გიორგი დარასელიას "სკა-ენერგია" და დავით სირაძის "სპარტაკი" რუსეთის პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში იბრძოლებენ
დასრულდა აზერბაიჯანის ჩემპიონატი, სადაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილმა "ინტერმა". ბაქოური კლუბი მეორეადგილოსან "ყარაბახს" ორი ქულით ჩამორჩა, ხოლო ჩემპიონ "ნეფთჩის" - ხუთით.

ბოლო ტურში "ინტერმა" "გაბალას" უმასპინძლა და მოწინააღმდეგე 1:0 დაამარცხა. ბაქოელთა შემადგენლობაში მხოლოდ სამმა ქართველმა ითამაშა - გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს, სასტარტო შემადგენლობაში გამწესებული ბაჩანა ცხადაძე კი 77-ე წუთზე შეცვალეს.

"აზერისპორტის" ცნობით, ცხადაძე გუნდიდან ოთხ თანამემამულეს უშვებს - "ინტერს" დატოვებენ: ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე, გიორგი ადამია და მეკარე რევაზ თევდორაძე. შესაბამისად, ქართველთაგან ბაქოურ კლუბში რჩებიან მხოლოდ გიორგი ლომაია და ბაჩანა ცხადაძე.

"შემცირებაში" მხოლოდ ქართველები არ მოყვნენ - ცხადაძემ კიდევ რამდენიმე ლეგიონერზე თქვა უარი.

გიორგი ფოფხაძის "ბაქი" მეხუთე ადგილზე გავიდა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა. პრემიერლიგის ბოლო ტურში "ბაქი" დედაქალაქურ დერბიში "ნეფთჩის" ეწვია და ჩემპიონს 1:0 სძლია. ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატი მეოთხე საფეხურზე დაასრულა ზაქათალის "სიმურგმა", რომელსაც სათავეში გიორგი ჩიხრაძე უდგას. ეს ამ კლუბის ბიუჯეტიდან გამომდინარე, სერიოზული წარმატებაა და სწორედ ამიტომ "სიმურგის" ხელმძღვანელობა ქართველ სპეციალისტს კიდევ ერთი წლით დარჩენას სთხოვს.

რუსეთის პირველ დივიზიონში ხაბაროვსკის "სკა-ენერგია", რომელსაც გიორგი დარასელია წვრთნის, საკუთარ მოედანზე "უფას" დაუზავდა - 0:0.

"სკა-ენერგიას" ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველი იყო - ლაშა სალუქვაძე, გიორგი ნავალოვსკი, შოთა გრიგალაშვილი და გოჩა ხოჯავა. ამათგან პირველი ორი მეორე ტაიმის მსვლელობისას შეცვალეს, ხოლო გრიგალაშვილმა და ხოჯავამ შეხვედრა სრულად ჩაატარეს.

"სკა-ენერგია" პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე "კრილია სოვეტოვი" ან "როსტოვი" იქნება.

პლეი ოფში ამ ორიდან ერთ-ერთს შეხვდება ნალჩიკის "სპარტაკიც", რომლის ღირსებასაც დავით სირაძე იცავს.

"სპარტაკმა" პირველი დივიზიონის ბოლოსწინა ტურში "ბალტიკას" უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 აჯობა. ნალჩიკელთა ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

უნგრეთის ჩემპიონატში "დიორ ეტო" "ჰონვედს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. "დიორის" შემადგენლობაში გიორგი ქვილითაია 50-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა 20 წუთში მოედნიდან გააძევეს.

ქვილითაია უკვე უნგრეთის ჩემპიონია - "დიორიმ" ეს ტიტული წინა ტურებში გაინაღდა.

"კეჩკემეტიმ", რომლის შემადგენლობაშიც გივი იოსელიანი ასპარეზობს, სტუმრად "დიოშდიორთან" 0:2 წააგო. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრას თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

ლიტვის თასის მოპოვება შეეძლო "შიაულაის" ქართველ თავდამსხმელ გიორგი ალავერდაშვილს, თუმცა ფინალში მისი გუნდი პენალტების სერიით 7:8 დამარცხდა "ჟალგირისთან".

მატჩის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, ალავერდაშვილი კი პირველ დამატებით ტაიმში, 101-ე წუთზე შეცვალეს.

შვეიცარიის ჩელენჯლიგაში "ბელინცონამ" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ბილ-ბინი". გამარჯვებულთა შემადგენლობაში მე-80 წუთიდან ითამაშა გიორგი ივანიშვილმა.

სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში "მოროკა სვოლოვსმა" "ბლუმფონტეინი" მიიღო და ფრედ, 1:1 ეთამაშა. მასპინძელთა შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა გიორგი ნერგაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Qartveli 28
ლაშა სალუქვაძემ ტრავმა მიიღო და მინიმუმ სამი კვირა ვერ ითAმაშEბს.მარცვალაძე გუნდს უკვე შეუერთDა
ხვიჩა სასტარტოში, ენრიკე სხვებს დაასვენებს - ქართველები "ბერნაბეუზე", "კამპ ნოუსა" და "მარადონაზე"
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"