გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია ბათუმის თვითმმართველობასთან გამართეს და "დინამოს" ხელმძღვანელების გადაყენება მოსთხოვეს
საფეხბურთო კლუბ ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები გუნდის ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ.

გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია ბათუმის თვითმმართველობასთან გამართეს და "დინამოს" ხელმძღვანელების გადაყენება მოსთხოვეს.

მათ პლაკატებიც გამოფინეს წარწერებით, "ხელმძღვანელობა GAME OVER", "ჩვენ გვჯერა ფეხბურთელების, მაგრამ არ გვჯერა ხელმძღვანელობის".

როგორც გულშემატკივარმა ვახტანგ მითაიშვილმა აღნიშნა, გუნდის ხელმძღვანელების მხრიდან უმოქმედობას და თანხის გაფლანგვას აქვს ადგილი, რაც უნდა შეისწავლოს შესაბამისმა სამსახურებმა:

"გუნდის წარუმატებლობაში ჩვენ ვადანაშაულებთ "დინამოს" ხელმძღვანელებს, რადგან მათ ჰქონდათ დაფინანსება 1 მილიონ 600 ათასი ლარი და არაფერი გაკეთებულა, რაც გუნდს სჭირდება.

ამის მაგალითია საშხაპეების პრობლემა. მილიონ ლარამდე შეჭმულია. ბათუმის "დინამოს" სერიოზული ტრადიციები ჰქონდა, რაც უნდა დაიბრუნოს", - აღნიშნა ვახტანგ მითაიშვილმა.

გულშემატივრების აქციას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი გამოეხმაურა.

როგორც ჩავლეიშვილმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურს საკითხის შესწავლას დაავალებს, ხოლო "დინამოს" ხელმძღვანელობის შეცვლის საკითხზე საკრებულო იმსჯელებს:

"ბათუმის "დინამოს" სავალალო შედეგები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. თვითმმართველობამ საკმაოდ დიდი თანხა გამოყო იმისთვის, რომ გუნდი დარჩენილიყო უმაღლეს ლიგაში მაინც.

გუნდის ხელმძღვანელობისგან დღემდე ველოდები ინფორმაციას, თუ რა მოხდა. თუ არ იქნება მათი მხრიდან ინფორმაციის მოწოდება, საკრებულო იმსჯელებს მათი ყოფნა-არყოფნის საკითხზე", - აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

interpressnews.ge

დინამოს გულშეკამტკივარი
ხელმძღვანელობა არაფერ შუაშია, არც თანხის გაფლანგვას აქვს ადგილი. ეს ამბავი საკრებულოს თავმჯდომარის წამოწყებულია, თავისი ხალხის მოყვანა სურს გუნდის სათავეში. ამ გამოყოფილი თანხის ნახევარი კლუბის ანგარიშზე დევს. სტადიონის პროექტიც გაკეთებულია, რომელიც ლევან ყიფიანმა წაიღოო, ასე ამბობენ, იმიტომ რომ სამშენებლო ბიზნესში არის ჩართული იგი და მისი მეგობრები და ამ სტადიონის აშენებას სხვას ხომ არ დაუთმობენ (კულუარული ინფორმაცია). ვატანგ მითაიშვილი საერთოდ საქმის ყურში არ არის, ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებსო, ნათქვამია. შეიძლება მენეჯმენტში რაღაც შეცდომები იყო, მაგრამ ეს იმ ლაწირაკი ბავშვების გასარცევი საქმე არაა, სტადიონზე ერთხელაც რომ არ არიან ნამყოფი!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია