საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოთხივე გუნდი ქართველი მორაგბეებისაა
ფოტოზე: მამუკა გორგოძე არავის ეპუება

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ნახევარფინალში გასასვლელი პლეი ოფის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას ოთხი გუნდი განაგრძობს და ოთხივე ქართველი მორაგბეებისაა. ანუ წლეულს ერთი ან რამდენიმე ქართველი საფრანგეთის ჩემპიონი აუცილებლად გახდება.

ნახევარფინალში გასასვლელ პლეი ოფში საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" შინ მიიღო პარიზული "მეტრო რასინგი" და 33:19 მოუგო.

სტუმრებმა მედგარი წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ ტაიმში შეძლეს, რომელიც ფრედ დამთავრდა - 11:11.

შესვენების შემდეგ "ტულუზი" უფრო მრავალფეროვნად ათამაშდა, რითაც მეტოქეს აიძულებდა, ხშირად დაეშვა შეცდომა. ამით შესანიშნავად ისარგებლა მასპინძელთა ახალზელანდიელმა მგეზავმა ლუკ მაკალისტერმა, რომელმაც შვიდი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (23 ქულა).

კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, ბრეგვაძე თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო.

ნახევარფინალში "ტულუზი" სტუმრად ითამაშებს რეგულარულ გათამაშებაში მეორე ადგილზე გასულ დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონთან".

ნახევარფინალში გასასვლელი პლეი ოფის მეორე მატჩში ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ დაამარცხა მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიე" - 25:12.

სტუმრებმა კასტრელებს, რომლებმაც მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთხელ წააგეს, ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს.

მანამდე, სანამ არბიტრი გორგოძეს სინბინში გაუშვებდა, ანგარიში საყაიმო იყო - 9:9. ეს 38-ე წუთზე მოხდა. ამის შემდეგ მასპინძლებმა კაცნაკლულ მეტოქეს ათი ქულა აართვეს - 19:9.

გორგოძე მოედანზე ათი წუთის შემდეგ კი დაბრუნდა, მაგრამ წინ გაჭრილ "კასტრს" ვეღარ დაეწივნენ. მამუკამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს, ფეიქრიშვილი და ჟღენტი განაცხადში არ იყვნენ.

"კასტრი" ნახევარფინალში რეგულარული გათამაშების გამარჯვებულ დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონს" სტუმრად დაუპირისპირდება.

I დივიზიონი

პლეი ოფი

კასტრი-მონპელიე 25:12

ტულუზი-მეტრო რასინგი 33:19

1/2-ფინალი

ტულონი-ტულუზი

კლერმონი-კასტრი

ელიტურ მეორე დივიზიონში ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. პირველი დივიზიონის იდენტურად აქაც "ქართული გუნდები" ყოჩაღობენ.

დავით ხინჩაგიშვილის, გოდერძი შველიძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" შინ დაამარცხა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი" - 30:14.

სტუმრებმა მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ საწყის 25 წუთში გასწიეს. მერე ბრიველთა უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა. მათ მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ნაცარაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს, შველიძემ მოედანზე 11 წუთით მეტი დაჰყო, ნატრიაშვილი მოედანზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა, ხინჩაგიშვილსა და ასეიშვილს არ უთამაშიათ.

"ბრივი" ფინალში მამუკა მაგრაქველიძის "პოს" დაუპირისპირდება, რომელმაც ასევე შინ დაამარცხა "ლა როშელი" - 30:16.

მატჩის 72-ე წუთზე მოედანზე ჩხუბი ატყდა, რომელშიც ორივე გუნდის ყველა მორაგბე გამეტებით იქნევდა მუშტებს. შედეგად, არბიტრმა "ლა როშელის" ორ და "პოს" ერთ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა. იქამდე, პირველ ტაიმში, მან სტუმართა ორი და მასპინძელთა ერთი მოთამაშე სინბინში გაუშვა.

მაგრაქველიძე განაცხადში არ იყო. ფინალში გამარჯვებული ელიტური პირველი დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.

II დივიზიონი

1/2-ფინალი

ბრივი-ორიაკი 30:14

პო-ლა როშელი 30:16

ფინალი

ბრივი-პო

ელიტური დივიზიონებისგან განსხვავებით, წარუმატებლად ასპარეზობენ ქართველ მორაგბეთა გუნდები ფედერალ 1 დივიზიონში. აქ მეოთხედფინალურ სტადიაზე მხოლოდ ორი თამაშობდა, "პერიგო" და "რომანი". ორივემ მარცხი განიცადა და გათამაშებას გამოეთიშა.

თედო ზიბზიბაძის "პერიგომ" ორივე მატჩი წააგო "მონტობანთან". განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა, პერიგოელებმა 10:22 დათმეს.

უშანსოდ დამარცხდა "ლილთან" ირაკლი ნინიძის "რომანი". შინ 3:12 წაგების შემდეგ რომანელებმა განმეორებითი შეხვედრა უფრო მეტი სხვაობით დათმეს - 22:7. ნინიძე განაცხადში არ იყო.

შეგახსენებთ, რომ "ლილის" ერთ-ერთი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი დავით ბოლღაშვილია. "ლილი" ნახევარფინალში "ბურგ ან ბრესს" დაუპირისპირდება.

ფედერალ 1

1/4-ფინალი

ლილი-რომანი 22:7 (12:3), ტიროსი-ბუგ ან ბრესი 12:5 (18:32), ბურგუენი-ნევერი 23:8 (16:21), მონტობანი-პერიგო 22:10 (27:22).

1/2-ფინალი

ლილი-ბურგ ან ბრესი, ბურგუენი-მონტობანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს