17 მაისს შვეიცარიიდან დაბრუნებულ ხოტენაშვილსა და ძაგნიძეს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ შეხვედრა მოუწყო და წარმატება მიულოცა
უკვე გაუწყეთ, რომ ჟენევაში ქართველმა დიდოსტატმა ბელა ხოტენაშვილმა ქალთა ფიდეს გრან პრის პირველი რაუნდი მოიგო - 11 შესაძლებლიდან 8 ქულა მოაგროვა და სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

ნანა ძაგნიძემ 6,5 ქულით ტატიანა კოსინცევასთან (რუსეთი) ერთად მესამე-მეოთხე ადგილები გაიყო (7,5 ქულით მეორე იყო სლოვენიელ ანა მუზიჩუკი).

17 მაისს შვეიცარიიდან დაბრუნებულ ხოტენაშვილსა და ძაგნიძეს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ შეხვედრა მოუწყო და წარმატება მიულოცა.

საგულისხმოა, რომ ხოტენაშვილმა გრან პრის პირველი ეტაპის მოგებით მთავარი პრიზი - 10.000 ევრო დაიმსახურა და რეიტინგიც 26 პუნქტით გაიმდიდრა, მსოფლიოს რეიტინგშიც მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

ნანა ძაგნიძემ 4 პუნქტი შეიმატა და ჯერჯერობით ათეულში მეექვსეა.

ხოტენაშვილს ჟენევაში დიდოსტატი დავით ჯოჯუა ეხმარებოდა. გრან პრის მეორე ეტაპზე, რომელსაც 15-29 ივნისს სომხური დილიჟანი უმასპინძლებს, ბელას მწვრთნელობას ზურაბ სტურუა გაუწევს, რადგან დავით ჯოჯუა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზებს.

სომხეთში ხოტენაშვილთან ერთად ითამაშებენ: ჰამფი კონერუ (ინდოეთი), ანა მუზიჩუკი (სლოვენია), ნანა ძაგნიძე, ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ევროპის ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), მსოფლიოს ჩემპიონი ანა უშენინა (უკრაინა), ელინა დანიელიანი (სომხეთი), ოლგა გირია (რუსეთი), თუვშინთუგს ბათჩიმეგი (მონგოლეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად