"შალკეს" მენეჯერი ჰორსტ ჰელდტი მეტცელდერს ამ უქმეებზე გამოეთხოვა
კრისტოფ მეტცელდერმა აქტიური სპორტული კარიერის დამთავრება გადაწყვიტა.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "შალკეს" 32 წლის უკანახაზელი ამ ინფორმაციას ოფიციალურად 16 მაისს, სპეციალურად დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააჟღერებს. კრისტოფს გერმანიის ნაკრებში 47 მატჩი აქვს ჩატარებული, ბუნდესლიგაში კი 126 შეხვედრაში "დორტმუნდის" ფორმით იასპარეზა, 52 მატჩში კი "შალკეს" ფორმა ეცვა.

გარდა ამისა, ფეხბურთელი, რომელიც ბოლო დროს ტრავმებმა გატანჯა, 2007-დან 2010 წლამდე მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა, სადაც თავი ვერაფრით დაიმკვიდრა და ჯამში პრიმერადივიზიონის მხოლოდ 23 მატჩში ათამაშეს. თუმცა 2008 წელს მეტცელდერმა "რეალთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა.

კარიერის საუკეთესო წლები მეტცელდერმა უდავოდ "დორტმუნდში" გაატარა, სადაც პროფესიული კარიერის მეორე სეზონში, 2002 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, მერე კი, გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი შეიქნა. "შალკესთან" ერთად კრისტოფმა გერმანიის თასი (2011) მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა