საპატას და რობინიოს დარჩენა სურთ
იტალიურ სპორტულ პრესაში "მილანის" გარშემო უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ.

მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, წინა პლანზე სატრანსფერო ცნობებმა წამოიწია...

კაპიტანი ვესტ ჰემში?

35 წლის მასიმო ამბროზინის "მილანთან" ხელშეკრულების ვადა ეწურება და თითქმის გადაწყვეტილია, რომ სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ ფეხბურთელის პირადმა აგენტმა მორენო რაჯიმ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მისი კლიენტის მიმართ არაერთი კლუბი იჩენს ინტერესს:

"უახლოეს დღეებში მე და მასიმო ადრიანო გალიანის შევხვდებით, სადაც გადაწყდება კიდეც ყველაფერი. დიდი ალბათობით, კაპიტანი დაემშვიდობება "მილანს" და კარიერას სხვაგან გააგრძელებს. ბუნებრივია, ეს უცხოური გუნდი იქნება, რადგან ამბროზინის, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია, იყოს "როსონერის" კონკურენტის ბანაკში. უკვე მივიღეთ რამდენიმე შეთავაზება, რომელთა შორის ამერიკული "ჩიკაგო ფაიერისა" და ინგლისური "ვესტ ჰემის" ვარიანტს გამოვარჩევდი. თვითონ მასიმოს პრემიერლიგაში სურს ძალების მოსინჯვა და შესაბამისად, ალბათ, ალბიონისკენ აიღებს გეზს".

პოლი მილანში

23 წლის ანდრეა პოლი "ინტერის" სკოლის აღზრდილია, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, მილანურ გრანდში თავი ვერ წარმოაჩინა და სხვა გუნდში, კერძოდ კი, "სამპდორიაში" გაიხსნა. ანდრეა მიმდინარე სეზონში იმდენად კარგად ირჯება, რომ თვით ჩეზარე პრანდელის ყურადღება მიიპყრო და ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა.

პოლი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელიც შესანიშნავად ერთვება შეტევაში და პლეიმეიქერადაც თავისუფლად შეუძლია თამაში.

იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" მესვეურებმა, პრაქტიკულად, მიაღწიეს შეთანხმებას გენუელებთან და უახლოეს დღეებში ანდრეა "როსონერის" ფეხბურთელი გახდება. მოკლედ, კიდევ ერთი "ინტერისტა" მოირგებს "როსონერის" მაისურს და ვინ იცის, იქნებ მისგან ახალი ანდრეა პირლოც მივიღოთ.

ცნობისთვის, პოლის ბევრი სწორედ პირლოს ადარებს და საერთოდაც, მას იტალიაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. პოლის გადაბირება "იუვენტუსსაც" სურდა, მაგრამ როგორც გაცხადდა, თავად ანდრეამ არჩევანი "შავ-წითლებზე" შეაჩერა, გადაწყვეტილება კი ასე ახსნა: "იუვეს" ნახევარდაცვაში არნახული კონკურენციაა და თადარიგში მომიწევს ჯდომაო.

ალეგრი რობინიოს შეურიგდა

ბოლო პერიოდში იტალიური სპორტული პრესაში ხშირად იწერებოდა მასიმილიანო ალეგრისა და რობინიოს კონფლიქტის შესახებ, რომელსაც მწვრთნელის მიერ ფორვარდის გაკრიტიკებამ დაუდო სათავე - ალეგრიმ რობინიო სიზარმაცეში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვარჯიში ხეირიანად დასრულებული არ არის, როდესაც ის უკვე ბაზას ტოვებსო. ამას სამხრეთამერიკელის წყენა მოჰყვა და ბევრმა ჩათვალა, რომ ამით რობინიოს მილანურ კარიერას საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი. თუმცა თავად ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში შემდეგი განცხადება გააკეთა:

"დიახ, ჩვენ შორის მართლაც იყო გაუგებრობა და ამის დამალვას არ ვაპირებ. კაცები ვართ, პრობლემებზე ვრეაგირებთ და კონფლიქტისგან დაზღვეული არავინაა. ასეთი რამ ნებისმიერ გუნდში ხდება და მათ შორის, "მილანში". რაც მთავარია, ალეგრის უკვე ვესაუბრე, ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს და ყველა გაუგებრობა უკან დავტოვეთ. "როსონერისთან" კიდევ ერთწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს და არსად წასვლას არ ვაპირებ - FORZA MILAN".

საპატას დარჩენა სურს

კრისტიან საპატა "მილანს" "ვილიარეალიდან" იჯარით ჰყავს აყვანილი და თუ ლომბარდიული კლუბის მესვეურები მის გამოსყიდვას მოისურვებენ, ესპანელებს 6 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ. დიახ, 26 წლის კოლუმბიელის საბაზრო ღირებულება სწორედ ასე განისაზღვრა და სიტყვა უკვე მილანელებზეა... თავად საპატას სწორედ "როსონერიში" სურს დარჩენა:

"მილანში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და იმედია, აქედან წასვლა არ მომიწევს. ადრიანო გალიანის ვესაუბრე და ვიცი, რომ ჩემს თამაშს დადებითად აფასებს, ისევე, როგორც მასიმილიანო ალეგრი. ვფიქრობ, "მილანი" ჩემი გუნდია და აქედან წასვლა არაფერში მარგებს. მინდა, "როსონერისთან" ერთად სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა მოვიგო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა