18 მაისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო პირველობის ბოლო, 32-ე ტურის მატჩები გაიმართა

18 მაისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო პირველობის ბოლო, 32-ე ტურის მატჩები გაიმართა.

გაირკვა იმ გუნდის ვინაობაც, რომელიც უმაღლეს ლიგას ფოთის "კოლხეთთან" ერთად დაემშვიდობა. ეს ბათუმის "დინამოა", რომელმაც ბოლო ტურში ვაჟა ქორიძის ერთადერთი გოლით კი შეძლო რუსთავში "მეტალურგის" ძლევა, მაგრამ ზღვისპირელთა საუბედუროდ, ასევე სტუმრად იმარჯვა ბოლნისის "სიონმა".

ბოლნისელებმა მარტვილში "მერანს" დავით სვანიძისა (მე-8 წუთი) და ლადო ახალაიას (70) გოლებით 2:1 აჯობეს. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლით 62-ე წუთზე მამუკა ტორონჯაძე გამოირჩა.

თბილისის "დინამომ", რომელმაც ჩემპიონობა ვადამდე გაინაღდა, "დინამო არენაზე" "ზესტაფონს" უმასპინძლა და ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

შარშანდელ და წლევანდელ ჩემპიონთა პაექრობაში ანგარიში დუშან უჰრინის შეგირდებმა მატჩის მე-15 წუთზე, პეტერ გრაიციარის გოლით გახსნეს. ორიოდე წუთში ორ ბურთამდე სხვაობა ჯაბა დვალმა გაზარდა. სტუმართაგან გატანა და სხვაობის შემცირება ბოტი დემელიმ 37-ე წუთზე კი შეძლო, თუმცა ამის შემდეგ დინამოელებმა მეტოქეს კიდევ ოთხჯერ გაუტანეს.

შესვენებამდე სტატუს-ქვო უსტარიცმა აღადგინა (40 წუთი), მეორე ტაიმში კი ჯერ გრაიციარმა მიითვალა დუბლი (62), შემდეგ კი 66-ე და 74-ე წუთებზე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჩისკომ.

იხილეთ ვიდეო

უხვგოლიანი თამაში გაიმართა ზუგდიდსა და გორშიც. ზუგდიდში ადგილობრივ გუნდს ქუთაისის "ტორპედო" ესტუმრა და ანგარიშით 4:1 მოუგო, "დილამ" კი შინ საჩხერის "ჩიხურა" არ დაინდო - 4:0.

იხილეთ ვიდეო

ფოთში გამარჯვება იზეიმა პირველ ლიგაში დაქვეითებულმა "კოლხეთმა", რომელმაც უმოტივაციო "ვიტ ჯორჯიას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

იხილეთ ვიდეო

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"