ბერნი ექლსტოუნს ბრალი წაუყენეს
ჩვენ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ გერმანიის პროკურატურა აპირებს ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს, ბერნი ექლსტოუნს მექრთამეობაში წაუყენოს ბრალი. გაზეთ Suddeutsche Zeitung-ის ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის პროკურატურამ დანაპირები აასრულა და ოფიციალურად წაუყენა ბრალი ბრიტანელ მილიარდერს. ახლა პროკურატურა მასალებს ამზადებს სასამართლოში გადასაგზავნად.

ბერნი ექლსტოუნს გერჰარდ გრიბოვსკისთვის 44 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის გადაცემაში ადანაშაულებენ. ეს ამბავი 2005 წელს მოხდა, როცა ბერნიმ საინვესტიციო ფონდ CVC Capital Partners-ს აქციები მიჰყიდა. გრიბოვსკი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია მექრთამეობისა და გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით, იმ დროს სახელმწიფო მოხელე იყო, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ექლსტოუნის მდგომარეობას.

ახლა პროკურატურის მასალებს ინგლისურ ენაზე თარგმნიან, რის შემდეგაც ბერნი ექლსტოუნის ადვოკატებს გადაუგზავნიან. ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი უარყოფს დანაშაულს, თუმცა 15 მაისს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "დიდი ცირკის" მააკონტროლებელი საინვესტიციო ფონდი CVC Capital Partners აპირებს ექლსტოუნის გადაყენებას. ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ ბრიტანელი და მისი იურისტები მოაგვარებენ სადავო საკითხს გერმანულ მართლმსაჯულებასთან.

ჰონდას მეოთხე დაბრუნება

უახლოეს დღეებში შეიძლება დადასტურდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონური კონცერნი "ჰონდა" ფორმულა 1-ში ბრუნდება. ამჯერად ეს ავტოგიგანტი "დიდ ცირკში" ძრავების მიმწოდებლის რანგში იმუშავებს. ავტორიტეტული იაპონური გაზეთი "ნიკეი" ამტკიცებს, რომ "ჰონდას" პრეზიდენტი ტაკანობუ იტო ამ ახალ ამბავს უახლოეს დროში გამოაცხადებს.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ბრიტანელი ექსპერტი ადამ კუპერი. საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ის ამბობს, რომ 2015 წლიდან მოყოლებული, "ჰონდა" ტურბოძრავებით მოამარაგებს ბრიტანულ საჯინიბო "მაკლარენს". შესაბამისი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ეს ამბავიც უახლოეს დღეებში გამჟღავნდება. ასე რომ, სანამ იაპონურ ძალისმიერ აგრეგატებზე გადავა, "მაკლარენი" გაისად ისევ "მერსედესის" ძრავებით ისარგებლებს.

თუ "ჰონდას" დაბრუნება დადასტურდა, ეს იქნება 1964 წლიდან მოყოლებული იაპონური კომპანიის მეოთხე გამოჩენა ფორმულა 1-ში და მეორედ მოგვევლინება ის ძრავების მომწოდებლის რანგში.

ფორმულა მკაცრდება

2014 წლის სეზონიდან ფორმულა 1-ში შეიძლება შემოიღონ საჯარიმო ქულები პილოტებისთვის. ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა მხოლოდ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის დასტური.

ცოტა ხნის წინ ბარსელონაში გაიმართა ფორმულა 1-ის ყველა გუნდის წარმომადგენლის შეხვედრა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, განიხილებოდა საჯარიმო ქულების შემოღება. წინადადებას მხარი დაუჭირა 11-დან შვიდმა გუნდმა და უკვე FIA-ს საბჭოს შემდეგ სხდომაზე ამ სისტემამ, შესაძლოა, ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

Autosport.com-ის ინფორმაციით, ამ პროექტს ჯერჯერობით არ ეთანხმებიან "რედ ბული", "ტორო როსო", "უილიამსი" და "ლოტუსი".

ამ სიახლის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: გრანპრის მსაჯებს, ჩვეულებრივი ჯარიმების გარდა, შეეძლებათ, პილოტებს წესების დარღვევისთვის საჯარიმო ქულები დაუწერონ. მათი რაოდენობა სარბოლო თემიდის შეხედულებისამებრ განისაზღვრება, თუმცა ეს გარკვეულ ფარგლებში მოხდება. გარდა ამისა, შეიქმნება დარღვევების ერთგვარი სკალა: ავარიული სიტუაციის შექმნა სამი ქულით დაისჯება, უსაფრთხოების მანქანასთან დისტანციის დარღვევა - ერთი ქულით და ა. შ.

მთავარი ის არის, რომ ყოველი პილოტი, რომელიც ჩემპიონატის მსვლელობისას 12 საჯარიმო ქულა დააგროვებს, იძულებული იქნება, გამოტოვოს უახლოესი რბოლა, მაგრამ თუ დარღვევიდან ზუსტად ერთი წელი გავა, საჯარიმო ქულა გაუქმდება და აღარ ჩაითვლება.

"ჩემი აზრით, ეს სიახლე დიდად განსხვავებული არ იქნება ის სქემისგან, რომელსაც ახლა იყენებენ. ის პილოტები, რომლებიც სხვებს პრობლემებს უქმნიან, უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდნენ. პირადად მე მთელი კარიერის განმავლობაში ვცდილობდი, თავიდან ამეცილებინა ამგვარი საქციელი. ასე რომ, ახალი წესის შემოღებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ", - ასეთი კომენტარი გაუკეთა მოსალოდნელ ცვლილებას "ფერარის" პილოტმა ფელიპე მასამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფერნანდო ალონსომ ფოტოგრაფს კამერა დაუმსხვრია

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...