კატერინა ლაგნოსთან გამარჯვებით ხოტენაშვილი ბოლო ტურის წინ 7.5 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა
უკრაინელი დიდოსტატი კატერინა ლაგნო მსოფლიო ელიტაში 2548 პუნქტით მე-6 ადგილზეა.

ორგზის ევროპის ჩემპიონმა წლეულს ასტანაში თანამემამულეებთან ერთად გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორია.

სწორედ ასეთ ტიტულოვან მეტოქეს დაუპირისპირდა 14 მაისს ქართველი დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილი.

მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრანპრის პირველი რაუნდის მე-10 ტურამდე ჩვენებური 6,5 ქულით სლოვენიელ ანა მუზიჩუკთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა.

14 მაისს მან თეთრი ფიგურებით დაამარცხა ლაგნო. ამ გამარჯვებით ხოტენაშვილი ბოლო ტურის წინ 7.5 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა, რადგან ანა მუზიჩუკი (სლოვენია) ვიქტორია ჩმილიტეს (ლიტვა) დაუზავდა.

ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ტატიანა კოსინცევა (რუსეთი)-ანა უშენინა (უკრაინა), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-ჰოუ იფანი (ჩინეთი), თუვშინთუგს ბათჩიმეგი (მონღოლეთი)-ოლგა გირია (რუსეთი).

ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით ჩინელი ცზიუ ვენძიუნი 81-ე სვლაზე დაამარცხა. საგულისხმოა, რომ მათ მოჭადრაკე ქალთა რეიტინგის პირველ ათეულში, შესაბამისად, მეშვიდე-მერვე ადგილები უკავიათ.

10 ტურის შემდეგ: ხოტენაშვილი-7.5, მუზიჩუკი-7, კოსინცევა-6.5, უშენინა, ძაგნიძე-5.5-5.5, ვენძიუნი, ლაგნო, ჰოუ იფანი-5-5, კოსტენიუკი-4.5, ჩმილიტე-3.5, ბათჩიმეგი-3, გირია-2 ქულა.

15 მაისს, ბოლო ტურში ითამაშებენ: მუზიჩუკი-კოსტენიუკი, გირია-ჩმილიტე, ლაგნო-ბათჩიმეგი, უშენინა-ხოტენაშვილი, ვენძიუნი-კოსინცევა, ჰოუ იფანი-ძაგნიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"