კარმელო ენტონიმ და "ნიუ იორკმა" "ინდიანასთან" სერიის გადარჩენა განიზრახეს
გუნდების სათამაშო კლასის გათვალისწინებით, ამ სერიაში ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა, მაგრამ ბრძოლა ისეთი სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა, რომ, ალბათ, ბევრი მოსურვებდა მეშვიდე მატჩის ხილვას.

აქ იყო ორი ოვერტაიმი, ორჯერ თანაბარი ანგარიში სერიაში და რაც მთავარია, გამოცდილებისა და ახალგაზრდობის მართლაც საინტერესო დაპირისპირება. ამ მოსაზრებას მხოლოდ "სან ანტონიოს" გულშემატკივრები არ დაეთანხმებოდნენ, რადგან მათ კარგად იცოდნენ, რა სახიფათო იქნებოდა სერიის მეშვიდე მატჩამდე მიყვანა. და არ მიიყვანეს საქმე აქამდე მატჩის ბოლოს ეფექტური სპურტის წყალობით.

"სპურსს" გუშინდელი შეხვედრა რომ წაეგო, მისი ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი მატჩის მთავარი ანტიგმირი გახდებოდა. 2007 წლის ფინალური სერიის MVP-მ პირველ 44 წუთში მხოლოდ სამი ქულა (თამაშიდან - 1/13) დააგროვა, დარჩენილ 3 წუთსა და 36 წამში - 10. და "გოლდენ სტეიტი" იძულებული გახდა დანებებულიყო, რადგან აღარ აღმოაჩნდა მატჩის გადასარჩენად რესურსი. მთელი მატჩი ტრავმირებული ფეხით ითამაშა სტივენ კარმა, ჰარისონ ბარნსმა კი მეორე მეოთხედში ტვინის შერყევა მიიღო.

"სან ანტონიო" ზედიზედ მეორედ გავიდა კონფერენციის ფინალში. შარშან მან ამ ეტაპზე "ოკლაჰომასთან" წააგო, რომელიც უკვე გამოეთიშა წლევანდელ პლეი ოფს. სამაგიეროდ, ამ სეზონში საუკეთესო დაცვის მქონე "მემფისის" წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

გ. სტეიტი-სან ანტონიო 82:94

19:21, 21:26, 19:19, 23:28

გ-ს: კარი (22+6 პასი), ჯეკი (15), ლენდრი (11+6 მოხსნა), ტომპსონი (10+3 პასი).

ს-ა: დანკანი (19+6 მოხსნა+3 დაფარება), ლეონარდი (16+10 მოხსნა), სპლიტერი (14), პარკერი (13+8 პასი), გრინი (11), ჯინობილი (5+11 პასი+6 მოხსნა).

სერია: 2-4

კარმელო ენტონიმ და "ნიუ იორკმა" "ინდიანასთან" სერიის გადარჩენა განიზრახეს. "ნიქსი" აპირებს გახდეს მეცხრე გუნდი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც 1:3-დან შეძლო სერიის მოგება. ჯერჯერობით, ნიუიორკელებმა სამიდან პირველი ნაბიჯი გადადგეს. ძალიან რთული იქნება შემდეგი ნაბიჯი, როცა "ნიქსს" სტუმრად მოუწევს თამაში, მით უმეტეს, რომ "პეისერსს" ამ პლეი ოფში საკუთარ მოედანზე არ წაუგია.

მასპინძლები შესანიშნავი განწყობით გავიდნენ მოედანზე და ისე მოიგეს შეხვედრა, "ინდიანა" ერთხელაც არ ყოფილა დაწინაურებული. ამჯერად, სწორად მოიქცა "ნიქსის" დამრიგებელი, როცა თითქმის არ მისცა სათამაშო დრო ჯეისონ კიდს, ვისაც 23 აპრილის (!) შემდეგ ერთი ქულაც არ აუღია - მისი "მშრალი" სერია ცხრა მატჩს უტოლდება. მაგრამ, მთავარი მოსაგვარებელი საკითხი კარმელო ენტონისთვის მიზანის გასწორება იყო. "ნიქსის" ლიდერმა სერიის მესამე და მეოთხე მატჩებში თამაშიდან 39-ჯერ ისროლა და მხოლოდ 15 ჩააგდო (38.5%).

თუ ვარსკვლავური ფორვარდი (ენტონიმ 28-დან 12 ბურთი ჩააგდო და 28 ქულა დააგროვა) და მისი პარტნიორები ისე ითამაშებენ, როგორც გუშინდელ შეხვედრაში, ინდიანაპოლისში ძალიან საინტერესო მეექვსე მატჩი გველოდება. სწორედ კარმელო ენტონიმ აარიდა თავის გუნდს ნერვული ფინალი, როცა "პეისერსმა" გაქცევით ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა და სწორედ ამ დროს ჩააგდო "ნიქსის" ლიდერმა ზედიზედ ოთხი ქულა. მის მონდომებას კი პარტნიორებიც აყვნენ.

ნიუ იორკი-ინდიანა 85:75

19:15, 21:19, 27:23, 18:18

ნ-ი: ენტონი (28+6 მოხსნა), სმიტი (13+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), კოუპლენდი (13), ფელტონი (12+5 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა).

ი: ჯორჯი (23+6 პასი+6 მოხსნა), უესტი (17+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ოგასტინი (12).

სერია: 2-3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: ჩემპიონი ფინალშია, დურანტი დაისვენებს

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე