18 წლის ქართველი პრემიერშიპის გუნდთან სრულყოფილ კონტრაქტს 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის შემდეგ გააფორმებს
რიგის "სკონტოს" 18 წლის მცველი ლაშა დვალი ამჟამად სერბეთშია და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში დაეხმარება. მერე კი ინგლისური "რედინგის" წევრი გახდება.

მამუკა ღვიტიძისა და გუბაზ დოლიძის აღზრდილი მცველი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში შარშან ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოსმედალოსანი გახდა - "რედინგი" დვალით სწორედ მაშინ დაინტერესდა.

"სკონტოშიც" ბრიტანელების რეკომენდაციით გაუშვეს და დააიმედეს, რომ ამის მერე ხელშეკრულებას ინგლისური პრემიერლიგის კლუბთან გააფორმებდა.

მაშინ "ლელოსთან" ინტერვიუში დვალმა თქვა, რომ ინგლისელები ელოდებოდნენ, როდის მიიღებდა ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. ამის შემდეგ 4-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ, საიდანაც ერთი წელი რიგაში ითამაშებდა, დანარჩენი სამი წელი კი - "რედინგში".

"რედინგი" პრემიერლიგიდან გავარდა, მაგრამ ცხადია, 18 წლის ქართველისთვის მიუღებელი არც ინგლისის პრემიერშიპში თამაში იქნება.

"კლუბთან სიტყვიერი შეთანხმება მქონდა, მაგრამ არასრულწლოვანს ინგლისში თამაშის უფლება არ მქონდა.

14 მაისს 18 წლის გავხდი და "რედინგში" ჩემი საკითხი დადებითად გადაწყდა და ელიტრაუნდის შემდეგ სრულყოფილი კონტრაქტი გაფორმდება.

შესაძლოა, ერთი წელი ისევ "სკონტოში" დავრჩე, მაგრამ მერე "რედინგში" გადავალ და მის დუბლშემადგენლობაში ვითამაშებ", - გვითხრა დვალმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლაშა დვალი: "რედინგი" ოთხწლიან ხელშეკრულებას გამიფორმებს

ლაშა დვალი და რიგის "სკონტო": ლიცენზირების მოლოდინი

"სკონტოში" თამაზ პერტიას დანიშვნამ გამახარა - ლაშა დვალი ლატვიის ვიზას ელის

ლაშა დვალი: რიგის "სკონტოში" "რედინგის" რჩევით წავედი

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად