საქართველოს ჩემპიონატი. ბოლო ტური. VII-XII ტური
...არ ვიცით, "მეტალურგის" სატურნირო სიტუაციას "დავაბრალოთ" თუ სხვა ფაქტორ(ებ)ს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: რუსთავში გულშემატკივართა რიცხვი ტურიდან ტურამდე კლებულობს!

გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო: სეზონის დასკვნით შეხვედრას რუსთავის კვალობაზე უჩვეულოდ ცოტა ქომაგი ადევნებდა თვალს და "ფოლადის" ტრიბუნებიდან ხანდახან ხმაური თუ გაისმოდა, ესეც ბათუმელთა ათკაციანი გულშემატკივართა ჯგუფის დამსახურება გახლდათ.

ჰო, მასპინძელთაგან განსხვავებით, ბათუმის "დინამოს" ხომ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდა: გია გურულის გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად "მეტალურგიც" უნდა დაემარცხებინა და ამავდროულად, იმის იმედზეც უნდა ყოფილიყო, რომ მისი უშუალო კონკურენტი "სიონი" მარტვილში ქულებს დაკარგავდა.

არადა, ბათუმის "დინამოს" თავისუფლად შეეძლო, საქმე არ გაერთულებინა და არც სხვა გუნდებზე ყოფილიყო დამოკიდებული, მაგრამ ჩემპიონატის ფინიშზე კონკურენტებთანაც წაიფორხილა ("ვიტ ჯორჯიასთან" - წააგო, "სიონთან" - ფრედ ითამაშა) და, რაც ყველაზე მოულოდნელ-უცნაური იყო, ბოლოსწინა ტურში შინ ვერ შეძლო მოტივაციადაკარგული "კოლხეთის" დამარცხება.

ისე, რთული წარმოსადგენია, თუ როგორი "შინაარსის" შეხვედრა ჩატარდებოდა რუსთავში, ბათუმის "დინამო" სხვაზე რომ არ ყოფილიყო დამოკიდებული: მოიგებდნენ სტუმრები და მაშინვე ერთი ამბავი ატყდებოდა, აქაოდა, მასპინძლებმა მატჩი შეგნებულად დათმესო; საპირისპირო შემთხვევაში კი, ალბათ, ბათუმის "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ექნებოდათ პრეტენზია - თქვენ ქულები არაფერში გჭირდებათ და ჩვენ რაღას გვწირავთო.

ჰო, მართლა დამაინტრიგებელი სიტუაცია იქნებოდა და თამაშიც, ალბათ, ბევრად უფრო საინტერესო გამოდგებოდა, ვიდრე ახლა, რაც ვნახეთ...

...ბოლო ტურის მატჩს ორივე გუნდი სერიოზული საკადრო პრობლემებით შეხვდა: მასპინძლებმაც და სტუმრებმაც ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციის გამო არაერთი ფეხბურთელი მოისაკლისეს; დისკვალიფიცირებული გახლდათ და ტრიბუნებიდან ადევნებდა თამაშს თვალს "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანიც.

თუმცა, პირველი ტაიმი რომ მეტად და მეტად მოსაწყენი გამოდგა, სხვა ფაქტორით იყო განპირობებული: სტუმრებმა მალე შეიტყვეს, რომ "სიონმა" ადრეული გოლი გაიტანა და მათი უემოციო თამაშიც ამას უნდა დავაბრალოთ; მასპინძლებსაც არ შეუწუხებიათ დიდად თავი, თუმცა საწყისი წუთები მათი უპირატესობით მიმდინარეობდა.

აი, რასაც სახიფათო მომენტი ჰქვია, პირველ ტაიმში "მეტალურგმა" მხოლოდ ერთხელ შექმნა: სტუმართა ახალგაზრდა მეკარემ რომან ტაკიძემ პოზიტიური შეცდომა დაუშვა, მაგრამ ვახტანგ კვარაცხელიამ ძალიან მახვილი კუთხიდან დაუცველი კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა.

რაც შეეხებათ სტუმრებს, იმათგან ყველაზე აქტიური ბესიკ ჩიმაკაძე გახლდათ, შორი მანძილიდან ორჯერ სახიფათოდ რომ დაარტყა. ერთ ეპიზოდში კი მიხეილ ალავიძემ იყოჩაღა: 39 წლის ამირან მუჯირმა ჩვეულ სტილში შეასრულა საჯარიმო დარტყმა, მაგრამ "მეტალურგის" მეკარემ დიდი გაჭირვებით მაინც შეძლო ბურთის მოგერიება.

მეორე ტაიმი კვლავაც მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ირაკლი სიხარულიძემ ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

მატჩის ბოლომდე სიხარულიძე კიდევ ორჯერ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ - უშედეგოდ. ამასობაში კი ცნობილი გახდა, რომ მარტვილში ანგარიში შეიცვალა: "მერანის" გოლი ხომ ბათუმელებს შანსს უტოვებდა და სტუმრებიც ერთობ გააქტიურდნენ;

მალე ვნახეთ ეფექტური კომბინაციაც, ამირან მუჯირმა და კარენ მაკარიანმა რომ გაითამაშეს, თუმცა ბესიკ ჩიმაკაძის საბოლოო დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ისე, მართლაც უცნაური სიტუაცია იყო შექმნილი: პარალელურ მატჩში ბათუმელთათვის სასურველი ანგარიში ფიქსირდებოდა, თუმცა თავად ვერ ახერხებდნენ უმოტივაციო მასპინძლების დამარცხებას. ამასობაში კი დრო იწურებოდა და გოლი თუ ვინმეს უნდა გაეტანა, უპირველეს ყოვლისა, მასპინძლებზე ითქმის: რევაზ გეწაძის შესრულებული საჯარიმოს მერე ბურთი სრულიად უმეთვალყურეოდ მყოფ ლევან კორღალიძეს მიუვიდა, მაგრამ ტრავმამოშუშებული ნახევარმცველი ასეთ საჩუქარს ნამდვილად არ ელოდა.

ამ მართლაც უცნაური მატჩის კულმინაცია კი ბოლო წუთზე დადგა: ამირან მუჯირმა კუთხურიდან ბურთი ახლო კუთხესთან ჩააწოდა, სადაც ყველას ვაჟა ქორიძემ დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით თავის გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენა გაუნაღდა!

თუმცა სტუმრები სულ ტყუილად ზეიმობდნენ ამ გოლს: მოედანზე მყოფებმა არ იცოდნენ, რომ "სიონი" უკვე იგებდა თავის მატჩს და ბათუმელთა გამარჯვებასაც ყველანაირი აზრი ეკარგებოდა.

ასეც მოხდა: მარტვილში შეხვედრა ცოტა უფრო ადრე დამთავრდა და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ბათუმელთა რეაქცია, როცა "სიონის" გამარჯვების შესახებ ინფორმაცია შეიტყვეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tosi
დაამატებენ გუნდებს
tosi
დაამატებენ გუნდებს
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"