ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დავით პოღოსიანი: ოქროს მედლები მსოფლიოს ჩემპიონატზეც გვინდა

დავით პოღოსიანი: ოქროს მედლები მსოფლიოს ჩემპიონატზეც გვინდა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მწვრთნელი მომავალ გეგმებზე საუბრობს
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებული ასპარეზობის შემდეგ უკვე მიმდინარე სეზონის მეორე უმნიშვნელოვანესი შეჯიბრების - მსოფლიოს ჩემპიონატისათვის სამზადისში ჩაერთო.

მანამდე გუნდი რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრებაზე გამოვა და საწვრთნელ შეკრებებსაც გაივლის.

ნაკრების ახალმა სამწვრთნელო შტაბმა (რევაზ მინდორაშვილი, დავით პოღოსიანი, ალექსანდრე კახნიაშვილი) პირველი სერიოზული გამოცდა ევროპის ჩემპიონატზე ჩააბარა და შეეცდება, მსოფლიო ჩემპიონატიდანაც კარგი შედეგით დაბრუნდეს.

დღეს ჩვენი რესპონდენტია დავით პოღოსიანი.

- მწვრთნელებს გადანაწილებული გაქვთ ის წონითი კატეგორიები, რომლებზეც უშუალოდ გიწევთ მუშაობა?

- რასაკვირველია, იმ წონებში, სადაც თავად გვიჭიდავია - უფრო მეტს ვმუშაობთ, თუმცა სხვა წონებსაც ჩვეულებრივ ვავარჯიშებთ და სამივე მწვრთნელი ყველა ფალავნის გამოსვლაზე ვართ პასუხისმგებელი.

ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, რომ გუნდი რიგიანად იყო მომზადებული. მხოლოდ მედლებს არ ვგულისხმობ, ჭიდაობისას ჩვენი სპორტსმენები არ დაღლილან, საბრძოლო განწყობაც არ დაეწუნებოდათ.

- პირველივე სერიოზულ შეჯიბრებაზე ნაჩვენები ეს შედეგი ნაკრების ახალი სამწვრთნელო შტაბისთვის, ალბათ, საამაყო იყო...

- ცხადია, კმაყოფილები ვართ. აქამდე საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგად მიიჩნეოდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი, როცა მე და ლუკა კურტანიძე ჩემპიონები გავხდით, თუმცა მაშინ ორი ოქროს გარდა, სხვა სინჯის მედლები არ ყოფილა. წლეულს თბილისში კი ორ ოქროს ორი ბრინჯაოც მიემატა და ისტორიულ შედეგად ახლა ეს ჩემპიონატი იქცა.

შინაურ კედლებში ასპარეზობა უფრო ზრდიდა პასუხისმგებლობას. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართველი მაყურებელი, რომელიც შესანიშნავად ერკვევა ჭიდაობის წესებში, სწორად რეაგირებს ცალკეულ ეპიზოდებზე და ჟინიანად გულშემატკივრობს თანამემამულე ფალავანს. სხვათა შორის, ქომაგთა შეძახილებზე განსაკუთრებით ედიშერაშვილი რეაგირებდა.

შეხვედრის დაწყებამდე გაცილებით ადრე ითხოვდა იგი მოსათელი დარბაზიდან გასვლას, "ჩვენი მაყურებლის ყიჟინა ენერგიას მმატებსო" - გვეუბნებოდა.

აქვე აღვნიშნავ, რომ შეჯიბრებაზე მწვრთნელებს წარმატებად გიორგი ედიშერაშვილის და გენო პეტრიაშვილის მიღწევა უფრო მიგვაჩნია, რადგან მარსაგიშვილისგან და ხინჩეგაშვილისგან მედლებს ისედაც ყველა ველოდით.

- ედიშერაშვილისგან დებიუტშივე ჩემპიონობა ყველასთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო...

- გიორგი კარგი ფალავანია, თუმცა განვლილ წლებში შინ არ უმართლებდა და თავის წონაში ხან ბესიკ გოჩაშვილი ჯობნიდა, ხან ლადო ხინჩეგაშვილი (დღესდღეობით პირველი დისკვალიფიცირებულია, მეორემ წონა შეიცვალა - ვ. ბ). წლეულს გიორგი საქართველოს ჩემპიონი გახდა და კონტინენტის ჩემპიონატზე გამოსვლის შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა კიდეც.

- უფრო მაღალი ხარისხის მედალს, ალბათ, ხინჩეგაშვილისგანაც ელოდით...

- ლადო ხალიჩაზე ყოველთვის სრულად იხარჯება. მისი კლასის და შესაძლებლობების სპორტსმენისგან, რასაკვირველია, ყოველთვის უმაღლეს შედეგს უნდა ელოდო. იოლი არაა ახალ წონაში ასპარეზობის მყისვე ძველებური წარმატებებით დაწყება. თუმცა მჯერა, ყველაფერი მალე დადგება თავის ადგილზე.

- დავით ხუციშვილს ჩემპიონატის სტარტზე მხრის ტრავმა არ ჰქონდა სრულად მოშუშებული?

- ხუციშვილი მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გვყავდა. ევროპის ჩემპიონატის წინ ხელი კარგად ჰქონდა, ვარჯიშებზე ჩვეულებრივ სპარინგობდა. შეიძლებოდა, ჩემპიონატს ისე ჩაევლო, რომ ტრავმა არ გამიზეზებოდა, მაგრამ როგორც ნახეთ, ის მოხდა, რასაც არ ვისურვებდით. მიუხედავად ამისა, დათომ ცალი ხელით კინაღამ მაინც გააღწია საპრიზო ადგილამდე. ახლახან მან გერმანიაში იმკურნალა, ყველაფერი რიგზეა და სარეაბილიტაციო კურსსაც იქვე გადის.

- ძნელია თუშიშვილის და გოგშელიძის წასვლის მერე ნაკრებში 66 და 96 კგ წონით კატეგორიებში პოზიციების შენარჩუნება საერთაშორისო არენაზე?

- ისინი დიდი სპორტსმენები იყვნენ და ჩანაცვლება ადვილი არ იქნება, მაგრამ უიმედოდ არა ვართ. მართალია, ელიზბარ ოდიკაძე (96) ევროპის ჩემპიონატზე კვარცხლბეკს მიღმა დარჩა, მაგრამ ისე იჭიდავა, რომ მერწმუნეთ, ჩემპიონობის ღირსი იყო.

ამავე წონაში არც სხვა ფალავნები გვყავს სუსტი. მათ უახლოეს შეჯიბრებებზე გამოვცდით ისევე, როგორც 66 კგ-შიც.

ამ წონაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი კოტე ხაბალაშვილი შესანიშნავი მოჭიდავეა, მაგრამ, სამწუხაროდ, ახალგაზრდებიდან დიდებში გადმოსვლისას ჯერჯერობით ვერ გადალახა ფსიქოლოგიური ბარიერი - საერთაშორისო ასპარეზზე შებოჭილად გამოიყურება.

იგი სულ სხვაა ვარჯიშებზე და სხვა - შეჯიბრებაზე. ამაზე კოტეს ვესაუბრე და იმედია, დაძლევს პრობლემას.

ამასთანავე, აქ, მოახლოებულ შეჯიბრებებზე სხვა ფალავნებსაც (იაკობაშვილი, ჩოჩიშვილი, ბერძნიშვილი, ლობჟანიძე, ქურდიანი) მიეცემათ კიდევ თავის გამოჩენის შანსი.

- 120 კგ ის წონაა, სადაც ლიდერად გამოკვეთილია სამეული, რომელთაგანაც ყოველთვის ელის ქომაგი სერიოზულ გამარჯვებებს...

- სასიამოვნოა, როცა რომელიმე წონაში ასეთი უძლიერესი შემადგენლობა იყრის თავს. დავით მოძმანაშვილი ის სპორტსმენია, რომელიც თუ სრულად ავლენს თავის შესაძლებლობებს, წინ ვერავინ დაუდგება.

გენო პეტრიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცა, რომ მისი პოტენციალი სულ უფრო მზარდია. და არ დაგვავიწყდეს საკანდელიძე, რომელიც მათ არაფრით ჩამოუვარდება და ძალიან ბევრი შეუძლია.

მათ შორის საუკეთესოს არჩევა ევროპის ჩემპიონატის წინაც ჭირდა, თუმცა პეტრიაშვილის არჩევანში, დარწმუნებული ვარ, არ შევმცდარვართ. მსოფლიოსთვის შერჩევისას კი საქართველოს თასზე ნაჩვენები შედეგი ბევრს გადაწყვეტს.

ქვეყნის თასზე უნდა იჭიდაოს ყველამ, ვისაც პრეტენზია აქვს პირველობაზე და დაამტკიცოს, რომ მოცემულ ეტაპზე სხვაზე უკეთეს ფორმაშია.

- რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამზადისში დაგეგმილ ტურნირებს და შეკრებებს...

- თეირანის "ტახტის თასის" შემდეგ მახაჭყალაში ალი ალიევის თასზე გამოვალთ, რომელიც, ვფიქრობ, დონით "ტახტის თასზე" მეტია. თვის ბოლოს იტალიაში ოქროს გრანპრიზე, შემდეგ კი საქართველოს თასზე ვიასპარეზებთ.

მსოფლიოს ჩემპიონატის (სექტემბერი, ბუდაპეშტი) წინ პოლონეთისა და სომხეთის საერთაშორისო ტურნირებში გამოვალთ. მოსამზადებელი შეკრებები გვექნება ბაკურიანში და შესაძლოა, გორშიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოქროს მედლები მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოიპოვონ ჩვენმა ფალავნებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველთა დაღესტნურ-იტალიური გეგმები - ორად გაყოფილი გუნდი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა