თანაგუნდელებმა კერიკი გამოარჩიეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" წევრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მაიკლ კერიკი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

31 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშა. სულ მან 50 თამაში ჩაატარა, აქედან 45 ძირითად შემადგენლობაში (41 სრული მატჩი), გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა, რაც მისი პოზიციიდან გამომდინარე, ცოტა ნამდვილად არ არის. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ვეტერანმა "ოლდ ტრეფორდზე" კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა. აი, რა თქვა კერიკმა დაჯილდოების შემდეგ:

"აღიარება იმ ბიჭებისგან, ვის გვერდითაც ყოველდღიურად ვვარჯიშობ, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. "იუნაიტედში" წარმოუდგენელი მეგობრული სული ტრიალებს, რისი წყალობითაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, როგორც წესი, ადაპტაციას იოლად გადიან ხოლმე. მათთვის არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იყო, ერთხმად ჩემი დასახელება კი მე კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

წელს ვალდებულნი ვიყავით, ტიტული მოგვეგო, რადგან წინა სეზონი ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, მაგრამ ჩემპიონობაში ყველაზე დიდი წვლილი მაინც მწვრთნელს მიუძღვის. როცა "იუნაიტედის" ფეხბურთელი გქვია, შენ უბრალოდ კი არ თამაშობ აქ, ცხოვრობ ამ კლუბით. სერ ალექსი ყოველთვის გვასწავლიდა, რომ თუკი გამარჯვებისგან გამოწვეული სიხარულის განცდა გვინდოდა, ძალიან ბევრი უნდა გვეშრომა. შევეცდებით, სამომავლოდაც ასე მოვიქცეთ".

"იუნაიტედის" ძირითადი გუნდის გარდა, საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა ახალგაზრდებშიც. 18 წლის ბენ პირსონი ასაკობრივი გუნდის წევრებმა აირჩიეს. კერიკისა არ იყოს, ისიც საყრდენი ნახევარმცველია. მსგავსი გამოკითხვა პირველად 2008 წელს ჩატარდა და გამარჯვებული დენი უელბეკი გახდა, 2009-ში ასეთად ფედერიკო მაკედა დასახელდა, 2010-ში - უილ კინი, 2011-ში - რაიან ტანკლიფი, 2012-ში - მეტს დელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიკლ კერიკი თანაგუნდელებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა