ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რიო ფერდინანდმა ინგლისის ნაკრებში უკანასკნელად ითამაშა
ზუსტად 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რიო ფერდინანდმა ინგლისის ნაკრებში უკანასკნელად ითამაშა. ბოლოს ეს 2011 წლის 4 ივნისს შვეიცარიის ნაკრებთან მოხდა და რიოს პარტნიორი იმ შეხვედრაში დღეს უკვე მისგან მოძულებული ჯონ ტერი იყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ყველაფერი ეს კი 1997 წლის 15 ნოემბერს, 19 წლის ასაკში, კამერუნთან ამხანაგურ შეხვედრაში დაიწყო. მან 3-ჯერ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ევრო 2012-ზე კი ჰოჯსონმა ის ევროპის პირველობის მიღმა დატოვა.

მარტში როი ჰოჯსონმა რიოს ეროვნულ გუნდში ხელახლა უხმო, მაგრამ 34 წლის ვეტერანმა გერმანელი ექიმების მიერ დანიშნული სარეაბილიტაციო კურსი მოიმიზეზა და შეკრებაზე არ გამოცხადდა. ნაკრების თავკაცი სახტად დარჩა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. ფერდინანდს სურს თუ არა ჩვენ გვერდით თამაში, მხოლოდ მისი გადასაწყვეტიაო, თქვა ჰოჯსონმა. და აი, მოვიდა კიდევ ერთი სანაკრებო თამაშის დროც და რიომ საბოლოო პასუხი თქვა - არა.

"დაწვრილებით გავაანალიზე და გადავწყვიტე, რომ ნაკრებთან გამოთხოვების დრო დადგა. ვფიქრობ, ჩემს ასაკში ლოგიკურია, გადგე განზე და ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო. ამის მერე მთელი ყურადღების გადატანა უკვე საკლუბო კარიერაზე შემეძლება," - განაცხადა ფეხბურთელმა.

აღსანიშნავია, რომ ფერდინანდმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, პირველ რიგში, ჰოჯსონს აცნობა. "რიოს სანაკრებო დამსახურებებისთვის დიდი მადლობა ეკუთვნის. "სამი ლომის" შემადგენლობაში მან 14 წელიწადი უმაღლეს დონეზე ითამაშა. ის ეროვნული გუნდის კაპიტანიც იყო და ქვეყნის ღირსება მსოფლიოს ჩემპიონატებზე დაუცავს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ის განსაკუთრებული ფეხბურთელების რიცხვში შედის. პატივს ვცემ რიოს გადაწყვეტილებას, მით უფრო, რომ მისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა იოლი ნამდვილად არ ყოფილა," - განაცხადა როი ჰოჯსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რიო ფერდინანდმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა