მოსალოდნელი სასჯელის მიუხედავად, გიორგი ჭანტურია მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს და "ალანიას" დაემშვიდობება
რუსეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "ალანიამ" ვლადიკავკაზში მოსკოვის "დინამოს" 1:0 მოუგო და მეტოქეს 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა.

როგორც იცით, ვლადიკავკაზის გუნდი პრემიერლიგიდან გავარდა, მოსკოველებს კი საპრიზო ადგილზე გასვლისა და ევროსაგზურის მოპოვების შანსი აქვთ. თუმცა ამ მატჩის ცქერისას ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ გუნდებს საპირისპირო პოზიციები ეკავათ.

ამ შეხვედრის პერიპეტიები უკვე ცნობილია: "ალანიას" ძირითადში ითამაშა გიორგი ჭანტურიამ. 82-ე წუთზე, როდესაც "ალანია" 1:0-ს იგებდა, მოსკოველმა ალექსანდრ კოკორინმა ვლადიკავკაზელი დანიელ ნეკო უკნიდან უხეშად მოცელა, რის შემდეგაც მოედანზე გაწევ-გამოწევა დაიწყო.

მასპინძლები უკმაყოფილონი იყვნენ მოსკოველთა გაუთავებელი უხეშობით, რაზეც მთავარი არბიტრი სერგეი ივანოვი თვალს ხუჭავდა.

თანაგუნდელის მიმართ უხეშობამ განსაკუთრებით ჭანტურია აღაშფოთა და კოკორინმა მას სახეში ხელი ჩაარტყა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ტკივილისგან ჩაიკეცა, თუმცა ვალში არ დარჩენილა - მოწინააღმდეგეს კეფაში უთავაზა და მერე შეაფურთხა.

იხილეთ ვიდეო

ამის შემდეგ ივანოვმა ალექსანდრ კოკორინი, გიორგი ჭანტურია და კიდევ ორი ფეხბურთელი (დანიელ ნეკო - "ალანია", ბალაშ ჯუჯაკი - "დინამო") მოედნიდან გააძევა.

კომენტატორის ემოციები

ფაქტია, რომ ჭანტურიამ ემოციები ვერ მოთოკა და არბიტრს თავი გააგდებინა - მის საქციელს ვერ გავამართლებთ და თავადაც აღიარა, რომ შეცდა. საერთოდ, გიორგი ემოციურობით გამოირჩევა და ამის გამო ბევრჯერ დასჯილა.

მაგრამ ქართველის საქციელის კომენტირებისას მატჩის კომენტატორსაც ზედმეტი მოუვიდა:

"ესაა ჯენტლმენური საქციელი?! კოკორინი ვერ ხედავდა, როდესაც ჭანტურიამ უკნიდან ვერაგულად დაარტყა. ამის ცქერაც კი ამაზრზენია.

საინტერესოა, რას გადაწყვეტს მთავარი არბიტრი? კოკორინმა სახეში გაარტყა და წითელს იმსახურებს. ჭანტურიამ კი ვერაგულად, უკნიდან დაარტყა და შეაფურთხა. ისიც წითელი ბარათის ღირსია!..

ქართველი უნახავივით მოიქცა! საკითხავიც არ არის, ის მოედნიდან გასაგდებია. წადი და დაისვენე, აი, ასე!"

ბობოქარი კომენტატორი "უდისციპლინო" კავკასიელებსაც გადაწვდა:

"საიდან გაჩნდნენ მოედანზე სამოქალაქო პირები, ტემპერამენტიანი კავკასიელი ბიჭები? სად არის სპეცრაზმი, მილიცია, წესრიგს ვინ იცავს?"

შესაძლოა, ვცდებით, მაგრამ კომენტატორის ტონმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს გიორგიზე კი არა, ქართველებზე ამოანთხია ბოღმა. თუმცა ჭანტურიამ და კოკორინმა გაძევებამდე შერიგება და ერთმანეთთან მობოდიშებაც მოასწრეს.

დანაშაული და სასჯელი

საწყენი კი ისაა, რომ სკანდალმა გიორგის კარგი თამაში გადაფარა: 20 წლის ქართველმა შექმნა საგოლე მომენტები, ორჯერ კარში სახიფათოდ დაარტყა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ტრიბუნებიდან ამჯერადაც სკანდირებდნენ - "ჭანტურია, ჭანტურია!" თავად კომენტატორიც ამბობდა, რომ ქართველი პირველ ტაიმში "ბრწყინვალე იყო".

მატჩის დროს განვითარებული მოვლენები გაზეთ "იზვესტიასთან" "ალანიას" პრეზიდენტმა ვალერი გაზაევმა შეაფასა:

"დაპირისპირება მსაჯის პროვოცირებულია, რადგან მოსკოველთა უხეშობა დროულად ვერ აღკვეთა... რაც შეეხება ჭანტურიას, მეტოქეს თუ მართლა შეაფურთხა, შესაბამისი სასჯელიც ეკუთვნის".

რუსეთის საფეხბურთო კავშირის ინსპექტორთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსეი სპირინმა სააგენტო "იტარ-ტასთან" დამნაშავეთა მოსალოდნელ სანქციებზე ილაპარაკა:

"კავშირის დისციპლინარული კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, ოთხივე მოთამაშეს 4-4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის, ჭანტურიას კი შეფურთხებისთვის სასჯელი დაემატება და 8 მატჩს გამოტოვებს".

აღარ მინდა ვიტესი!

მოსალოდნელი სასჯელის მიუხედავად, ჭანტურია მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს და "ალანიას" დაემშვიდობება. პოპულარულ რუსულ გამოცემა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში გიორგიმ ჩხუბის მიზეზებსა და სხვა საკითხებზეც ილაპარაკა (რაზეც "ლელო" უკვე წერდა).

საინტერესო იყო ერთი ნაწყვეტი, სადაც თავის მომავალზეც ილაპარაკა - რომ შემეძლოს, მომავალ სეზონშიც "ალანიაში" დავრჩებოდი, მაგრამ იჯარის ვადა სრულდება და "ვიტესში" დაბრუნება მომიწევსო.

მაგრამ არნემული კლუბის ფანების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობას თუ ვენდობით, გიორგი "ვიტესში" აღარ ითამაშებს. ქართველი თავდამსხმელი ჰოლანდიური კლუბის მიერ დანაპირების შეუსრულებლობაზე ალაპარაკდა.

"გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ ზაფხულში "ვიტესში" დაბრუნება არ სურს. ის თავს მოტყუებულად გრძნობს, რადგან "ბარსელონადან" "ვიტესში" გადასვლისას "ჩელსისთან" კონტრაქტს შემპირდნენო.

გიორგი იმითაც უკმაყოფილოა, რომ შარშან ზაფხულს ორი იტალიური კლუბის - "ჯენოასა" და "კალიარის" კონკრეტული წინადადება ჰქონდა, მაგრამ "ვიტესის" მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ არ გაუშვა.

"ვიტესის" ტექნიკური დირექტორის, ტედ ვან ლეუვენის თქმით, კლუბი ჭანტურიას ინტერესს ითვალისწინებს და არ გამორიცხავს, ზაფხულში ტრანსფერზე დააყენოს და წასვლის საშუალება მისცეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურია: ალბათ, ჰოლანდიაში დაბრუნება მომიწევს [VIDEO]

ვლადიკავკაზში ერთხმად სკანდირებენ: ჭანტურია! ჭანტურია! [VIDEO]

არნემის "ვიტესმა" გიორგი ჭანტურია ვლადიკავკაზის "ალანიას" არ დაუთმო

გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი

გიორგი ჭანტურიას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა

გიორგი ჭანტურია: ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ "ვიტესში" აღარ დავბრუნდე!

გიორგი ჭანტურია: საქართველოს ნაკრებს კარგი მწვრთნელი სჭირდება! [VIDEO]

გიორგი ჭანტურია: "ბარსელონაში" დარჩენას მთავაზობდნენ, მაგრამ არ ვისურვე

გიო
მაგ ახალგაზრდა ნიჭიერს, ბარსელონაშო ჰქონდა შანსი. მაგრამ წუწუნით გამოიქცა - ბევრს მავარჯიშებენო!!! და ჩელსი მოინდომა ბიჭმა. ვიტესისნაირ კლუბებს ვერ გასცდება, რადგან ზარმაცია. ნიჭი აქ ვერაფერს ვეღარუშველის, თუ არ მოინდომა.
mamuka
რა უცნაური და შურიანი ხალხი ვართ ეს ქართველები, რას ერჩით ამ ჩანტურიას, ახალგაზრდა ბიჭია, ნიჭიერი მაგრამ კარიერის აწყობა ისე ადვილი არ არის, სულ გესლავთ ამ ბიჭს რა გინდათ, თქვენ რა გაქვთ მიგწეული სულ სხვის გაკიცხვაში რომ ხართ, ბოროტები ხართ და ეგაა, რაც შეეხება ამ ჩხუბის ეპიზოდს ასეთი ყველას შეიდძლება მოუვიდეს, არ გახსენდებათ უფრო გამოცდილი ფეხბურთელებიც ტყდებიან და ნერვებმა თუ უმტყუნა უარესებს შვებიან, დაიკოთ თქვენი შურიანობა და ბოგმიანობა და ამ ახალგაზრდას კი წარმატებებს ვუსურვებ
me!
ვინც აზე არ ხართ რატო ერევით ფეხბურთში?! წადი რა დომინო ითამაშე ან რავიცი... სხვა დასაქმება ნახე... უკნიდან არ უნდა დაერტყა და არ უნდა შეეფურთხებინა მაგრამ 20 წლის ბიჭია და მოუვიდა.. რა მოხდა მერე?! ჩემი აზრით ეს ბიჭი იჩაგრება საქართველოში.. არც ნაკრებში არ იძახებს ქეცბაია... მჭედლოს და გელაშვილს იძახებს.. დაშალეთ ეს ნაკრები ფულს მაინც დაზოგავთ
vazha
გიო ძმაო ბევრს არ მოეწონები შენი წარმატების გამო მაგრამ უფრო მეტს მოეწონები ეს კიდევ კაია .არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ არ დაივიწყო შენი ქართველობა თუნდ 1000 წითელი მიიღო შენ პირველ რიგში საქართველოს უნდა ცე პატივი და სილა არავის აპატიო.გენაცვალე ჯიგარში უკნიდან ჩAარტყა წინიდან რუსი არ დაგიდგება სულ გარბის და ზურგში ხვდება მერე :
Unknown
თორნიკე , აი ასეთ სისულელეებს რატომ ლაქლაქებ? ან საიდან მოგაქვს? ბარსელონადან გამოუშვეს ჰომ გიორგი ? ჰაჰაჰა !!! :))))
Tornike
ტიპი რა ნაგლია ნახეთ რაა.. ბარსელონადან რო გამოუშვეს და არავინ იწვევდა კლუბში ჟOრდანიას ვიტესმა აიყვანა და შანსი მისცა , ბოძებული შანსი ვერ გამოიყენა და ახლა ჟორდანიასვე უტრაკებს რატო არ გამიშვიო.. თან თურმე ვიტესს ჩელსიში სატრამპლინოდ იყენებდა და ამ დროს ალანიაში აღმოჩნდა :D გულიც კი არ მწყდება ამის გამო..
Gio
ვენაცვალეე ძააან მაგარი კაციააა აბაა მაგ არაკაც რუუსს რა უნდა შეარჩინოოოს..... მაგ ერთი ჩარტყმიით შეიძლებოოდა კარიერაა მორჩენილიყოოოო ჩანტურიასთვიიიის...... შეფურთხება მართლა არაა ლამაზიიი მარააა კოკორინის საქციელიიი უმოქმედოოოდ არ უნდა დაეტოვა ჩანტურიააას
akhali
70-80წლების დინამოს ფეხბურთელები ყოველთვის ღირსეულად იქცეოდნენ(ერთ-ერთი მიზეზი პოპულარობის არამარტო საქართველოში+ლამაზი თამაში)!წარმოუდგენელი იყო მაჩაიძე,ყიფიანი ,ჩივაძისგან რაღაც ამდაგვარი.თუმცა მახსოვს ხინჩაგაშვილმა მსაჯს შეაფურთხა გრასჰოპერსთან ციურიხში ,როცა ასიანი პენალტი არ დანიშნა.გააგდეს!მახსოვს ფეინოორდთან მატჩის წინ-მოკოვის დინამოსთან მატჩის დროს გუცაევთან უხეშობისთვის როგორ ცემეს (კარებიდან გაბელიაც გამოიქცა საცემრად)ნოვიკოვი!მაგრამ მაშინ ყველა ფეიენოორდთან შემდეგ თამაშზე ვფიქრობდით და სსრკ ჩემპიონატიც არავის ადარდებდა!მსაჯს ისე შეეშინდა(მეც არ მცემონო,თან ხალხის)არავინ გაუძევებია
akhali
საერთოდ მიმაჩნია,რომ ქეცბაიამ უნდა დაუძახოს ნაკრებში და უშუალოდ მონაწილეობა მიიღოს ჭანტურიას ,როგორც სპორტსმენის,როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში,აბა შორიდან არაფერი გამოვა.ნაკრების ქართველი მწვრთნელის მოვალეობაა თითოეული იმედისმომცემი ქართველის ,,სწორ გზაზე,, დაყენებაში უშუალოდ მონაწილეობა.ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და თითოეულს უნდა გავუფრთხილდეთ!თან როცა დეფიციტია ტალანტების! ჭანტურიას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო ,რომ დიდი ფეხბურთელი დადგეს.ეს ალბათ ზენიტთან ჰალკთან დაპირისპირებაშიც დაინახა-ის უდიდესი სხვაობა,რაც ჰალკსა და მოედანზე მყოფ დანარჩენ 21 ფეხბურთელს შორის იყო
guro
მეტი უნდა ექნა! ამ ს.ი.რ.მა ვანიამ რო ხელი გაარტყა არაფერი არ უნდა ეთქვა ? ბიჭი 20 წლისააა ეს დაიმახსოვრეთ და ამ ასაკში ბევრს აქვს თავში ავარდნილი
guro
რატო დედა არ ....ა ? და ის არაფერია რო ელაპარაკებოდა და ამ სირმა ვანიამ რო გაარტყა?
tamaz
საზიზღრად მოიქცა.უზნეო ბიჭი ჩანს.ვერასდროს გახდება კარგი ფეხბურთელი.მარტო ეს შემთხვევა არ მალაპარაკებს.ვიტესშიც გამოირჩეოდა თავხედობით.სამწუხაროა, რომ ასეთი ტალანტი მალე ჩაქრება(ახალგაზრდა მიშა მესხივით).აგრესიულობა რომ ქართველების დაავადებაა ეს ამ დღეებში ტაბურეტებით გამოსული ბრბოს მაგალითზეც კარგად გამოჩნდა.არ გვინდა ჩვენს თავში ჩავიხედოთ და მუდამ სხვაში ვეძებთ დამნაშავეს.ხელი არ შეირჩინა ბიჭმა...ამას ჰქვია ქუჩური თუ ქურდული მენტალიტეტი.ამას ბარსელონაში ვერ ისწავლიდა.ეს ჩვენი გარემოს პროდუქტია სამწუხაროდ.შეხედეთ მესის,ინიესტას,პიკეს,ხავის სახეებს.წარმოიდგინეთ მაფურთხებელი დავით ყიფიანი ან ალექსანდრე ჩივაძე.არ ვიცი,როგორ მოგდით თავში გამამართლებელი აზრები.
ქართველი ადამიანი
რუსი კომენტატორი რას იტყვის ამას არანაირი მნიშვნელოვბა არ აქვს, და სხვათა შორის ქართველი ფეხბურთელებს ქებასაც არ აკლებენ რუსი კომენტატორები, რიოდესაც ქართველები ამას იმსახურებენ. მაგრამ ჭანტურიას საქციელი მართლა ამაზრზენი იყო, კაცი, ქართველი, რომელსაც თანაც პრეტენზია აქვს დიდ სპორტსმენობაზე (და ღმერთმა ხელი მოუმართოს ამაში) "ჩუმად" და გვერდულად ურტყავს კოკორინს და იფურთხება... დღემდე რა დამიავიწყდება რა გულის ამრევი იყო რაიკარდი, როდესა რუდი ფიოლერს შეაფურთხა. მოკლედ გიორგის თუ მართლაც დიდი სპორსტმენობა უნდა (ყველა ცვენთაგანსი გასახარად), უნდა შეცვალოს თავისი "ძველბიჭური" დამოკიდებულება სპორტის მიმართ და საკუთარ ნიჭის განვიტარებაზე იფიქროს მხოლოდ... წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან არც კარგი სპორსტმენი გამოვა და არც კკაცი დადგება და მოედანზეც კიდევ ბევრი მოხვდება....
juve
მამულაშვილი რა სიამაყით წერს ვალში არ დარჩენია შეაფურთხაო.მაგაზე უნდა გააკრიტკოოოოოოო
გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "ლივერპული" "ლიდსთან" ფრეს დასჯერდა
"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
ბუდუს "ჰაიდენჰაიმმა" ზედიზედ მეორე მატჩი შემოატრიალა
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
[VIDEO] ჩაკვეტაძემ ისევ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა
"მართალია ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ..." - პიმბლეტმა გეიჯისთან ბრძოლის წინ თოფურიაზე ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში
რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები