მცირე ხნის წინათ ქართულმა მხარემ ერთ-ერთი ოკუპირებული ტერიტორიის საფეხბურთო მოღვაწეს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა შესთავაზა
ბედის უკუღმართობის გამო საქართველოში სამი ჩემპიონატი ტარდება: ერთს ფიფა და უეფა აღიარებს და მასში წარმატებული გუნდები ევროთასებზე მონაწილეობენ. დანარჩენ ორს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც აფხაზები და სამაჩაბლოში მცხოვრები ოსები ატარებენ და მას მხოლოდ რუსები აღიარებენ.

ცხადია, მათ არ აქვთ ევროთასებზე ან იმავე რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება.

მაგრამ ამ ტურნირებზე ქართველები, ჩვენი ძმები აფხაზები და ოსები თამაშობენ და ამიტომ არის საინტერესო, რა ხდება ჩვენთვის უცნობ ამ ტურნირებზე, აფხაზეთის ფეხბურთში ხომ საკმაოდ ბევრი საინტერესო ფეხბურთელი მონაწილეობს.

აფხაზეთის მე-19 ჩემპიონატის ოქროს მედლები "გაგრამ" მოიპოვა. მეორეზე გავიდა სოხუმის "ნართი", ქართველების გალის "სამურზაყანო" კი - მე-5 იყო. საინტერესოა, რომ ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იური ბიბლაია გახლავთ, რომელიც გალის "კოლხას" ავარჯიშებდა.

ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სოხუმის "დინამოს" თავდამსხმელი ასტამურ თარბა გახდა. მან 18 გოლი გაიტანა, აქედან 7 - ბოლო ტურში ოჩამჩირის "ერცახუსთან" (?!) და "ნართის" თავდამსხმელს, რუჩის არძინბას ორი გოლით გადაასწრო.

თარბას შედეგიანობის მიუხედავად, აფხაზეთში ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბი სოხუმის "დინამო" მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, მე-3 ადგილი კი ბურთების უკეთესი სხვაობის გამო გუდაუთის "რიწას" დაუთმო.

საუკეთესო მოთამაშეთა პრიზები ასე განაწილდა:

მეკარე: ინალ კაცება ("ნართი")

მცველი: ასტამურ ციშბა ("გაგრა")

ნახევარმცველი - ბაგრატ ხაგბა ("დინამო")

თავდამსხმელი - დავით ლორთქიფანიძე ("ნართი")

ბომბარდირი: ასტამურ თარბა ("დინამო")

საუკეთესო მოთამაშე: ასტამურ ციშბა ("გაგრა").

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ფედერაციამ "სამურზაყანოს" მთავარი მწვრთნელი ბიბლაია "გუნდში პირადი წვლილისთვის" დააჯილდოვა. რა წვლილი შეიტანა, ეს უცნობია.

ა გ თ ქ

1. გაგრა 18 40

2. ნართი 18 38

3. რიწა 18 30

4. დინამო სოხუმი 18 30

5. სამურზაყანო (გალი) 18 21

6. აბაზგი (სოხუმი) 18 11

7. ერცახუ-ლეონი ოჩამჩირე 18 6

გასულ სეზონში "გაგრამ" ჰეთ თრიქი შეასრულა. ჩემპიონობასთან ერთად, გუნდი აფხაზეთის თასსა და სუპერთასსაც დაეუფლა. ამ უკანასკნელისთვის მატჩში 24 აპრილს დაურ ახვლედიანის სახელობის გაგრის სტადიონზე ვიცე-ჩემპიონ "ნართს" შეხვდა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი 3:0 გაიმარჯვა და აფხაზეთის სუპერთასის მფლობელი მესამედ გახდა.

როგორც ჩანს, აფხაზეთის გუნდებს დიდად არ ულხინთ. მაგალითად, წლევანდელი სეზონის დაწყებამდე სოხუმის "დინამომ" შეკრებაზე წასასვლელი ფინანსების მოძიება ვერ მოახერხა და ჩემპიონატში მისი მონაწილეობის საკითხიც საეჭვო იყო. პრობლემები მხოლოდ თებერვალში, ჩემპიონატის დაწყებამდე მოაგვარეს და გუნდი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს.

დაბოლოს: მცირე ხნის წინ შემოგვთავაზეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი. ვფიქრობთ, უკეთესი იქნება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ გუნდებთან თანამშრომლობაზე გვეფიქრა - დარწმუნებულნი იყავით, აზერბაიჯან-ყაზახებთან ინტეგრაცია არანაკლებ პრობლემურია, ვიდრე სეპარატისტულ რეგიონებთან. თუმცა, ეს უკანასკნელი ჩვენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.

ცხადია, ეს უახლოეს წლებში არარეალური ჩანს. 2005 წელს "მოლოდიოჟ ოსეტიი" წერდა კიდეც, გვირჩევნია, კონგოს ჩემპიონატში ვითამაშოთ, ვიდრე საქართველოს პირველობაზეო. მაგრამ ერთია, რას წერენ და მეორეა, რას ფიქრობენ და როგორ განვითარდება პროცესები, რას შევთავაზებთ და ა.შ.

ამას იმიტომ ვამბობთ, რომ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია: მცირე ხნის წინათ ქართულმა მხარემ ერთ-ერთი ოკუპირებული ტერიტორიის საფეხბურთო მოღვაწეს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა შესთავაზა. პასუხად გაოცება და საკმაოდ თბილი რეაქცია მიიღო, აქამდე მსგავსი რამ არავის უთხოვიაო.

ვინ ვის და რა შესთავაზა, არ დავაკონკრეტებთ, რადგან ამის გახმოვანებას, შესაძლოა, არასასურველი შედეგი მოჰყვეს, მაგრამ ფაქტია, რომ პრივატულ საუბარში ასეთი რეაქცია იყო.

აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ვინმე უნდა გადმოვიბიროთ. უბრალოდ, ოკუპირებული ტერიტორიების გუნდები სრულ იზოლაციაში იმყოფებიან. რუსები დაპირებებს ვერ ასრულებენ და საკუთარ ჩემპიონატში თამაშის უფლებას ვერ დართავენ. არადა, დიდი ხანია, მოყვარულთა ლიგაში თამაშს ჰპირდებიან.

ამგვარად, მათთვის რეალურად გამოსავალი საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარებაა. პირიქითაც შეიძლება ითქვას, ურთიერთობის მოგვარება ჩვენი მიზანიც არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერიოზული დარტყმა - ქართველები სეპარატისტების ჩემპიონატში

რომან ფიფია: ჩემპიონატში აფხაზეთისა და ცხინვალის გუნდები - შესანიშნავი იქნებოდა

დე-ფაქტო აფხაზეთი ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს აყალიბებს

დე-ფაქტო ყარაბაღისა და აფხაზეთის ნაკრებებმა მატჩი გამართეს [VIDEO]

აფხაზეთისა და მთიანი ყარაბახის საფეხბურთო ნაკრებებმა სოხუმში მატჩი გამართეს

ფეხბურთი და პოლიტიკა: რას ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს?

რუსების პოზიცია: საეჭვოა, აფხაზებს ფიფასთან გარიგებაში დავეხმაროთ

საქართველომ ფიფას შეახსენა - აფხაზეთი კოსოვო არაა!

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან