საერთაშორისო ფედერაციამ, მოულოდნელად, მასტერსზე მიიწვია რეიტინგში 38-ე ადგილზე მყოფი ირინე ლეონიძეც
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დააზუსტა 25-26 მაისს რუსეთის ქალაქ ტიუმენში გასამართ მასტერსზე მონაწილე ძიუდოისტების სია და ამ სიაში 11 ქართველი ძიუდოისტი მოხვდა:

-60 კგ - ამირან პაპინაშვილი

-66 კგ - შალვა ქარდავა

-73 კგ - ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური

-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური

-100 კგ - ლევან ჟორჟოლიანი

+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი

+78 კგ - ირინე ლეონიძე

როგორც წესი, ამ ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს რეიტინგის 16 საუკეთესო ძიუდოისტი, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი სხვადასხვა მიზეზით არ მიიღებს მონაწილეობას, ეს უფლება ეძლევა შემდეგ ადგილებზე მყოფ ძიუდოისტებს.

რეიტინგის მიხედვით, მასტერსზე მონაწილეობის უფლება მოპოვებული ჰქონდათ ამირან პაპინაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს (-66 კგ), ზებედა რეხვიაშვილს, ავთანდილ ჭრიკიშვილს, ლევან წიკლაურს, ვარლამ ლიპარტელიანს, ზვიად გოგოჭურს და ადამ ოქრუაშვილს. სავარაუდო იყო, რომ მასტერსზე მოხვდებოდა რეიტინგში მე-17 ადგილზე მყოფი ნუგზარ ტატალაშვილიც.

მასტერსზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებდნენ შალვა ქარდავა (რეიტინგში 24-ე) და ლევან ჟორჟოლიანი (რეიტინგში 25-ე). საბოლოო სიაში ყველა მათგანი მოხვდა.

საერთაშორისო ფედერაციამ, მოულოდნელად, მასტერსზე მიიწვია რეიტინგში 38-ე ადგილზე მყოფი ირინე ლეონიძეც, რადგან ქალთა შორის მიმე წონაში ძალიან ბევრი ძიუდოისტი, რომელიც რეიტინგის წინა ადგილებზე იმყოფება, ტიუმენში არ მიდის.

ლეონიძის მიწვევა მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ წლეულს წინასწარ გაცხადებული ინფორმაციის მიხედვით, მასტერსზე შეიძლებოდა მონაწილეობა მიეღოთ საერთაშორისო რეიტინგში საწყის 25 ადგილზე მყოფ ძიუდოისტებს, მაგრამ როგორც ჩანს, საერთაშორისო ფედერაციამ გამონაკლისი დაუშვა.

რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს, იგი რეაბილიტაციის კურსს გადის და მასტერსს ექიმებისა და მწვრთნელების გადაწყვეტილებით გამოტოვებს.

gjf.ge

ასევე იხილეთ:

ტიუმენის ტურნირში გამოსვლის უფლება 9 ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა

ავთანდილ ჭრიკიშვილი: მწვრთნელს ბევრჯერ გავუგდივარ დარბაზიდან

ლევან წიკლაურმა ტომისლავ მარიჯანოვიჩთან მარცხისთვის რევანში აიღო

ვარლამ ლიპარტელიანი: შედეგი ქართული წვრთნის სისტემამ მოგვიტანა

ირაკლი უზნაძე: ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხი იყო დენისოვთან

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა