდეგ მარათონში მონაწილეობისთვის შესატან თანხაზე 25-პროცენტიანი შეღავათი, მაგრამ სპორტსმენების მიერ "ტვიტერზე" განთავსებული შეტყობინებებით თუ ვიმსჯელებთ, მორბენლებს ამგვარი კომპენსაცია არ აკმაყოფილებთ.

მსგავსი შემთხვევა ერთხელ უკვე მოხდა კარდიფის ნახევარმარათონის დროს. ბოლო მომენტში დისტანციის შეცვლამ ის გამოიწვია, რომ მონაწილეებს სრული დისტანციის გარბენამდე 193 მეტრი დააკლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს