საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრიზები ჩამოარიგა
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ პრიზები ჩამოარიგა. "ლელო" რამდენიმე დღის წინ ნომინანტების შესახებ წერდა. გამარჯვებულთა ვინაობა და წლის სიმბოლური ნაკრები გაირკვა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. "ბრესტთან" გატანილი ორი გოლის შემდეგ 31 წლის შვედის ანგარიშზე უკვე 29 ბურთია, რაც შესანიშნავი შედეგია. ამაზე მეტი გოლი, უკანასკნელად 1989/90 წლების სეზონში ჟან-პიერ პაპენმა გაიტანა - 30.

"საკმაოდ რთული სეზონი გამოდგა. ჩვენ ფავორიტები ვიყავით და ყველას ჩვენი დამარცხება სურდა. პარიზთან მიმართებაში ჩემი საუკეთესო მოგონება იქნება ის, რომ 19-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს საჩემპიონო ტიტული დავუბრუნეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე პსჟ-ისთვის რაღაც გავაკეთე, რის გამოც ძალიან ამაყი ვარ. დიდი მადლობა მთელ ქალაქს, ამ პრიზს თითოეულ პარიზელს ვუძღვნი," - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ზლატანის თანაგუნდელი, სალვატორე სირიგუ წლის საუკეთესო მეკარის პრიზის მფლობელი გახდა, წლის მწვრთნელებად კი კარლო ანჩელოტი და "სენტ ეტიენის" დამრიგებელი კრისტოფ გალტიე დაასახელეს.

"სეზონის სტარტზე თუ მეტყოდით, რომ ჩვენ 32-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ ტიტულს მოვიპოვებდით, ნამდვილად არ დაგიჯერებდით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ეს შევძელით. გარდა ამისა, ჯერ კიდევ გვაქვს მესამე ადგილის დაკავების შანსი. ამ ტიტულის მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ მას კარლო ანჩელოტისთან ერთად მივიღებ," - ეს უკვე კრისტოფ გალტიეს სიტყვებია.

როდესაც ნომინანტები გაგაცანით, მოგახსენეთ, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზის მოგების მთავარ კანდიდატად ფრანგ ჟურნალისტებს "მონპელიეს" ნახევარმცველი რემი კაბელია მიაჩნდათ და იქვე დავამატეთ, რომ ჩვენი აზრით, აღიარებას უფრო ფლორიან ტოვენი იმსახურებდა. საბოლოოდ, პრიზი სწორედ ტოვენმა მიიღო, რომელიც "ბასტიაში" კი თამაშობს, მაგრამ "ლილს" ეკუთვნის და მომავალ სეზონში "ძაღლებში" ითამაშებს.

სეზონის საუკეთესო გოლად კი "ევიანის" ფორვარდის, საბერ ხელიფას მიერ 36-ე ტურში "ნიცას" კარში, მოედნის საკუთარი ნახევრიდან გატანილი გოლი დასახელდა.

ბოლოს კი სიმბოლურ ნაკრებსაც შემოგთავაზებთ, სადაც "პარი სენ ჟერმენის" 7 ფეხბურთელი მოხვდა:

მეკარე: სალვატორე სირიგუ (პსჟ)

მცველები: კრისტოფ ჟალე (პსჟ), ტიაგო სილვა (პსჟ), ნიკოლა ნკულუ (მარსელი), მაქსველი (პსჟ).

ნახევარმცველები: დიმიტრი პაიე (ლილი), მარკო ვერატი (პსჟ), ბლეზ მატუიდი (პსჟ), მატიო ვალბუენა (მარსელი).

თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), პიერ-ემერიკ ობამეიანი (სენტ ეტიენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფრანგული ლიგა 1-ის ნომინანტები ცნობილია

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა