ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილ მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირში 1997-98 წლებში დაბადებულთა 9 ქვეყნის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ
ბაქოში დამთავრდა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის - ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი მოკრივეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 1997-98 წლებში დაბადებულთა 9 ქვეყნის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

ქართველთაგან (მწვრთნელები - თეიმურაზ ლორთქიფანიძე და კუკური შავგულიძე) 11-მა სპორტსმენმა მოსინჯა ძალები.

განსაკუთრებით, 66 კილოში საქართველოს ჩემპიონმა გიორგი ხარაბაძემ (ქუთაისი) იყოჩაღა: ზედიზედ ოთხ მეტოქეს სძლია, ფინალში უკრაინის ჩემპიონს აჯობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

მხოლოდ ნახევარფინალური პაექრობები დათმეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ესკერხან მადიევმა (თბილისი, 52 კგ), თორნიკე ხელაძემ (ქუთაისი, 60), ბექა ვახანიამ (თბილისი,70) და რატი ტლაშაძემ (გორი, 75). ჩვენმა სპორტსმენებმა აზერბაიჯანის რინგზე გამოსვლით კარგი საშეჯიბრო გამოცდილება მიიღეს, რაც წლეულს მსოფლიოს (აგვისტო, კიევი) და ევროპის (ოქტომბერი, ანაპა) პირველობებზე ასპარეზობისას წაადგებათ.

ამჟამად თბილისში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება 1995-96 წლებში დაბადებულ მოკრივეთა აზერბაიჯანის ნაკრები, რომელიც 17 მაისს მარნეულში "მეგობრობის თასზე" გამოვა.

ეს შეჯიბრება ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობასა და ჰეიდარ ალიევის 90-ე წლისთავს ეძღვნება...

16 მაისს, გამთენიისას, საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელის - ბონდო მამულაშვილის ხელმძღვანელობით, ბელორუსში გაემგზავრა და "სტაიკებში" მასპინძლებთან ერთობლივ ვარჯიშებს ჩაატარებს.

პირველი ივნისიდან კი დავით ნანავა (ფოთი, 49 კგ), ავთანდილ ჭუბაბრია (ფოთი, 52), გიორგი გოგატიშვილი (ფოთი, 56), ევროპის ბრინჯაოსპრიზიორები - ზაალ კვაჭატაძე (თბილისი, 69), ჯაბა ხოსიტაშვილი (თბილისი, 75) და მიხეილ ბახტიძე (ქუთაისი, +91), ასევე, იაგო კიზირია (ფოთი, 81) და ლევან გულედანი (თბილისი, 91) მინსკის ფიცარნაგზე ევროპის ჩემპიონატში ჩაებმებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია