”ქუთაისის" დამარცხების გამო ადგილობრივებს გული დასწყდათ, მაგრამ სანახაობით კმაყოფილნი დარჩნენ
რამდენიმეწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ "ქუთაისი" სუპერლიგას დაუბრუნდა, თანაც, საკმაოდ გაძლიერებული შემადგენლობითა და კარგი პერსპექტივით.

ქუთაისში დიდი კალათბურთის დაბრუნებამ სპორტის სასახლეში ნამდვილი საკალათბურთო გარემო შექმნა. მოქმედ ჩემპიონთან და დუდუ დადიანის მემორიალის ზედიზედ ხუთგზის გამარჯვებულთან დაპირისპირებამ გულშემატკივრები მრავლად მოიზიდა. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურად ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს. გამარჯვებულის ბედი მატჩის უკანასკნელ წამებზე გაირკვა. მართალია, ”ქუთაისის" დამარცხების გამო ადგილობრივებს გული დასწყდათ, მაგრამ სანახაობრივი თამაშით კმაყოფილნი დარჩნენ და მატჩის შემდეგ ორივე გუნდი ტაშით გააცილეს.

ქომაგებისგან გამხნევებულმა ქუთათურებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, განსაკუთრებით რევაზ დიდია და ბუბა კვიმსაძე გამოირჩეოდნენ, რომელთა ძალისხმევის შედეგად მასპინძლები დებიუტში 8:2 დაწინაურდნენ. შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით გაგრძელდა. პირველი პერიოდის დასრულებამდე 1.14 წუთით ადრე ორქულიანით კვლავ გაიბრწყინა დიდიამ, ზედ საჯარიმო ტყორცნაც მიაყოლა და გუნდი _ 17:10 დააწინაურა. პირველი მეოთხედი მასპინძლების გამარჯვებით 17:13 დასრულდა. მომდევნო ათ წუთში რუსთაველები უკეთ ათამაშდნენ, პერიმეტრიდან შეუტიეს და რამდენიმე სამქულიანი ჩააგდეს, ცეკვავას ზუსტი ტყორცნის შემდეგ კი ანგარიშიც გათანაბრდა _ 24:24. თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. რუსთაველები დიდ შესვენებამდე ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ შესანიშნავად ათამაშდა გიგი ბარბაქაძე და "ქუთაისმა" მეორე პერიოდში ერთქულიანი სხვაობით იმარჯვა-საერთო ჯამში კი 40:35 დაწინაურდა.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა აღმავლობით დაიწყეს და რუსთაველები 11-ქულიანი სხვაობით ჩამოიტოვეს (50-39), მაგრამ, ამის შემდეგ მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა მესამე პერიოდის დარჩენილ დროში მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლეს, ბოლქვაძემ კი ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. რუსთაველები _ პირიქით, კარგად ათამაშდნენ და მესამე პერიოდის დასრულებამდე ექვსი წამით ადრე ტუჯანმა ანგარიში გაათანაბრა 51:51. სხვათა შორის, ტუჯანი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი იყო და ორმაგი დუბლიც (18ქ. 11მ.) მიითვალა. მის გარდა, ორმაგი დუბლი ქუთაისელმა მამუკა ბოლქვაძემ შეასრულა (10ქ. 14მ.), თუმცა, მატჩისა და, საერთოდ, ტურის საუკეთესო კალათბურთელად გოგა ცეკვავა (23ქ. 7მ.) უნდა დავასახელოთ, რომლის სამქულიანებმა რუსთაველთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. თანაც, ცეკვავამ სწორედ იმ დროს ჩააგდო მორიგი სამქულიანი, როცა ანგარიში საყაიმო იყო და მატჩის დასრულებამდე წამებიღა რჩებოდა. იქამდე კი მესამე პერიოდში ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდისას კალათბურთელებს ნერვებმა უმტყუნა. კვიმსაძე და წივწივაძე შეკამათდნენ, მათ თანაგუნდელები და მწვრთნელები აწყნარებდნენ და თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. საბოლოოდ, ორივე კალათბურთელი ტექნიკური ჯარიმით დაისაჯა.

გადამწყვეტ მეოთხედში ტუჯანმა ჩემპიონები წინ გაიყვანა - 53:51 და ამის შემდეგ მატჩის მიწურულამდე მასპინძლები მდევრის როლში იყვნენ, მაგრამ ქუთაისელთა საუკეთესო მოთამაშე გიგი ბარბაქაძემ (24ქ. 7მ.) ანგარიშის გათანაბრება მოახერხა - 69:69. გადამწყვეტი ცეკვავას სამქულიანი გამოდგა, რომელზეც ზემოთ ვწერდით. თამაშის დასრულებამდე წამებიღა რჩებოდა და ქუთათურებმა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პირიქით, შეტევით გართულები მაჭავარიანმა კიდევ ერთი სამქულიანით დასაჯა, ბოლო აკორდი კი ლამუს ორქულიანი იყო - 72:77.

ქუთაისი. სპორტის სასახლე.

ქუთაისი 2010-ენერჯი ინვესტი 72:77

17:13, 23:22, 11:16, 21:26

ქუთაისი: კვიმსაძე (17), დიდია (6), ტუკვაძე, ბერიშვილი (11), კოღუაშვილი (4), გ.ბარბაქაძე (24), ცაგარეიშვილი, კვერნაძე, ბოლქვაძე (10), ლომინაშვილი, ქორიძე, მესხი.

რუსთავი: არწივიძე, წივწივაძე (16), ტუჯანი (18), ხმელიძე, ცეკვავა (23), ლამუ (13), აბშილავა, მაჭავარიანი (7), ბერუაშვილი, მებურიშვილი, აბაიშვილი, გუგავა, ხმელიძე.

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"