იტალიელი ფეხბურთელი ავტობიოგრაფიულ წიგნში ღიად საუბრობს განვლილ წლებსა და განცდილ ემოციებზე
ფეხბურთელები ხშირად გვევლინებიან მწერლის როლში, მათი წიგნების დიდი ნაწილი კი ავტობიოგრაფიულია.

სხვათა გზა ანდრეა პირლომაც გააგრძელა და სწორედ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც ღიად საუბრობს განვლილ წლებსა და განცდილ ემოციებზე. პირლოს წიგნმა იტალიურ საფეხბურთო სამყაროში დიდი რეზონანსი გამოიწვია და სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დღეს ერთ ამონარიდს გთავაზობთ, სადაც პირლო "მილანში" გატარებულ ბოლო პერიოდსა და "იუვენტუსში" გადაბარგების მოტივებზე საუბრობს...

სკუდეტო პირლოს გარეშე

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "მილანი" სკუდეტოს დაეუფლა. ეს ამბავი კი 2010/11 წლებში მოხდა. სადებიუტო სეზონში მასიმილიანო ალეგრიმ გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა, ამ ამბავში კი ანდრეა პირლომ მინიმალური წვლილი შეიტანა. ანდრეამ სეზონის დიდი ნაწილი ლაზარეთში გაატარა და მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელი იყო, მეტწილად თადარიგში უწევდა ჯდომა. ამ პერიოდს პირლო ასე იხსენებს:

"პირველად, ჩემს საფეხბურთო კარიერაში, თავი ზედმეტად ვიგრძენი და მივხვდი, რომ მწვრთნელს არ ვჭირდებოდი. ალეგრისთან ვცადე დალაპარაკება, მაგრამ დროს ვერასდროს პოულობდა. ბოლოს მოკლედ მომიჭრა, რომ გუნდისთვის საჭირო ვიყავი და სხვაგან წასვლაზე არ უნდა მეფიქრა. სეზონი ფინიშისკენ მიდიოდა, სკუდეტო გვიახლოვდებოდა, თუმცა მე ამ ყველაფერში ყველაზე ნაკლები წვლილი მიმიძღვოდა.

ჯერ კიდევ სეზონი მიმდინარეობდა, როდესაც კლუბის ოფისში დამიბარეს, სადაც მასიმილიანო ალეგრისთან მელოდა ნანატრი შეხვედრა..."

სადღაც მარცხნივ

პირლოს "მილანიდან" აბარგება სწორედ ალეგრისთან შეხვედრამ გადაწყვიტა. ანდრეა დიალოგს დეტალებში იხსენებს: "მასიმილიანომ პირდაპირ მითხრა, რომ კლუბს ახალი პოლიტიკა ჰქონდა, რომლის მიხედვითაც, 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს მხოლოდ 1-წლიან ხელშეკრულებას უფორმებდნენ. თანაც, იქვე დაამატა, რომ ამიერიდან ვეღარ ვითამაშებდი მცველების წინ, ანუ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.

მწვრთნელმა ჩემი ახალი ამპლუა ასე განსაზღვრა: სადღაც მარცხნივ... დიახ, ალეგრიმ ზუსტად ასე მითხრა: სადღაც მარცხნივ მოგიძებნი ადგილს და იქ ითამაშებ. მწვრთნელისთვის არაფერი მითქვამს, გამოვედი და მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე".

მეორე დღეს პირლო "მილანელოზე" ისეთი განწყობით მივიდა, როგორც არასდროს 10 წლის განმავლობაში: "კედლებს, რომლებიც ყოველთვის მიფარავდნენ, თითქოს ბზარები გასჩენოდა და იქ ყოფნაც საერთოდ აღარ მიხაროდა. აღარც გასახდელში მინდოდა შესვლა და აღარც მოედანზე გასვლა. სწორედ იქ მივხვდი, რომ ჩემი წასვლის დრო იყო".

პირლო VS ნესტა

"მილანში" გატარებული ათი წლის განმავლობაში, ანდრეა პირლოს ყველაზე ახლო ურთიერთობა ალესანდრო ნესტასთან ჰქონდა. საწვრთნელ ბაზაზე და სასტუმროებში ისინი ყოველთვის ერთ ოთახში იყვნენ და როგორც ანდრეა ამბობს, ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ:

"სანდროს ვერაფერს დავუმალავდი და მალევე ვუთხარი, რომ წასვლას ვაპირებდი. ეს მაშინ მოხდა, როდესაც "ფლეისთეიშენის" ფეხბურთში მემილიონე შეხვედრას ვატარებდით. ის ისევ "მილანი" იყო, მე კი "ინტერი" და მორიგი სუპერდაძაბული ჯახი ჩემი ერთი ფრაზით დავჩრდილე. სანდრო ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ კი მკითხა: ნუთუ ცხადშიც ვითამაშებთ ერთმანეთის წინააღმდეგ?"..

პირლო და გალიანი

გახდა თუ არა "მილანი" ჩემპიონი, პირლომ ადრიანო გალიანისთან გადაწყვიტა შეხვედრა და "ვია ტურატიზე" კლუბის ოფისს ესტუმრა:

"გალიანის ლოდინში ოფისის კედლები შევათვალიერე და "მილანის" დიდი გამარჯვებების ამსახველ ფოტოებს გადავავლე თვალი. რამდენჯერ ვყოფილვარ იქ, მაგრამ იმ ფოტოებისთვის არასდროს მიმიქცევია ყურადღება, ამჯერად თითოეულ ფოტოს ჩემში სხვადასხვა განცდა შემოჰქონდა. ვგრძნობდი, ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი "ვია ტურატიზე".

გალიანის პირდაპირ ვუთხარი, რომ 1-წლიანი კონტრაქტი ჩემთვის მიუღებელი იყო და კიდევ უფრო მიუღებელი ის, რომ არა საყრდენ ნახევარმცველად, სადაც ალეგრი მარკ ვან ბომელს მოიაზრებდა, არამედ სადღაც მარცხნივ უნდა მეთამაშა. ადრიანომ ყველაფერი სწორად გაიგო და იქვე შევთანხმდით, რომ გზა ხსნილი მქონდა. გალიანის ჩემთვის ერთხელაც არ უთხოვია, რომ გადაწყვეტილება შემეცვალა, რამაც ძალიან გამაბრაზა - არ შევიმჩნიე, მაგრამ იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ როდესაც ადრიანომ "მილანის" ბრენდირებული კალამი მაჩუქა, გულში გავიფიქრე, რომ "იუვენტუსთან" ხელშეკრულებას სწორედ ამ კალმით მოვაწერდი ხელს.

კაბინეტიდან უკვე გამოვდიოდი, როდესაც ჩვენ შორის მოკლე დიალოგი გაიმართა...

გალიანი: მაინც რას ფიქრობ, სად გადახვალ?

პირლო: ალბათ, "იუვენტუსში", რადგან ტურინელები 3-წლიან ხელშეკრულებას მთავაზობენ.

გალიანი: კარგია, რადგან ვიცი, რომ შენი წაყვანა "ინტერსაც" სურს და იმედია, ტურინზე შეაჩერებ არჩევანს.

პირლო: "ინტერზე" ვერაფერს გეტყვით, მაგრამ "იუვეს" მესვეურები ჩემს აგენტს ყოველდღე ურეკავენ.

გალიანი: გასაგებია და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს: "იუვენტუსთან" კონტრაქტს ნუ მოაწერ ხელს ჩემ მიერ ნაჩუქარი კალმით...

არჩევანი

სეზონი ახალი დასრულებული იყო, როდესაც ანდრეა პირლოს "მილანიდან" "ინტერში" გადაბარგებულმა ლეონარდომ დაურეკა და "ნერაძურიში" გადასვლა შესთავაზა:

"ლეო აღფრთოვანებული მიყვებოდა, თუ რა კარგი იყო "ინტერში" და რომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამომეყენებინა. მორატიმ სრული კარტ-ბლანში მომცა, მე კი შენ მჭირდები, დაუბრუნდი "ინტერს" - დაახლოებით ასეთი იყო ლეონარდოს მონოლოგის პათოსი... მოსაფიქრებლად ორი დღე ვითხოვე, თუმცა დაახლოებით ერთ საათში პასუხი უკვე გამზადებული მქონდა: არა... დიახ, "ინტერს" ბავშვობიდან ვქომაგობ და მე შემეძლო გავმხდარიყავი ამ გუნდის ლეგენდა, მაგრამ განგებამ ასე არ ინება. "მილანში" გატარებული 10 წლის შემდეგ "ნერაძურიში" გადასვლა მეტისმეტი იქნებოდა. ამას, უბრალოდ, არ იმსახურებდნენ "როსონერის" გულშემატკივრები.

სულ მალე "იუვენტუსთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე, თუმცა რომელი კალმით, ამას ნამდვილად ვერ გავამხელ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანდრეა პირლო: "იუვენტუსმა" დაამტკიცა, რომ სხვებს ერთი თავით სჯობს [VIDEO]

ქეთა
როგორც ჩანს ძალიან კარგი წიგნია , სიამოვნებით წავიკითხავ !!! ბებერი ქალბატონი ამაყობს შენით პირლო !!!
Beqa
ბერლუსკონი, გალიანი და ალეგრი ვერ გიტანთ !!! რა კაცი გაუშვით თქვენი...
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს