"ოლიმპის" თავდამსხმელს ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიში აღარ აშინებს

რევაზ ბარაბაძე რუსთავის "ოლიმპში" ათიოდე დღის წინ ჩაირიცხა. მას შემდეგ საქართველოს ჩემპიონმა ორი მატჩი გამართა, თუმცა 22 წლის თავდამსხმელი არათუ მოედანზე, 18-კაციან განაცხადშიც არ გამოჩენილა.

"ლელო" შეეცადა, გაერკვია, თუ რატომ არ თამაშობს ბარაბაძე. ფეხბურთელი ამას თავად ხსნის:

"როცა გუნდში ჩავირიცხე, მეგონა, ტრავმა საბოლოოდ მოვირჩინე, მაგრამ ვარჯიშის განახლება და ფეხის ატკივება ერთი იყო. ხელოვნურსაფარიანი მოედანი ჩემთვის მიზანშეწონილი არ იყო და გუნდში მისვლიდან მეორე დღეს მცირე ტკივილი ვიგრძენი. დამტანჯა ამ მუხლებმა და კიდევ ერთი კვირა გამაჩერა. მაგრამ საშიში არაფერია. საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. არაა გამორიცხული, 6 ნოემბერს "ზესტაფონთან" განაცხადშიც შემიყვანონ. ბუნებრივია, ჯერ საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ თამაშამდე დრო არის და იმედია, სათამაშოდ მზად ვიქნები. მთავარია, ჯანზე მოვიდე. კლუბთან კონტრაქტი ტყუილად ხომ არ გამიფორმებია?! თამაში და გუნდის დახმარება მინდა", - გვითხრა ბარაბაძემ.

მომხდარის მიუხედავად, რევაზს ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიში არ აშინებს და ამბობს, რომ საფარი მოეწონა და არც ისე საშიში ყოფილა, როგორც ეგონა. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, 17 წლის შემდეგ რუსეთსა და გერმანიაში ნათამაშებ თავდამსხმელს ხალიჩაზე არ უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა