ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

”ზესტაფონი”: გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს სწორედ ის ლევან ყიფიანი გახლავთ...

”ზესტაფონი”: გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს სწორედ ის ლევან ყიფიანი გახლავთ...

"ზესტაფონის" პრესსამსახური გაზეთ ”ლელოში” 16 მაისს გამოქვეყნებულ ლევან ყიფიანთან ინტერვიუს ეხმაურება და მინისტრს ზესტაფონში იწვევს

"ზესტაფონში" შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ბოლო დღეებში არაერთხელ ითქვა და დაიწერა.

მოკლედ შეგახსენებთ - კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ განაცხადა, რომ "ზესტაფონის" შენახვას ვეღარ ახერხებდა და კლუბის მიხედვა ქალაქის მუნიციპალიტეტს სთხოვა.

ჯერჯერობით "ზესტაფონის" ირგვლივ სრული გაურკვევლობაა - არავინ იცის, რა ბედი ეწევა კლუბს, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო და ზედიზედ ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

კლუბი და მისი გულშემატკივრები სამართლიანობის პრინციპის დაცვას ითხოვენ და მაგალითად გორის "დილას" პრეცედენტი მოჰყავთ. თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან "დილა" ფინანსდება, მაშინ ასეთივე მასშტაბით უნდა დაფინანსდეს "ზესტაფონი" და სხვა კლუბებიც - ასეთია ზესტაფონელთა მოთხოვნა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი უკვე იმყოფებოდა გორში და "დილას" გადარჩენის მიზნით კონკრეტული განცხადებებიც გააკეთა. ზესტაფონელი ქომაგები მინისტრისგან ანალოგიურ ნაბიჯს მათი კლუბის მიმართაც მოითხოვენ.

იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "ზესტაფონში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა იმყოფებოდა და კლუბის მიმართ სოლიდარობა დააფიქსირა.

16 მაისს "ზესტაფონის" ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის პრესსამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"16 მაისს გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნდა ინტერვიუ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ბატონ ლევან ყიფიანთან, რომელშიც, სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხთან ერთად, საუბარი შეეხო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" სადღეისოდ შექმნილ ვითარებას...

რამდენიმე დღის წინ ზესტაფონს ეწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი ზვიად სიჭინავა. საფეხბურთო ოჯახის თავკაცმა დაგვდო პატივი, გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი და გულშემატკივართა გასაჭირი და გვესტუმრა ქალაქში ვითარებაში უკეთ გასარკვევად.

ფედერაციის პრეზიდენტმა გაგვიზიარა თავისი ხედვა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და სიტუაციის განმუხტვისა და ზესტაფონში ფეხბურთის გადარჩენის მიზნით, ზესტაფონის გამგებლის მსგავსად, მაქსიმუმის გაკეთების პირობა მოგვცა.

ბატონი სიჭინავასგან განსხვავებით, სპორტის მინისტრს ზესტაფონელები არც მისი მაღალი სტუმრობის ღირსად ჩაუთვლია (თავად მინისტრს ეს ამბავი აზერბაიჯანში სასწრაფო ვიზიტით აუხსნია) და არც რომელიმე მოადგილისათვის დაუვალებია მსგავსი რამ... მეტიც, როგორც გაზეთ "ლელოში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან იკვეთება, ბატონი ყიფიანი ხმამაღლა აცხადებს, რომ არ იცის, თუ რა პრეტენზიები ჰქონიათ ზესტაფონელებს (!).

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მინისტრი და მისი უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ დაინტერესებულან შექმნილი მდგომარეობით, ბატონმა ლევანმა საფეხბურთო ზესტაფონში შექმნილ სიტუაციას თითიდან გამოწოვილიც კი უწოდა...

აქვე გვინდა, გაოცებით გავიხსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბატონი ლევანი საკუთარი ინიციატივით ესტუმრა გორს და ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ გუნდს დახმარებასა და გვერდში დგომას დაჰპირდა.

გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს სწორედ ის ლევან ყიფიანი გახლავთ, რომელიც შარშანდელი თასის გათამაშების ფინალში მომხდარი სიბინძურის შემდეგ ეროვნული თასის გათამაშებისათვის მამამისის, დიდი დათო ყიფიანის სახელის ჩამორთმევას კატეგორიულად მოითხოვდა და სულ მცირე ხნის წინ საბიუჯეტო კლუბების არსებობის იდეის წინააღმდეგ თავად ილაშქრებდა...

დასანანია, რომ ბატონი მინისტრი არ დაინტერესებულა იმით, თუ რამ განაპირობა ის, რომ კლუბის მეპატრონემ, რომელმაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი ზემოიმერული კლუბის არსებობისა და სათანადო საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად მილიონობით ინვესტიცია განახორციელა, კლუბის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა მოვიწვიოთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ბატონი ლევან ყიფიანი ზესტაფონში, რათა მან ადგილზე მოახერხოს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილი ვითარების უკეთ გაცნობა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!

დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...

ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"

ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა

ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

• კოწიკა

იცით რა მადლობა კოკაიას რაც აქამდე გაკეთა მაგრამ ეხლა წმინდა იმერული ამბავი ჭირს შანტაჟს აწყობს ფულის მისაღებად, ვითომ ვერ აცნობიერებს რომ სახელმწიფო ეხმარება კლუბებს რომელსაც ფული არ აქვტ და მაგასაც ხალივაზე მოუნდა ცხოვრება

• ირაკლი

ეხლა გაუჯირდა კოკაიას თუ უბრალოდ შურს დილასი ამდენს რო მიახწია?

• vaxo

კოკაიას გორის დილას დაშლა უნდოდა, ფაქტიურად კი ზესტაფონი იშლება.

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში

შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’

"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე

პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი

საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა

გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს

პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული

მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?

ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო

"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა

ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!

[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო

ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა

[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა

განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან