ამერიკელმა მოგებათა სერია 22-მდე აიყვანა
ქალების სუპერტურნირზეც მეოთხედფინალური მატჩები იმართებოდა და აქ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა.

მსოფლიოს პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა მორიგ იოლ გამარჯვებას მიაღწია - 56 წუთში გაანადგურა ესპანელი კარლა სუარეს-ნავარო - 6:2, 6:0. ამერიკელმა ექვსი ბრეიკი გააკეთა და მოიგერია მეტოქის ერთადერთი ბრეიკ-პოინტი.

მნიშვნელოვანი მოვლენა კი იმაში მდგომარეობს, რომ სერენამ თავისი მოგებათა სერია 22 მატჩამდე აიყვანა, რაც მისი კარიერის რეკორდი გახლავთ. აქამდე, უმცროს უილიამსს ორჯერ ჰქონდა 21-მატჩიანი მოგებათა სერია (2002 და 2003 წლებში). ცნობისთვის, ამ მხრივ აბსოლუტური რეკორდი ამერიკელ მარტინა ნავრატილოვას ეკუთვნის, რომელმაც 1984 წელს, ზედიზედ 74 (!) მატჩში გაიმარჯვა.

უილიამსს ერთადერთხელ აქვს მოგებული რომის ტურნირი. ეს 2002 წელს მოხდა, როცა მან ფინალში ჟუსტინ ანენი დაამარცხა. სხვათა შორის, იმ სეზონში ამერიკელმა როლან გაროსზეც გაიმარჯვა და ეს ტურნირიც სერენას ასევე ერთადერთხელ აქვს დაპყრობილი. უილიამსის დღევანდელ სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს, 11 წლის წინანდელი ისტორიის გამეორების მოწმენი ვხვდებით. თუმცა სერენასგან ნებისმიერი სახის უცნაურობაა მოსალოდნელი. მაგალითად, შარშანდელ როლან გაროსზე მან პირველივე წრე წააგო მაშინდელ 111-ე ნომერთან, ფრანგ ვირჟინ რაზანოსთან.

სერენას მეტოქე ელენა იანკოვიჩისა და სიმონა ჰალეპის შეხვედრაში ირკვეოდა. რუმინელი ჰალეპი ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას ახდენს: პირველ წრეში მან მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო სვეტლანა კუზნეცოვას, მეორეში აგნიეშკა რადვანსკა დაამარცხა, როცა პირველი სეტი წააგო, მაგრამ მომდევნო ორ პარტიაში სამად სამი გეიმი გაიმეტა მსოფლიოს მეოთხე ჩოგანისთვის. ამას მოჰყვა ორ სეტში იტალიელი რობერტა ვინჩის და გუშინ, მეოთხედფინალში იანკოვიჩის დამარცხება. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, წინა წრეში ორ სეტში მოუგო ნა ლის და ჰალეპთან მატჩიც კარგად დაიწყო - პირველი სეტი 6:4 მოიგო, მაგრამ მეორეში რუმინელი შეუჩერებელი იყო და "მშალი" ანგარიშით აიღო პარტია. მესამე სეტში დაძაბული ბრძოლა გაიმართა და ჰალეპმა ის მე-12 გეიმში გაკეთებული ბრეიკით მოიგო - 4:6, 6:0, 7:5.

რომი დატოვა ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა მარია შარაპოვამ, რომელიც სერენას სტილში უსწორდებოდა მეტოქეებს. მაგრამ, ამჯერად, რუსმა ისე დაუთმო ნახევარფინალის საგზური იტალიელ სარა ერანის, რომ კორტზე არ გასულა.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი მატჩი ჩავატარე. თავიდან შტუტგარტი, შემდეგ მადრიდი... ზედიზედ 10 მატჩი გრუნტზე... ვიცოდი, რომ რომში დაღლილი ჩავიდოდი, თან მადრიდშიც ვიავადმყოფე. გუშინ, ღამით თავი ცუდად ვიგრძენი და ასეთ მდგომარეობაში კორტზე გასვლა არ შემეძლო. ჩვეულებრივ, ვერიდები ტურნირების მიტოვებას, მაგრამ მოახლოვდა საფრანგეთის ღია პირველობა და რისკზე წასვლას მოვერიდე", - ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება შარაპოვამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მარია შარაპოვა: გრუნტზე დღემდე მიჭირს თამაში

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"