ჟოზე მოურინიო მადრიდის "რეალში" თასის მოგებით იწყებდა და თასის მოგებითვე დაამთავრებს?
1999 წლის ოქტომბრის შემდეგ მადრიდის "ატლეტიკოს" დედაქალაქის დერბიში არ მოუგია. თითქმის 14 წელიწადია, "რეალი" "როხიბლანკოს" ძალიან ჩაგრავს.

ვნახოთ, რა მოხდება პარასკევის სათასო ფინალში, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" 17 მაისს გაიმართება.

პეპე: დილემა მოუსთვის

ჟოზე მოურინიოს საკადრო პრობლემები მოუმრავლდა: რაფაელ ვარანმა "ესპანიოლთან" შეხვედრაში მუხლი დაიზიანა და მისი თამაში გამორიცხულია. 19 წლის ფრანგი ამ სეზონში "რეალის" დაცვის შეუცვლელ წევრად იქცა. ამიტომაც მისი გამოკლება უკვე დიდი დანაკლისია.

ამით ჟოზეს პრობლემები არ ამოიწურება: ალვარო არბელოას ზურგი აწუხებს, სერხიო რამოსს და მარსელოს - კუნთი, მესუთ იოზილს კი - კოჭი. შთამბეჭდავი ჩამონათვალია, თუმცა "რეალისთვის" კარგი ის არის, რომ ეს ოთხეული გამოჯანმრთელების პირას არის და სავარაუდოდ, თამაშს მაინც შეძლებს.

მოურინიოს სხვა გზა არ რჩება, უნდა დააბრუნოს გუნდში პეპე, რომელიც კრიტიკისთვის მოკვეთა, თუმცა რას გადაწყვეტს პორტუგალიელი, ძნელი გამოსაცნობია.

დიეგო სიმეონეს გაცილებით უკეთ აქვს ამ მხრივ საქმე. მას მარიო სუარესიც გამოუჯანმრთელდა. სუარესი ტიაგოს ადგილს დაიკავებს სასტარტოში. სულ ეს არის, რა ცვლილებაც შეიძლება ვიხილოთ ბოლო მატჩებიდან.

კოპა დელ რეი. ფინალი

რეალი-ატლეტიკო 23:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვარანი, არბელოა (?), ს. რამოსი (?), მარსელო (?), იოზილი (?) - სუარესი (?)

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი: დ. ლოპესი - ესიენი, ალბიოლი, ს. რამოსი, ფ. კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.

ატლეტიკო: კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, გაბი, მ. სუარესი, არდა თურანი - დ. კოშტა, ფალკაო.

იცით თუ არა, რომ...

* ყველა შეჯიბრში "რეალმა" ბოლო ხუთი მატჩიდან 4 მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა.

* ამ სეზონში ტოპ-5 ჩემპიონატში მხოლოდ "რეალია" შინ დაუმარცხებელი სეზონის განმავლობაში.

* კრიშტიანო რონალდომ 8-ჯერ ითამაშა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ და 8 გოლი გაუტანა.

* "კოპა დელ რეის" ბოლო 19 მატჩში "რეალს" მინიმუმ, ერთი გოლი მაინც გააქვს.

* ლა ლიგის ბოლო 4 ტურში "ატლეტიკომ" მხოლოდ 1 მოიგო.

* 1999 წლის შემდეგ "ატლეტიკო" 25-ჯერ შეხვდა და ერთხელაც ვერ მოუგო!

* "ატლეტიკომ" 9-ჯერ მოიგო თასი, აქედან 8-ჯერ "სანტიაგო ბერნაბეუზე".

* დიეგო კოშტა ესპანეთის თასის გათამაშების ბომბარდირია 7 გოლით.

კრიშტიანო: თასი ძალიან გვსურს

ესპანეთის თასის ფინალის წინ თავისი აზრი გამოთქვა კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც ამ ტურნირზე 6 გოლი აქვს გატანილი - ერთით ნაკლები, ვიდრე ბომბარდირთა დავაში დაწინაურებულ ბრაზილიელ დიეგო კოშტას.

"ჩვენ ძალიან მოწადინებულნი ვართ - "კოპას" მოგება გვსურს. ვიცით, რომ ძალიან დიდი ბრძოლა გველის, ეს ხომ დერბია. ამიტომ დიდებული შოუ მაყურებელს გარანტირებული აქვს.

იმედი მაქვს, მოგებას შევძლებთ და ამ სეზონში უტიტულოდ არ დავრჩებით. თუკი მოედანზე გავალთ და ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ, გავიმარჯვებთ კიდევაც.

მართალია, ჩვენს სტადიონზე ვთამაშობთ, მაგრამ ტრიბუნებზე უცნაური სიტუაცია იქნება, ფანები 50/50-ზე იქნებიან".

გონსალო იგუაინი (რეალი):

"ჩვენ ვიცით "ატლეტიკოს" სუსტი წერტილები და ფინალში შევეცდებით, "ავაფეთქოთ" ეს სუსტი წერტილები და ამის ხარჯზე გავიმარჯვოთ. თუ ამას მოვახერხებთ, გამარჯვების დიდი შანსი გვექნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რაფაელ ვარანი ესპანეთის თასის ფინალში ვერ ითამაშებს

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა