"სან ანტონიო" სერიაში 1:0 დაწინაურდა
ძალიან უცნაური სტატისტიკა ჰქონდა "სან ანტონიოს" კონფერენციის ფინალის პირველ შეხვედრაში.

მასპინძლების "მაღლების" კვარტეტმა (ტიმ დანკანი, ტიაგო სპლიტერი, დეჟუან ბლერი და ბორის დიაო) ერთად მხოლოდ 15 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, რაც ნებისმიერ სხვა მატჩში გრეგ პოპოვიჩის გუნდის კრახს გამოიწვევდა, მაგრამ სერიის პირველ მატჩში გამონაკლისი აღმოჩნდა.

უბრალოდ, ამ მატჩში გაილაღეს "სპურსის" სნაიპერებმა, წინა ხაზმა კი გაქანება არ მისცა "მემფისის" "მაღლებს" - მარკ გასოლსა და ზაკ რენდოლფს. ამ უკანასკნელმა თამაშიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო (რვა ცდიდან), ისიც მატჩის დასრულებამდე ცხრაწუთნახევრით ადრე.

ის, რომ სტუმრებს რთული მატჩი ელოდათ, დებიუტშივე კარგად გამოჩნდა. პირველი 14 შეტევიდან გრეგ პოპოვიჩის შეგირდებმა ათი ლოგიკური შედეგით დაასრულეს. აქედან ნახევარი ტონი პარკერის ორგანიზებული იყო, რომელიც კარგად იყენებდა მეტოქის დაცვის ხარვეზებს. მის პარტნიორებს მეოთხედის შუაში უამრავი ბურთი რომ არ აეცილებინათ, მატჩის ბედი დიდი ხნით ადრე იქნებოდა გარკვეული, თუმცა ამ უზუსტობის მიუხედავადაც, პირველ შესვენებამდე 4.35 წუთით ადრე მასპინძლები 15 ქულას იგებდნენ.

საბოლოოდ, სასტარტო მეოთხედში "სან ანტონიომ" 31 ქულა დააგროვა. არადა, მეტოქედ ლიგის საუკეთესო დაცვის მქონე გუნდი ჰყავდა.

შეხვედრას ინტრიგა მესამე მეოთხედის შუაში დაუბრუნდა, როცა ქუინსი პონდექსტერის მონდომებით "მემფისმა" 10:0 გაქცევა შეძლო და სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდა. შეიძლებოდა, ეს სხვაობა სამ ქულამდეც დასულიყო, პოპოვიჩის ტაიმ-აუტის შემდეგ ბეილესს სამქულიანი რომ ჩაეგდო, მაგრამ ააცილა და მალე "სპურსი" ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნდა, როცა 11:1 გაქცევა მოაწყო.

ხოლო, როცა მეოთხე მეოთხედის სტარტზე კავაი ლეონარდმა გაიბრწყინა (10 ქულა ჩააგდო), საქმე მომთავრებული იყო. ამას გუნდების მწვრთნელებიც მიხვდნენ, რომლებმაც საფინალო სირენამდე დაახლოებით ხუთი წუთით ადრე სათადარიგოთა სკამზე დასვეს ლიდერები.

საბოლოოდ, "სან ანტონიომ" 22 ქულის სხვაობით მოიგო. ცნობისთვის, 22-დან 19 შემთხვევაში, გრეგ პოპოვიჩის "სპურსი" იგებდა სერიას პირველ მატჩში გამარჯვების შემდეგ.

სან ანტონიო-მემფისი 105:83

31:14, 20:23, 22:20, 32:26

ს-ა: პარკერი (20+9 პასი), ლეონარდი (18), გრინი (16+3 პასი), ბონერი (12), ნოა (11), დანკანი (6+10 მოხსნა+4 პასი).

მ: პონდექსტერი (17), გასოლი (15+7 მოხსნა), კონლი (14+8 პასი).

სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. პლეი ოფი. II რაუნდი: დასავლეთის ფინალი "სპურსი"-"მემფისია"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია