სამცხე-ჯავახეთიდან სპორტული ინფორმაციები ხშირი არაა და ვფიქრობთ, მკითხველს იქაური სპორტული ცხოვრება დააინტერესებს
სამცხე-ჯავახეთიდან სპორტული ინფორმაციები ქართულ ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში ხშირი არაა და, ვფიქრობთ, იქ მიმდინარე სპორტული ცხოვრება მკითხველს დააინტერესებს. ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორს ატომ ელიზბარიანს გორში საკრივო ტურნირზე შევხვდით.

- რამდენი ხანია, რაც სპორტული კომპლექსი მუშაობს ახალაქალაქში?

- ჩვენი კომპლექსი საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარია. 2006 წელს გაიხსნა, მაგრამ ეს მხოლოდ გახსნა იყო. შემდეგ კარი გამოკეტეს და ორი წელიწადი არ ფუნქციონირებდა. 2008 წლიდან მე შემომთავაზეს მისი ხელმძღვანელობა და გადაუჭარებლად ვიტყვი, ბოლო ხანს აშკარად ნაყოფიერად ვმუშაობთ.

- სპორტის რამდენ სახეობაში ამზდებთ სპორტსმენებს, პრიორიტეტულად თუ მიიჩნევთ რომელიმე სახეობას?

- ტრადიციის გათვალისწინებით პრიორიტეტული კრივია - ხუთი ჯგუფი და ამდენივე მწვრთნელი მუშაობს. თავად კრივის მთავარი მწვრთნელიც ვარ. რინგზე 300-მდე ბავშვი ვარჯიშობს. თითო ჯგუფია კარატეში - 50 ბავშვი - და კალათბურთში - 30. ვგეგმავთ ჭიდაობის და ძიუდოს ჯგუფების ამოქმედებას. პრობლემა მწვრთნელთა კადრების ნაკლებობაა. ახალქალაქში სპორტული სკოლაც ფუნქციონირებს ფეხბურთისა და ფრენბურთის ჯგუფებით.

- მიღწევებზე რას გვეტყვით?

- შედეგები კრივში გაცილებით უკეთესია. ორწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ნაკრებს მოვუმზადეთ გაგიკ პოზოიანი და პეტროს სტეფანიანი. მათ წლეულს მონაწილეობა მიიღეს ევროპის იუნიორთა ჩემპიონატში, სადაც სტეფანიანმა ინგლისელი მოკრივე დაამარცხა, მაგრამ მერე ბულგარელთან დათმო შეხვედრა. ბენედიქტ იარონოსიანი შარშან ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გაგვიხდა და, ცხადია, ქვეყნის ნაკრებშიც მიიწვიეს. ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა კი ალექსანდრ ჩეჩელიანია, რომელიც უკვე სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ჩვენი უმცროსი ასაკის ნაკრების რიგებში იტალიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატშიც იასპარეზა.

-ტურნირებს თუ მასპინძლობთ?

- გამოცდილების მისაღებად და ოსტატობის ასამაღლებლად ვიწვევთ სხვადასხვა გუნდებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებიდან და ჩვენც ვსტუმრობთ მათ. ვატარებთ რაიონის, რეგიონის პირველობებს, ყველაზე მასშტაბური კი სამცხე-ჯავახეთის თასის ღია გათამაშებაა საქართველოს მრავალი საკრივო სკოლის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

- ალბათ, მეზობელ სომხეთთან ურთიერთობთ, იქაც ხომ ძლიერი საკრივო ტრადიციებია...

- ხანდახან მივდივართ შეჯიბრებებზე, თუმცა იშვიათად.

-საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციიდან თუ გიწევენ დახმარებას?

- ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა პეტრე ცისკარიშვილმა შარშან გადმოგვცა ოლიმპიური რინგი, რისთვისაც კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მას. ფინანსურად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გვეხმარება და წლიდან წლამდე იზარდება დაფინანსება, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ესეც არაა საკმარისი. მეტ შეჯიბრებაში მონაწილეობაა აუცილებელი. შეგვპირდნენ, რომ საგაისოდ თანხა მოიმატებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა