ამერიკელის ზედიზედ 23-ე გამარჯვება
სერენა უილიამსმა როლან გაროსის წინ ბრწყინვალე ფორმა აკრიფა. თუ მადრიდის ტურნირზე მას რამდენიმე რთული მატჩი ჰქონდა (მაგალითად, ესპანელ ანაბელ მედინა გარიგესს ორი ბურთი აკლდა გამარჯვებამდე), რომში მან ფინალამდე ოთხ მეტოქეს ძალიან დიდი უპირატესობით აჯობა.

ნახევარფინალში ამერიკელს უპირისპირდებოდა სიმონა ჰალეპი, რომელმაც მანამდე კუზნეცოვა, აგნიეშკა რადვანსკა, ვინჩი და იანკოვიჩი გამოთიშა ბრძოლას. რუმინელმა სერენასთან მატჩიც კარგად დაიწყო - პირველ გეიმში ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მეორე "მშრალი" ანგარიშით მოიგო და 1:1-ზე ბრეიკით დაწინაურდა.

მოკლედ, ჰალეპი ჯობნიდა ამერიკელს იქამდე, სანამ ეს უკანასკნელი მოწოდების დაკარგვამ არ გამოაფხიზლა. კორტზე სურათი კარდინალურად შეიცვალა, სერენამ ინიციატივა მოიპოვა და ზედიზედ 11 ქულის აღება მოახერხა. მცირე პრობლემა ამერიკელს სეტის ბოლოს შეექმნა, როცა ჰალეპმა ჯერ თავისი გეიმი აიღო, შემდეგ კი ორმაგი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სერენამ კარგად ითამაშა და სეტი მოიგო.

რაც შეეხება მეორე პარტიას, აქ მსოფლიოს პირველი ნომრის უპირატესობა აშკარა იყო. ის 20 წუთში ჩაეტია და 6:0 გაანადგურა რუმინელი.

ეს იყო ამერიკელის ზედიზედ 23-ე გამარჯვება. ფინალში მისი შეჩერება უნდა ეცადა ბელორუს ვიქტორია აზარენკას. სწორედ მასთან წააგო სერენამ ბოლო მატჩი - თებერვალში, დოჰას ტურნირის ფინალში, თუმცა მას შემდეგ უილიამსს ეს ბრწყინვალე მოგებათა სერია დაუგროვდა, აზარენკამ კი ვერ დაიცვა ქულები ინდიან უელსის ფინალისთვის, მაიამის მეოთხედფინალისთვის და შტუტგარტისა და მადრიდის ფინალებისთვის.

აზარენკა ნახევარფინალში იტალიელ სარა ერანის ხვდებოდა. აპენინელმა ორი განსხვავებული სეტი ჩაატარა - პირველი ისე წააგო, რომ ერთი ბრეიკ-პოინტი და გეიმბოლი არ ჰქონია, მეორე სეტში კი 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ იოლად წააგო ეს გეიმი და ტაი-ბრეიკამდეც ვერ მიაღწია.

ფინალი აზარენკას მოწოდებით დაიწყო და სერენამ პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა - ამისთვის მას ოთხი გეიმბოლის მოგერიება მოუწია. საერთოდ, საწყისი გეიმები ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ოთხი თანაბარი გეიმიდან აზარენკამ მხოლოდ ერთი აიღო, რაც ერთადერთი წარმატება აღმოჩნდა სეტში ბელორუსისთვის.

მეორე პარტიაში ბელორუსმა უფრო მეტი იბრძოლა, ერთხელ დაკარგული ბრეიკიც დაიბრუნა და საკუთარი მოწოდების აღების შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა, მაგრამ 2:3-დან უილიამსმა ისევ მოუმატა და ბოლო ოთხი გეიმი მატჩში თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:1, 6:3.

41 "ვინერსი" და 19 უნებლიე შეცდომა - ასეთი იყო ფინალში ამერიკელის სტატისტიკა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სერენა ბრწყინვალე ფორმაშია და კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს. რომში მსოფლიოს პირველმა ნომერმა მხოლოდ 14 გეიმი წააგო.

უილიამსმა წელს მეხუთე და კარიერაში 51-ე ტიტული მოიგო. მას 24-მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა, თანაც, ამ გამარჯვებათა დიდი ნაწილი წითელ გრუნტზე მოდის, რომელზეც ამ სეზონამდე 11 წელი არ ჰქონდა მოგებული ტიტული.

1/2-ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 6:3, 6:0; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3)-სარა ერანი (იტა, 7) 6:0, 7:5.

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 3) 6:1, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სერენა უილიამსის მორიგი რეკორდი

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს