საქართველოს პატრიოტი სოჭის "ჟემჩუჟინაში"
ბოლო დროს უცხოეთში ბევრი უცნობი ქართველი აღმოვაჩინეთ. ერთერთი ასეთი რუსეთის პირველ ლიგაში საკმაოდ წარმატებულად მოსპარეზე გუჯა რუხაიაა. 23 წლის მარჯვენა ნახევარმცველი რუსეთის პირველ ლიგის სოჭის "ჟემჩუჟინაში" გამოდის, მანამდე კი ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცსა" და სტავროპოლის "დინამოში" ირიცხებოდა.

თავიდან ბათუმელ ბიჭს რუსულ ფეხბურთთან შეგუება გაუჭირდა. "ჩერნომორეცის" მთავარი მწვრთნელი იგორ გამულა ეხუმრებოდა, ეტყობა ქართული უნდა ვისწავლო, დავალება კარგად რომ აგიხსნაო. რუხაიას ხუმრობა არ წყინდა და შრომისმოყვარეობით რუსებსაც აოცებდა - მათ ხომ ქართველები სიზარმაჩის სიმბოლოდ წარმოედგინათ.

უამრავი კრიტიკისა და შენიშვნის შემდეგ, გუჯამ ნოვორიისკელთა მარჯვენა ფლანგზე მყარად მოიკიდა ფეხი და მრავლისმნახველმა გამულამ თქვა, ამ ბიჭს ძალიან დიდი მომავალი აქვს, თუკი შრომას დღევანდელივით გააგრძელებსო. გამულას საბჭოთა იმპერიის პირველობის უმაღლეს ლიგაში საკმაოდ კარგი ფეხბურთი უთამაშია, როსტოვში გაზრდილს რუსეთში ყველაზე ენაკვიმატ და გულწრფელ მწვრთნელად იცნობენ და ტყუილად არავის შეაქებდა.

თუკი ინტერნეტში მოიძიებთ, თავადაც დარწმუნდებით, რომ შეტევებში ჩართვა უყვარს და ეხერხება კიდეც - მიმდინარე სეზონში თავი სამჯერ გამოიჩინა და თითოეული მათგანი ერთმანეთზე უფრო ლამაზი გამოდგა [იხილეთ ვიდეო]. სხვათა შორის, "ჟემჩუჟინას" ისტორიაში, ყველაზე სწრაფი გოლის ავტორია - 2009 წლის 13 სექტემბერს მეორე დივიზიონში "კავკაზტრანსგაზს" გოლი 20-ე წამზე გაუტანა.

გუჯა ბათუმის საფეხბურთო სკოლის აგზრდილია და ბათუმის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა. ერთი სეზონი თბილისში, რეგიონალლიგის "ყაზბეგში" ჩაატარა და რუსეთში წავიდა. გარკვეული პერიოდი ვლადიკავკაზის "ავტოდრომში" ვარჯიშობდა, მაგრამ მისი ფორმა ერთხელაც არ მოურგია - ლამის ერთი წელი რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად დასჭირდა, მერე კი "ჩერნომორეცში" მიიწვიეს.

რატომ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა? როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებშიც მიიწვიეს, მაგრამ უმაღლესი ლიგის კლუბში ვერ მოხვდა, უფულო გუნდებში ჩარიცხვაც არ სურდა და ცხადია, გული მდიდარი რუსული ფეხბურთისკენ მიუწევდა.

თუმცა "ჟემჩუჟინას" ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს რუსეთზე არ გაცვლის. კითხვაზე - ერთდროულად რუსეთისა და საქართველოს ნაკრებში თამაში რომ შემოგთავაზონ, როგორ არჩევანს გააკეთებო? - "ამჟამად რუსეთის მოქალაქე ვარ, მაგრამ ორმაგი მოქალაქეობა რომ მქონდეს, მაშინ საქართველოს ნაკრებზე ვიფიქრებდი".

ერთერთ ინტერვიუში კი რუსული პასპორტიც დაავიწყდა და ალალად თქვა, ჩემი მიზანი საქართველოს ნაკრებში თამაშია, თუმცა, იქ მოხვედრა ძალიან რთული იქნებაო.

საერთოდ, გუჯა რუხაიას რამდენიმე ინტერვიუს გავეცანით და ის ყველგან საქართველოზე, ბათუმის მშენებლობებსა და საქართველოს სილამაზეზე ლაპარაკობს. ნაკრებში არასდროს რომ არ გამოიძახონ, ასეთის მიმართაც ყურადღებას მაინც გამოვიჩენთ, რადგან საქართველოზე კარგად ლაპარაკი დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

როგორც ფეხბურთელი კი, რუსულმა ვებპორტალმა "ონედივიზიონმა" ასე დაახასიათა - "სეზონამდე ხმაურიანი შენაძენების მიუხედავად, გუჯა რუხაიამ "ჟემჩუჟინას" ძირითად შემადგენლობაში შეინარჩუნა ადგილი და ძალიან კარგ სეზონს ატარებს".

დოსიე

გუჯა რუხაია

კლუბი: სოჭის ჟემჩუჟინა (2008 წლიდან)

ამპლუა: მარჯვენა ნახევარმცველი

მოქალაქეობა: რუსეთი

დაიბადა: 22.07.87

წიმაღლე: 176 სმ

წონა: 71 კგ

წინა კლუბები

2005-06 ნოვოროსიისკის ჩერნომორეცი

2007 სტავროპოლის დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

madridista
გუჯიტაა!!! ჩემი ძმა!!! ერთადა ვართ გაზრდილები!! მაგარი კაცია და მაგარი შრომისმოყვარეა!! 1 წელი ავად იყო და ფეხბურთი კი არა სკოლაში ვერ დადიოდა ერთ კლასში ვსწავლობდით მაშინ. მაგრამ დადგა თუ არა ფეხზე ეგრევე ვარჯიშებს დაუბრუნდა!!! ძმა ხარ გუჯიტა და მიდი დასცხე, მალე "ბლანკოსის" ქათქათა მაისურში მენახე მაურინიოს ხელმძღვანელობით!!! :)))))
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა