გორის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება, რომ "დილა" დამდეგ ევროსარბიელზე ღირსეულად გამოვიდეს

გორის "დილას" ამბავი გეხსომებათ - შარშან მოღონიერებულ გუნდს წლეულს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ამ ყველაფერს გაურკვევლობაც დაემატა - რა იქნება შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანდა.

ახლახან კი გორელებს იმედი მიეცათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "დილას" 270 000 ლარი გადაურიცხა. აქედან 250 ათასი ლარი "დილას" იმიტომ ეკუთვნოდა, რომ გუნდი 2012/13 წლების ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო 20 ათასი ლარი - სუპერთასის მატჩში მონაწილეობისთვის.

ამ თანხით კლუბმა სახელფასო დავალიანება გაისტუმრა.

რაც შეეხება მომავალს, როგორც კლუბში გვითხრეს, გორის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება, რომ "დილა" დამდეგ ევროსარბიელზე ღირსეულად გამოვიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ "დილას" ექნება უცხოური შეკრება და იმის საშუალებაც, რომ ფეხბურთელები შეინარჩუნოს.

როგორც ჩანს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი "დილას" ორი თვე დააფინანსებს, სამერმისოდ კი "დილა", სხვა საბიუჯეტო კლუბები და კერძო გუნდებიც იმას ელოდებიან, თუ რა პროექტს შეიმუშავებენ და განახორციელებენ ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის.

დამდეგი ევროტურნირების კენჭისყრა 24 ივნისს გაიმართება, ივლისის დასაწყისში კი უკვე თამაშებიც დაიქოქება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დილა-ჩიხურა 4:0 - გორელთა ვერცხლის ფინიში [VIDEO]

ბაჩანა არაბული ყველაზე პროდუქტიულია - გოლი ყოველ 35 წუთში

ევროსეზონი ახლოვდება: რას უმზადებს ქართულ კლუბებს წილისყრა

qartveli 28
იმედია კვირკველიას და სალუქვაძესაც დაურიცხეს დავალიანება დილამ.წინ დილაო დილაო დილა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა