პლეი ოფის მეორე რაუნდში ორი სერია დასრულდა
პლეი ოფის მეორე რაუნდში ორი სერია დასრულდა. ორივეში ერთნაირად ვითარდებოდა მოვლენები: მომავალი გამარჯვებული აგებდა პირველ შეხვედრას და შემდეგ ახერხებდა ზედიზედ ოთხი მატჩის მოგებას.

ნამდვილი ზეიმი აქვთ "მემფისის" გულშემატკივრებს. მათმა საყვარელმა გუნდმა უკვე ორი სერია მოიგო - იმაზე მეტი, ვიდრე მთლიანად არსებობის ისტორიაში. ორი წლის წინ "გრიზლისმა" ერთხელ უკვე სცადა კევინ დურანტისა და მისი "ოკლაჰომას" შეჩერება, მაგრამ მეშვიდე მატჩში დამარცხდა. დღეს "მემფისს" ლიგაში საუკეთესო დაცვა ჰყავს, საუკეთესო დამცველი (მარკ გასოლი) მათ რიგებში თამაშობს და ახლა მოხერხდა ის, რაც ორი წლის წინ ვერ შეძლეს.

სერიის მეხუთე დუელში დურანტმა ამ პლეი ოფში თავისი ყველაზე უარესი მატჩი ჩაატარა: NBA-ს საუკეთესო სნაიპერმა თამაშიდან 21-ჯერ ისროლა და მხოლოდ ხუთჯერ ჩააგდო. "ოკლაჰომას" ლიდერი მთელი ძალით იბრძოდა, 48 წუთი შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მონაწილეობა არ მიუღია თავისი გუნდის ბოლო სპურტში:

საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე მასპინძლები 12 ქულას აგებდნენ და მოახერხეს სხვაობის ორ ქულამდე შემცირება. დღეს ყველა ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ "ოკლაჰომას" წარუმატებლობა რასელ უესტბრუკის ტრავმამ გამოიწვია (თავისი ძირითადი გამთამაშებლის დაკარგვის შემდეგ "თანდერმა" რვიდან მხოლოდ ორი მატჩი მოიგო), თუმცა მისმა შემცვლელმა ახალგაზრდა რეჯი ჯექსონმა პლეი ოფში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

სწორედ მისი შორეული ტყორცნის შემდეგ მიიღო "ოკლაჰომამ" თამაშის გადარჩენის შანსი - "მინუს ორი" სირენამდე 14.3 წამით ადრე. მასპინძლებმა სწრაფად აიღეს ჯარიმა რენდოლფზე, რომელმაც საჩუქარი გაუკეთა მეტოქეს - ორიდან ორი საჯარიმო ააცილა.

მაგრამ ეს არ იყო დურანტის დღე. ფორვარდმა ყველაფერი სწორად გააკეთა: მიიღო პასი, ფინტით ჩამოიცილა მეურვე ტონი ალენი და საშუალო დისტანციიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ესროლა, მაგრამ "დურანტულამ" ააცილა.

ოკლაჰომა-მემფისი 84:88

23:18, 15:32, 24:14, 22:24

ო: დურანტი (21+8 მოხსნა+6 პასი), იბაკა (17+8 მოხსნა+3 დაფარება), ჯექსონი (16+9 მოხსნა+5 პასი), მარტინი (10).

მ: რენდოლფი (28+14 მოხსნა), კონლი (13+11 პასი+7 მოხსნა), ალენი (11), გასოლი (10+7 მოხსნა+3 დაფარება+3 ჩაჭრა).

სერია: 1-4

აღმოსავლეთი კონფერენციის პირველი ფინალისტი, მოლოდინისამებრ, "მაიამი ჰიტი" გახდა. სერიის მეოთხე მატჩში "ჩიკაგოს" განადგურების შემდეგ ყველას ეგონა, რომ "ხარები" გონს ვერ მოვიდოდნენ და ასევე იოლად დათმობდნენ ფლორიდაში მორიგ ვიზიტს, მაგრამ არც ის უნდა დაგვევიწყებინა, რომ "ბულზმა" ამ სეზონში სამჯერ დაამარცხა "ჰიტი": ორჯერ რეგულარულში და ერთხელ პლეი ოფში, ისიც მეტოქის მოედანზე.

და ამჯერადაც სტუმრებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს ჩემპიონს. ისინი მეორე ტაიმში 11 ქულით იყვნენ დაწინაურებულნი და "მაიამის" მაქსიმალური ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ სერია მეექვსე მატჩში არ გადასულიყო.

ამ შეხვედრის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დუეინ უეიდის თამაში, რომელსაც მუხლის ქრონიკული ტრავმა აწუხებს, მაგრამ მცველმა, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, მოედანზე გასვლა გადაწყვიტა და დაძაბული ბოლო წამების გმირიც გახდა. მან 45 წამის განმავლობაში მიითვალა ერთი დაფარება, ორი მოხსნა ორივე ფარქვეშ და ერთი ჩატენვა.

"ჩიკაგოს" შეეძლო თამაშის გადარჩენა, მაგრამ ნეიტ რობინსონმა და ჯიმი ბატლერმა სამქულიანები ააცილეს და მატჩი ოვერტაიმში ვერ გადაიყვანეს.

მაიამი-ჩიკაგო 94:91

30:21, 17:32, 22:24, 25:14

მ: ჯეიმსი (23+8 პასი+7 მოხსნა), უეიდი (18+6 პასი+5 მოხსნა), ბოში (12+7 მოხსნა), ჰასლემი (10).

ჩ: ბუზერი (26+14 მოხსნა), რობინსონი (21+6 პასი+5 მოხსნა), ბატლერი (19+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ჰემილტონი (15).

სერია: 4-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: პრიმიტიული "ნიუ იორკი"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია