რომში გახშირებული რასისტული თუ ძალადობის გამომხატველი ფაქტების გახშირებაზე ისაუბრეს
14 მაისს, რომის სახელმწიფო უნივერსიტეტის, L'Università degli Studi Roma Tre-ს სპორტული სექციის ხელმძღვანელის, დიეგო მარიოტინის ინიციატივით, ჟურნალისტები და სტუდენტები საფეხბურთო შეხვედრების მსვლელობისას გახშირებული რასისტული თუ ძალადობის გამომხატველი ფაქტების გახშირებაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

შეხვედრის საპატიო სტუმრები იყვნენ - იტალიური ფეხბურთისა და საფეხბურთო კლუბი "რომას" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, 38 წლის დამიანო ტომაზი, ყოველდღიური გაზეთის "ლ'უნიტას" ჟურნალისტი მასიმო სოლანი და ჰეისელის ტრაგედიისადმი მიძღვნილი წიგნის ავტორი ფრანჩესკო კარემანი.

დამიანო ტომაზი

მას შემდეგ, რაც დამიანომ 2003 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა, 2009 წლის იანვრიდან ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მოასპარეზე "ტიანჯინ ტედას" წვრთნიდა.

ჩინური სამწვრთნელო გამოცდილების შემდეგ ის მშობლიურ იტალიას დაუბრუნდა, თუმცა ფეხბურთის მიტოვება სულაც არ განუზრახავს და იმავე 2009 წელს დებიუტი ჰქონდა ვერონას პროვინციის "წმინდა ანას" სახელობის მოყვარულთა გუნდში.

2011 წლის მაისიდან დამიანო იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციას ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, "რომას" ყოფილი ფეხბურთელი 17 მაისს 39 წლის ხდება.

"დღეს ჩემი მოვალეობა არის იტალიელ ფეხბურთელთა, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ოფიციალური წარმომადგენლობა, - ამ სიტყვებით წარიდგინა თავი "რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა - ხშირად ტიფოზები აგრესიულნი ფეხბურთელთა მიმართაც არიან. განსაკუთრებით მაშინ, თუ სატურნირო ცხრილში ხუთი მარცხი გაქვს და რომ ამ დროს ხდება ფეხბურთელთა განსჯა.

დღეს კი იტალიურ საფეხბურთო მოედნებზე ქომაგობა - ეს არის უკვე საზოგადო პრობლემა. ტიფოზები საგნებს პირდაპირ ტრიბუნებიდან ისვრიან. არიან ასეთი ქომაგებიც, გუნდებს აკრიტიკებენ, ტელეშეხვედრებს აღარ უყურებენ და სტადიონზე საგულშემატკივროდ აღარ დადიან.

ფეხბურთელს იმის გამოც განიკითხავენ, თუ კარგი გასამრჯელო აქვს. ფეხბურთი არის სანახაობრივი სპორტი, თუმცა დღეს ფეხბურთის საყურებლად სტადიონზე წასვლა სახიფათო გახდა".

"Mondo Ultras"

შეხვედრის ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს ულტრასის ფენომენს. მათივე თქმით, იტალიაში ქომაგობა საკმაოდ რთული გახდა.

დღესდღეობით სტადიონზე შეხვედრების დამსწრეთა რაოდენობა, სტატისტიკის მიხედვით, თანდათან იკლებს.

ასევე, საუბარი შეეხო 12 მაისს "მილანი" - "რომას" შეხვედრაში მარიო ბალოტელის მიმართ რომაელ გულშემატკივართა მხრიდან გამოვლენილ რასისტულ ქმედებებს. გაიხსენეს "ლაციოს" გულშემატკივარი გაბრიელე სანდრი და 1985 წლის უმძიმესი ტრაგედია.

ფრანჩესკო ალემანი: "ამბავი, რომელზედაც მე ვისაუბრებ, ალბათ, ბევრს აღარც ახსოვს, თუმცა ამ თემისთვის გვერდის ავლა არ შეიძლება. 1985 წლის ჩემპიონთა თასის ფინალური შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ლივერპულს" შორის უეფას მიერ იყო ორგანიზებული და შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები დაცული, თუმცა ასე არ მოხდა.

იმ უბედურებისას "ინტერის" ქომაგიც დაიღუპა, რომლის სურვილი საფეხბურთო სანახაობის ხილვა იყო. ამ ფაქტს ხაზს ვუსვამ, რადგან დღეს მსგავსი რამ აღარ ხდება.

ეს ტრაგედია მეც შემეხო, რადგან დაღუპულთა შორის იყო ჯუზეფინა კონტი და ოჯახის ახლო მეგობარი რობერტო ლორენტინი. ტრიბუნის ჩამონგრევის შედეგად გამოწვეულ იმ ქაოსში მოხდა ის, რომ ხალხი გარბოდა.

ათასობით იტალიელი ცდილობდა, თავის ოჯახს დაკავშირებოდა და ეცნობებინა, რომ ცოცხალი იყო. მაშინ, როდესაც გულშემატკივრები თავის გადასარჩენად გარბოდნენ, მათ პოლიციელები ჯოხებს ურტყამდნენ. სტადიონი არასწორად იქნა შერჩეული.

ვინ იყო პასუხისმგებელი პირი? მაშინდელ შეძენილ ბილეთებზე, რომლებიც რამდენიმე ეგზემპლარად არის შემორჩენილი, ნათლად იკითხება, რომ უეფა არის ფინალური შეხვედრის ორგანიზატორი, თუმცა გაუთვალისწინებელ უბედურებაზე პასუხისმგებლობას თავის თავზე არ იღებს".

ამ ტრაგედიას 39 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 32 იტალიელი იყო. დაშავებულთა რიცხვი კი 600 ადამიანამდე აღწევდა.

Ultras

ფრანგული სიტყვა "ულტრასი" აღნიშნავს გულშემატკივარს, რომელიც კარგად არის მომზადებული რომელიმე საფეხბურთო საზოგადოების მხრიდან და ეს ადამიანი მოედანზე არსებული გულშემატკივრობის ხარისხს აკონტროლებს.

გულშემატკივრობის ფენომენი, რასაც დღეს იტალიურად ტიფოზი ეწოდება, 1932 წლის 23 ოქტომბერს საფეხბურთო კლუბ "ლაციოს" მიერ რომაული დერბისთვის Paranza Aquilotti-ის სახელობის გულშემატკივართა ჯგუფის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

მომდევნო წლებში იდეა სხვა საფეხბურთო საზოგადოების მიერ იქნა ატაცებული.

მასიმო სოლანი: "ულტრასები არის ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც კვირაში შვიდი დღე ფეხბურთით ცხოვრობს. ბოლო წლებში კი უკვე ულტრასი მხოლოდ ძალადობასთან ასოცირდება და სპორტულ პრესასაც, თავის მხრივ, დიდ წვლილი შეაქვს, რომ ულტრასს მიანიჭოს მოძალადის და უარყოფითი გმირის როლი".

მასიმომ ასევე ისაუბრა ულტრასის ოფიციალური საბუთის ფენომენზეც და აღნიშნა, რომ მათ, რომელთაც "რომას" ან სხვა საფეხბურთო კლუბის გულშემტკივრის სტატუსს ოფიციალური დოკუმენტით ანიჭებთ, სულაც არ არიან სხვა ნებისმიერ გულშემატკივარზე მეტად პრივილეგირებულნიო.

მარიო ბალოტელი

"რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა დამიანო ტომაზიმ, თავის მხრივ, მარიო ბალოტელის შემთხვევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ:

"ფერადკანიანი ფეხბურთელის შეურაცხყოფა სწორი საქციელი არაა. ეს არის არაადამიანობის მაგალითი. შევთანხმდეთ იმაზეც, რომ იანვარში "მილანის" მხრიდან გულშემატკივართა რასისტული საქციელის გამო თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილების სისწორეზე პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ წესრიგს უნდა მივანდოთ.

2013 წელს კანის ფერზე საუბარი დამამცირებელია. ეს კი იმ ხალხისთვისაა დამახასიათებელი, რომელნიც სტადიონზე სულ სხვა საქმისთვის დადიან.

სტადიონის შიგნით ისეთ ქმდებებს ჩადიან, რაც მოედანს გარეთ არ ხდება. მათგან იმ ადამიანებს გამოვყოფდი, რომელნიც ტრიბუნებზე კარგად იქცევიან. მსგავსი საქციელის გამო "მილანის" ფეხბურთელებმა ერთხელ უკვე დატოვეს შეხვედრა და მოედნის დატოვება კვირასაც რომ შესძლებოდათ?

საზოგადოებრივი კანონი მათ არ ანიჭებს ამის უფლებას, ასევე - არც მსაჯს. ფეხბურთი ერთადერთი არაა, მაგრამ მას აქვს მეტი პასუხისმგებლობა. არიან ფეხბურთელები, რომელთაც სახლის სადარბაზოსთან გულშემატკივართა გარკვეული ჯუგუფები ხვდებიან, მაგრამ ამაზე გაზეთები აღარ საუბრობენ".

სპეციალურად Sportall.ge-სთვის - სალომე ხარატიშვილი რომიდან

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე