ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მესტენდურებსაც ეშველათ - წლის ბოლომდე 4 სასროლეთი ექნებათ

მესტენდურებსაც ეშველათ - წლის ბოლომდე 4 სასროლეთი ექნებათ

ვარკეთილის ძველ სასროლეთზე უკვე მოეწყო ერთი მოედანი მრგვალი სტენდისთვის, შეძენილია თეფშების სატყორცნი აპარატი და ვარჯიშიც მიმდინარეობს
ვარკეთილში უკვე დაიწყო სასტენდო სროლისთვის საჭირო ბაზის მშენებლობა, რამაც სულზე მოუსწრო სპორტის ამ სახეობას, რომელიც სასროლეთის არარსებობის გამო, პრაქტიკულად, ბოლო დღეებს ითვლიდა საქართველოში - ქვეყნის მასშტაბით ხომ ყველგან განადგურდა ბაზები და მხოლოდ ვარკეთილში შემორჩა.

იქაც უფრო მონადირულ ჟინს იკმაყოფილებდნენ ჩუბინები, თორემ სპორტი ნაკლებად იყო, იმდენად პრიმიტიულ პირობებში ვარჯიშობდნენ.

მიზეზთა გამო ამ ბაზის მშენებლობა ძალიან გაჭიანურდა - ჯერ ტერიტორიის შერჩევა გახდა პრობლემა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე ალტერნატივა განიხილეს; მერე პროექტის დამტკიცება გაიწელა დროში (შეგნებულად თუ ტრადიციული ქართული დარდიმანდობით, ვერ გეტყვით); ბოლოს კი ჯერი მთავარზე, ინვესტორის ძებნაზე მიდგა, რაც ყველაზე რთული გამოდგა.

საბოლოოდ ტერიტორია ვარკეთილის ძველ სასროლეთზე შეირჩა, ინვესტიციის ჩადება კი რუსულმა კომპანიამ ითავა, რომლის სათავეშიც ქართველები დგანან... ერთი მათგანი - ზაზა კაკუბავა ზემოხსენებულ ტურნირსაც დაესწრო და პირადად ადევნებს თვალს მშენებლობის პროცესს.

კაკუბავა და მისი კომპანია ვარკეთილში თავიანთი ბიზნეს-გეგმით მივიდნენ, რომლის ერთ-ერთი სეგმენტიც სასროლეთია. ინვესტორები საქმესაც შეუდგნენ - უკვე მოეწყო ერთი მოედანი მრგვალი სტენდისთვის, შეიძინეს თეფშების სატყორცნი აპარატი და ვარჯიშსაც შეუდგნენ.

ამ მოედანზე უკვე ორი შეჯიბრება ჩატარდა, თუმცა, როგორც ფედერაციაში ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია... არადა, იქ ბევრი რამე იგეგმება - მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე მოედნის მშენებლობა, მათ შორის - სასანგრე სტენდისთვისაც, შენდება საწყობი, ადმინისტრაციული ოფისი და სხვა დამხმარე ნაგებობები.

უკვე წლის ბოლოს მწყობრში 4 სასროლეთი უნდა იყოს, გაისად კი დანარჩენებიც უნდა დასრულდეს.

გაისადვე კიდევ უფრო დიდი გეგმებია ჩაფიქრებული - აშენდეს სასტუმრო და ღია სასროლეთი ტყვიის სროლისთვის, კონკრეტულად კი - 50-მეტრიანი. როგორც ეს დისტანცია, ასევე ღია ტირი სადღეისოდ გადაუჭრელი პრობლემაა საქართველოში. ამდენად, მისი მოგვარება პისტოლეტიანებისთვისაც დიდი შეღავათი იქნება.

თუმცა ვარკეთილის სასროლეთს ერთი სერიოზული ნაკლიც აქვს - ფრიად დაშორებულია ქალაქიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბოლომდე არ მიდის, რაც ვარჯიშის მსურველებს ლამის გადაუჭრელ პრობლემებს უქმნის. იქ ხომ ბავშვებმაც უნდა ივარჯიშონ. ისინი მშობლებმა უნდა ატარონ სავარჯიშოდ, რასაც დროის ფაქტორის გამო ყველა ვერ მოახერხებს.

ამ სასროლეთის მიმდებარე ტერიტორია კერძო დასახლების ხარჯზე თანდათან უახლოვდება ვარკეთილს. იქაურობა ქალაქის განაშენიანების გეგმაშიც შედის და ალბათ, ოდესმე დედაქალაქის მერია ტრანსპორტსაც დანიშნავს, მაგრამ მანამდე ფედერაცია არ გამორიცხავს, საკუთარი ტრანსპორტი გამოყოს, ოღონდ საზოგადოებაში სურვილი გაჩნდეს.

სასროლეთზე ჩატარებული ტურნირის შედეგებით მწვრთნელი თამაზ იმნაიშვილი უკმაყოფილო დარჩა და როგორც უფროსებს, ასევე ახალგაზრდებს შედეგების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა (ჩემპიონმა დავით ქვათაძემ 125-დან 109 ქულა დააგროვა). ამაზე ვერცხლისმედალოსანმა, მოსკოვიდან საგანგებოდ ჩამოსულმა პავლე ლაკიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ხშირი შეჯიბრებების გარეშე შედეგები არ ამაღლდება, რადგან ვარჯიში პრინციპულად განსხვავდება საშეჯიბრო დატვირთვისგან.

მანვე რუსეთის მაგალითი მოიყვანა, სადაც სხვა უამრავთან ერთად, სეზონის გახსნისა და დახურვის ტურნირებიც ტარდება და წამოაყენა წინადადება, დაწესდეს სახელოვან მსროლელთა სახელობის შეჯიბრებები.

იქვე გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიქმნას გარკვეული ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ვეტერანთა სახელობითი შეჯიბრებების გამართვას.

ტურნირის დასრულების შემდეგ სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტ კახა ბექაურს გავესაუბრეთ.

- ძველი ბაზა აქ 1991 წელს განადგურდა და წლეულს ხელახლა დავიწყეთ მშენებლობა. განზრახულია 3-3 ბაზის მშენებლობა როგორც მრგვალი, ასევე - სასანგრე სტენდისთვის.

იგეგმება 50-მეტრიანი ღია ტირის მოწყობაც, რაც საერთოდ არაა საქართველოში. სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართება. პირველი დამთავრდება წლეულს და მოიცავს 2 სასანგრე და ამდენივე მრგვალი სტენდის სასროლეთის, ადმინისტრაციულ შენობას, ოფისების დასრულებას; მეორე ეტაპი - დარჩენილი ორი მოედნისა და ტირისას.

წლეულსვე დავიწყეთ ახალგაზრდების მიღება და შევიძენთ 10 იარაღს - 5 სასანგრეს და ამდენივეს მრგვალი სტენდისთვის. სათანადო თანხა უკვე მოძიებულია და მოზარდებს ხელი არ შეეშლებათ.

ინვესტორმა ზაზა კაკუბავამ, რომელიც პირადად ესწრებოდა იმ შეჯიბრებას, განაცხადა, რომ ბაზა შეუფერხებლად აშენდება, რადგან სათანადო თანხები უკვე გაწერილია ბიუჯეტში და მშენებლობის შეჩერების საშიშროება არ არსებობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს

დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა

[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა

"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა

ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა

[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!

"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!

[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...

[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა

[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია

[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა

"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში

რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები