საქართველოს ნაკრების მცველმა "მილანიდან" წამოსვლის მიზეზებზე ღიად ისაუბრა
პოპულარულ ვებგვერდ Goal.com-ის ყურადღების ცენტრში კახა კალაძე კიდევ ერთხელ მოექცა. ამ ვრცელ მასალაში ჩვენი ნაკრების კაპიტანი "ჯენოაზე", მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინიზე, მომავალზე... და "მილანიდან" წასვლის მიზეზებზე ღიად საუბრობს. სტატია ჩვენი მკითხველისთვისაც არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული და მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

"ჯენოაში" ჩინებულად ვგრძნობ თავს. კარგი შემადგენლობა გვყავს და ამბიციური მიზნებიც გვამოძრავებს. მართალია, ქულები დავკარგეთ, მაგრამ მაინც შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. მჯერა, მოწინავე ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ჩვენს შესაძლებლობებს ნამდვილად არ აღემატება", - აღნიშნა ქართველმა მცველმა.

"ჯენოაში" გადასვლის შემდეგ, "ინტერთან" მატჩი კალაძისთვის რიგით მეორე იყო, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. მისი უთამაშებლობის გამო არაერთი კითხვა გაჩნდა და კახას ამაზეც ჰკითხეს.

"მილანში" უთამაშებელი ვიყავი და "ჯენოაში" კარგად წარმოჩენისთვის მომზადება მჭირდებოდა. ჩვენს გუნდში "მილანისგან" განსხვავებული ვარჯიშებია. ფიზიკურად ჩინებულად მომამზადეს და ეს როგორც კლუბში, ასევე საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ მატჩებშიც ნათლად გამოჩნდა. ახლა კარგ ფორმაში ვარ, "ინტერთან" კვლავ სასტარტოში ვიყავი და მინდა ასე გავაგრძელო".

კახამ "ჯენოას" მთავარი მწვრთნელი გასპერინი ვალერი ლობანოვსკის შეადარა.

"ჯან პიერო გასპერინის "ჯენოაში" გადასვლამდეც ვიცნობდი. მეც ბევრი ვიცოდი მის შესახებ და მანაც კარგად იცოდა ჩემი შესაძლებლობები. მართალი გითხრათ, თავიდანვე მომწონდა მისი სამწვრთნეწლო ხელწერა. გასპერინი უნივერსალიზმის მიმდევარია. ის მცველებს შეტევაში მონაწილეობას სთხოვს, შემტევ ფეხბურთელებს კი დაცვით ოპერაციებში ჩართვას ავალებს. სწორედ ასეთი ფეხბურთი მომწონდა და "ჯენოაზე" არჩევანი რომ შევაჩერე, მწვრთნელის ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. გასპერინი, კიევის "დინამოში" ჩემს ყოფილ მწვრთნელს ვალერი ლობანოვსკის მაგონებს. ის ტოპკლასის მწვრთნელი იყო და უკრაინული ფეხბურთის აღორძინებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა".

მართალია "ჯენოა" ცხრილის მეორე ნახევარშია, მაგრამ კალაძე მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებს.

"ქულების დაკარგვის გამო პოზიციების დათმობა მოგვიწია, მაგრამ ქულათა სხვაობა მცირეა. ხუთეულს 4-5 ქულით ჩამოვრჩებით, ეს კი ისეთი სხვაობა არ არის, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელი იყოს. მით უმეტეს, ჯერ მხოლოდ 9 ტურია ჩატარებული და წინ თითქმის მთელი სეზონია. 2-3 მოგებითა შეგვიძლია საგრძნობლად გავიუმჯობესოთ ცხრილში პოზიცია და იმედი მაქვს ამას შევძლებთ".

საუბრის ბოლოს, კალაძეს ყოფილ გუნდზე, "მილანზე" და იქიდან წასვლის შესახებაც ჰკითხეს.

"მილანში" თითქმის ათი წელი ვითამაშე და ბევრი კარგი მახსოვს. ტიტულების მოპოვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე, მაგრამ ბოლოს ძალზე არასასურველ ვითარებაში აღმოვჩნდი. თვეების განმავლობაში ჩემ შანნს ველოდი, რომელიც არ მომცეს. უთამაშებელი ვიყავი, არა და გუნდთან ერთად ჩვეულებრივ ვვარჯიშობდი და ყველა ხედავდა, რომ დიდად მონდომებული ვიყავი. ფიზიკური კონდიციების მხრივაც კარგად გამოვიყურებოდი, მაგრამ... შესაძლოა ზოგმა ჩათვალა, რომ კალაძემ თამაში დაამთავრაო. ზოგმა ხაზის კი გადამისვა. რა თქმა უნდა ეს მაღიზიანებდა, მაგრამ მოთმინება ბოლომდე არ დავკარგე. ზაფხულში ყველაფერი კიდევ ერთხელ ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე სხვა გუნდში გადავსულიყავი. კარგად ვგრძნობდი, რომ მაღალ დონეზე კიდევ შემიძლია თამაში და ჩემთვის ხაზის გადასმა ნაადრევია. "ჯენოაში" სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს. ვისაც ჩემზე არასწორი წარმოდგენა ჰქონდა, ყველას უნდა დავანახვო, რომ შეცდნენ და რეალობა სხვაა, კალაძე ფეხბურთიდან ჯერ არ წასულა".

rgf
ფე43წფგრ3
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე